“უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი, ბოლოს ყურში ჩამესმა – მოკალი ამის დედას!” – დავით ქაცარავა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დავით ქაცარავა ევროპული მარსის აქციის დროს დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ. დაკავების კადრებში ჩანს, რომ ის აქციის მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით – ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით ჰქონდა დაფარული. დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის […]

საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს,“ — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიმონას შატუნასმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომის დაწყებამდე. „ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის სწორი დროა. და ივნისში უნდა გვქონდეს სამთავრობოთაშორისი კონფერენციები უკრაინასა და მოლდოვასთან. რაც შეეხება საქართველოს. ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს. მათი […]

სინგაპურის ავიახაზების თვითმფრინავი ბანგკოკში ავარიულად დაეშვა, დაიღუპა ერთი მგზავრი

სინგაპურის ავიახაზების რეისი, რომელიც ლონდონიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა, ბანგკოკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი ერთი მგზავრი გარდაიცვალა. ავიახაზების თქმით, Boeing 777-300ER თვითმფრინავის ავარიული დაშვება ძლიერმა ტურბულენტობამ გამოიწვია. ფრენის დროს თვითმფრინავზე 211 მგზავრი და 18 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ავიახაზებში არ უთქვამთ, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად, თუმცა რამდენიმე ტაილანდური მედიის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა […]

„ოცნებას“ – 447,030, „ლელოს“ – 445,500, „ნაცმოძრაობას“ 170,720 ლარი- პოლიტიკური შემოწირულებები – TI –

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გთავზობთ სრულს ინფორმაციას: ბიულეტენში მიმოხილულია პოლიტიკური პარტიების მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები. წინა კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 10 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, ამჯერად შემოწირული თანხა 20-ჯერ ნაკლები იყო. თუმცა პარტიის შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების […]

„რის გაკეთებასაც ეს ხელისუფლება აპირებს, ეს არის დიდი ფინანსური აფერა!“ – გიორგი გუგავა

ლევან ჯავახიშვილი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. კანონპროექტის შემუშავებაში ასევე ჩართული იყო აზიის განვითარების ბანკის ექსპერტთა ჯგუფიც. შესაძლოა, საპენსიო სააგენტოს ბაზაზე შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომელიც მსხვილ ინვესტიციებს განახორციელებს საქართველოში და უცხოეთში. ამ ეტაპზე საპენსიო ფონდში, 8 მილიარდ ლარამდე თანხაა დაგროვილი. მოსალოდნელი ცვლილებებისა და […]

ევროპიდან აფრიკაში მატარებლების გაშვება 2030 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატისთვის იგეგმება

ესპანეთი მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობის პროექტის განახლებას გეგმავს, რომელიც ევროპას მაროკოსთან დააკავშირებს. თუ ყველაფერი კარგად წავა, ერთი კონტინენტიდან მეორეზე მოგზაურობა უფრო სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა გახდება. ახლა მაროკოში მოხვედრა საბორნე გადასასვლელით 9 საათშია შესაძლებელი. თუ გიბრალტარის სრუტის ქვეშ გვირაბის აშენება მოხერხდება, ევროპიდან აფრიკაში (და პირიქით) მატარებლით გამგზავრება 5,5 საათში იქნება შესაძლებელი. მათ სურთ აშენონ გვირაბი პუნტა […]

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლების საკითხის განხილვის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები. მენეჯმენტის გეგმა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას, საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას, ეკოტურიზმის განვითარებას. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი მზადდება საქართველოსა […]

რუსეთში ფიზიკოს ანატოლი მასლოვს სახელმწიფო ღალატისთვის 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ 77 წლის ფიზიკოსს, ანატოლი მასლოვს, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ამის შესახებ “მედიაზონის” კორესპონდენტი იტყობინება სასამართლო დარბაზიდან. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. რუსეთის პროკურატურა მეცნიერისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17- წლიან პატიმრობას მოითხოვდა. განაჩენის გამოტანამდე, თავის საბოლოო სიტყვაში ფიზიკოსმა თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარის […]

ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე შეთანხმდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა თანხმობა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე. მოსალოდნელია, რომ წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 2.5-3 მილიარდი ევრო იქნება. მოსალოდნელი შემოსავლის 90% მოხმარდება სამხედრო მიზნებს უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, – აცხადებენ […]

ენმ-ის ყოფილმა დეპუტატმა, რომელმაც 65 მილიონის ტენდერი მოიგო, 40 ათასი ლარი ოცნებას შესწირა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, ენმ-ის ყოფილმა დეპუტატმა, სერგო ხაბულიანმა, 65-მილიონიანი ტენდერი მოიგო, რის შემდეგად 40 000 ლარი ქართულ ოცნებას შესწირა. ხაბულიანმა ენმ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელა. 2018 წლიდან ხაბულიანმა, მისმა ცოლმა, ლელა მეშველიანმა, შვილებმა, ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია ცეკურმა მმართველ პარტიას 438 000 ლარი […]