ბრაჭველის თქმით, ვენეციის კომისია მსგავს დასკვნას ” მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში” აქვეყნებს

იურისტი საბა ბრაჭველი რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია მსგავს დასკვნებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში აქვეყნებს. “ვენეციის კომისიის შეფასებით: · ამ კანონს გააჩნია “უამრავი მსგავსება” (numerous similarities) რუსეთში, ყირგიზეთში, უნგრეთსა და რესპუბლიკა სრბსკაში ინიცირებულ კანონებთან; · განმარტებით ბარათში მითითებული ამერიკული, ავსტრალიური და ისრაელური კანონებისგან მას “რამდენიმე საკვანძო განსხვავება” (several key differences) […]
იმნაძე ვენეციის დასკვნაზე: მკაფიოდაა აღნიშნული, რომ კანონი აქრობს დემოკრატიულ სივრცეებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე აცხადებს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა “ძალიან მკაფიო და მკაცრია”. “მკაფიოდ და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს კანონი არის დისპროპორციული, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს, მისი განხილვის პროცესი იყო ხარვეზიანი და არადემოკრატიული. კანონპროექტი აქრობს დემოკრატიულ სივრცეებს და მას ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების დიდი […]
ვენეციის კომისია – ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ – უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლოა დარეგულირებული ყოფილიყო ევროპული სტანდარტების შესაბამისად

ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ – მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი. როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა უკვე მოიცავს პირობებს, რომელიც ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციებს რეგისტრაციის, ასევე, ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის […]
ირანში დაღუპული პრეზიდენტის ხსოვნის ცერემონიები იმართება

ათასობით ირანელი შეიკრიბა ქალაქ თავრიზში 21 მაისს, რათა ეგლოვათ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, რომელიც 19 მაისს თავის საგარეო მინისტრთან და კიდევ სხვა შვიდ ადამიანთან ერთად დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მეზობელი აზერბაიჯანის საზღვართან. სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა სამგლოვიარო ცერემონიის კადრებს. ბევრი მონაწილე გულზე მჯიღს ირტყამდა, თეთრი ყვავილებით შემკული მანქანა კი ნელა მიდიოდა ხალხს შორის […]
ქურასბედიანი: ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია

ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ-პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას. საბოლოოდ, ვენეციის კომისიას ისიც დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია. ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის თავად ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს. ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ ენჯეოების ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების […]
გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა – „ქართული ოცნება“

გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა – „ქართული ოცნება“ გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა სალომე ქურასბედიანმა ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა. „ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული […]
კანონზე დასკვნის შემდეგ ოცნება ვენეციის კომისიის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ქართული ოცნება რუსულ კანონზე კრიტიკული დასკვნის შემდეგ ვენეციის კომისიის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პარტიის ოფისში განცხადება ოცნების ერთ-ერთმა წევრმა სალომე ქურასბედიანმა გააკეთა, რომელიც კომისიას თავს დაესხა და თქვა, რომ ეს დასკვნა კომისიის რეპუტაციას აზიანებს. “ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს. […]
ზედელაშვილი ვენეციის კომისიაზე: რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია, მხილებაა ღია ღალატში

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს დასკვნა “რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია”. “რამდენადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დგას სინდისის უპირობო უარყოფაზე, მოსალოდნელია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე თქვას, რომ დაუსაბუთებელია. სინამდვილეში, ეს დასკვნა არის არა მხოლოდ რეჟიმის წყალწყალა “არგუმენტების” გაცამტვერება, არამედ რეჟიმის გამამტყუნებელი განაჩენია, მისი მხილებაა ღია ღალატში სამართლის უზენაესობისა და კონსტიტუციური […]
ვენეციის კომისია – ვწუხვართ, რომ კანონი მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

ვენეციის კომისია წუხილს გამთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა. ვენეციის კომისია 2023 წლის პრაქტიკას აღნიშნავს და აცხადებს, რომ არსებოდა შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი საჭიროება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“. “უპირველეს ყოვლისა, ვენეციის […]
ოცნება ამბობს, რომ ვენეციის კომისია ფაქტებს ამახინჯებს და რადიკალებს ახალისებს

ქართული ოცნება ვენეციის კომისიას ფაქტების დამახინჯებასა და რადიკალების წახალისებაში ადანაშაულებს. მმართველი პარტიის განცხადება ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა წაიკითხა. “ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს. ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, […]