მიხეილ დაუშვილი – იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა „ოფშორების კანონთან“ დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის ვეტო – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ან ვის ემსახურება „ოფშორების პროექტი“

იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა “ოფშორების კანონთან” დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო – სანამ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას ეცდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ან ვის ემსახურება “ოფშორების პროექტი”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას განაცხადა. საკომიტეტო განხილვისას დაუშვილი დაინტერესდა, თუ რამდენად სწორია […]

სალომე ზურაბიშვილი – ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონელ კოლეგას, ალარ კარისს ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. „ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ბექა ლილუაშვილი – არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ „ოფშორების კანონი“ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული

გასაგებია, რაც არის დასაჩქარებელი! – არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ “ოფშორების კანონი” არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ოფშორების კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, საინვესტიციო პოლიტიკის მხარდაჭერის ღონისძიება არ მიიღება იმ ხალხთან კონსულტაციის გარეშე, ვინც ინვესტიციები უნდა დააბანდოს. […]

ირაკლი კობახიძე – საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის. საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ჩვენი ფიქრები ახლა ირანელ ხალხთანაა,“- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

თბილისში საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი 110-ე ტრადიციული „ვარდატონი” აღინიშნა

19 მაისს, თბილისში საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი 110-ე ტრადიციული „ვარდატონი” აღინიშნა. ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს. „თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, როგორც ყოველ წელს, პანაშვიდის წესის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა ეკლესიის ეზოში დაკრძალული უკვდავი საიათნოვას საფლავი ყვავილებით შეამკეს. ამასთან, გორგასლის მოედანზე, ღია ცის ქვეშ საზეიმო კონცერტი გაიმართა. დამსწრეებს მიესალმა ააიპ „ქართველ სომეხთა კავშირი”-ს ხელმძღვანელი მ. არაქელოვა. […]

არჩევნებამდე 5 თვით ადრე „ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე მმართველ გუნდს საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ […]

Bankwatch: თუ ესკალაცია გაგრძელდა, უნდა შეწყდეს საჯარო სექტორის საერთაშორისო დაფინანსება

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის დირექტორი საქართველოში, ყირგიზეთსა და EBRD-ის სხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შემცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს, რომ ვითარება უარესდება ყირგიზეთში და ასევე საქართველოში, სადაც “უცხოური გავლენის” კანონი მიიღეს. მარკ მარტინის განცხადების თანახმად, Bankwatch-მა ატეხა განგაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ვითარების გაუარესების შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური […]

კარასინი: ზურაბიშვილი თავის ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობს

თავისებური ქალია ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავის ქვეყანაში დესტაბილიზაციას თავდაუზოგავად ცდილობს. პარლამენტში უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ მასში რაღაც უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. ჩნდება კითხვა – ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? ზოგადი სცენარი ნათელია, მაგრამ პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია, არ დაკარგოს ზომიერების შეგრძნება.

სანქციების კანონპროექტის ავტორი ჯო ვილსონი ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელია

Politico-ს ცნობით, აშშ-ს კონგრესში დღეს ქართული ოცნების დეპუტატების, სამართალდამცავების და სხვა პირების წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს წარადგენენ. კონგრესში აღნიშნული კანონპროექტის ავტორი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი და სამხრეთ კაროლინის შტატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ჯო ვილსონია. გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც Politico გაეცნო, მმართველ პარტიას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება “მზარდად და სამწუხაროდ დაკავებულია რუსეთის […]

ქაცარავა: ძალიან მძიმე ფორმით მაქვს ტვინის შერყევა – მიჭირს გადაადგილება

უნდა დავემორჩილო იმ მკურნალობას, რომელიც დანიშნული მაქვს – ძალიან მძიმე ფორმით მაქვს ტვინის შერყევა და მიჭირს, როგორც გადაადგილება, ასევე რაიმე სახის აქტივობა; გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება დანიშნული – აქედან პირდაპირ მივდივართ სამხარაულის ექსპერტიზაზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და სამოქალაქო პროტესტს.