შსს: ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში 52 კგ კოკაინია აღმოჩენილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენისა და რეალიზაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ. შსს-ს ცნობით: · აღმოჩენილია 52 კგ კოკაინი, რომელიც ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად იყო მოთავსებული და ეკვადორიდან საქართველოს გავლით ევროპაში გადატანა იგეგმებოდა; · პოლიციამ იპოვა ინტერნეტმაღაზია, რომელიც „შავ ბაზრის“ 50 […]
ანა ბუჩუკური – სტრატეგიული მოკავშირე გვაფრთხილებს, კანონის არგაწვევის შემთხვევაში, პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება, მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესი სარგებლის მიღებაა ქვეყანისთვის – შანსის ხელიდან გაშვება ღალატია

ამ შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია – პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად, თითოეული ადამიანის ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა იქნება, ყველას დაერქმევა თავისი სახელი,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ამერიკის გზავნილებს გამოეხმაურა. დეპუტატის შეფასებით, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან ისმის „გაფრთხილება“, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება არ გაიწვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]
ივანე ჩხაიძე – გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება – რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ფილტვების ანთება – ამ სიმპტომებით ჯერ კიდევ არიან კლინიკებში

გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება – საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი და სრულად დაკავებულია. მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით მაღალია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ მომდევნო კვირიდან გრიპის შემთხვევები შემცირდება. […]
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან გაფიცული სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან გაფიცული სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ქუჩაში პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ახალგაზრდების მოთხოვნას, კანონპროექტის უკან გაწვევის თაობას არ იზრუნებს. „მთავარი გეგმაა, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ჩვენს სათქმელს ვიტყვით „არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ პოლიტიკას“ არა ყველაფერ იმას, რაც ერთმანეთს გვაშორებს, არა იმას, რასაც […]
მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის მოპოვება ყველა იმ წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს შეუძლია, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით სურთ. მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“ უკვე 11 წელია ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, „საქართველოს ბანკის“ 100%-იანი სტიპენდიით […]
რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება – “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ივნისში 400-ზე მეტი ფრენა იგეგმება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება – “რადიო თავისუფლების” ცნობით, ივნისში 401 რეისის შესრულება იგეგმება. ქართული კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ივნისში თბილისიდან მოსკოვში დღეში სამჯერ იფრენს, თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში კვირაში 3-ჯერ. კომპანია “Red Wings” გეგმავს შეასრულოს ფრენები თბილისში სოჭიდან, ჟუკოვსკიდან, ეკატერინბურგიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარიდან; ბათუმში მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, სამარიდან; ქუთაისში სანქტ-პეტერბურგიდან. ივლისიდან იგეგმება ეკატერინბურგი-ბათუმის პირდაპირი ფრენის დამატება. “აზიმუტი” კი მოსკოვიდან […]
შსს-მ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულზე 77 პირი დააკავა – მათგან 23 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული – მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, გამოვლინდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული ნარკოდანაშაული, რის შედეგადაც ბანანით დატვირთული საზღვაო კონტეინერიდან, შსს-მ 52 კილოგრამამდე ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება, “კოკაინი” ამოიღო, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, […]
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 70-ზე მეტ ობიექტზე ავიაიერიშები განახორციელეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 70-ზე მეტ ობიექტზე ავიაიერიშები განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიშების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფებების იარაღის საცავები, რაკეტების გამშვები პუნქტები, სადამკვირვებლო პუნქტები და შენობები წარმოადგენდა. ასევე, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა […]
ავსტრალია და ახალი ზელანდია ახალ კალედონიაში ჩარჩენილი ტურისტების ევაკუაციისთვის თვითმფრინავებს გაგზავნიან

ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ განაცხადეს, რომ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში მიმდინარე არეულობის გამო მოქალაქეების ევაკუაციისთვის თვითმფრინავებს გაგზავნიან. მედიის ინფორმაციით, ახალი ზელანდიის, საფრანგეთისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს მას შემდეგ, რაც ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ ელოდებოდნენ საფრანგეთის ხელისუფლებისგან ნებართვას, რათა თავიანთი ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისთვის თვითმფრინავები გაეგზავნათ. მოგვიანებით, საფრანგეთის თავდაცვის საბჭოს სხდომაზე […]
ბანანის კონტეინერიდან 52 კგ კოკაინი ამოვიღეთ — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული, კერძოდ, ამოღებულია ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ასევე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, […]