ენტონი ბლინკენი, დაუგეგმავი ვიზიტით, ერაყში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, დაუგეგმავი ვიზიტით, ერაყში ჩავიდა. ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, შტატების სახელმწიფო მდივანი ერაყის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამასთან, ბლინკენი ბაღდადში ამერიკის საელჩოს ეწვია და განაცხადა, რომ სუდანს სირიაში მიმდინარე ვითარებაზე ესაუბრა. მანამდე, ენტონი ბლინკენი ანკარაში იმყოფებოდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა.

Moody’s-მა საფრანგეთის სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით დასწია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საფრანგეთის სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით დასწია. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. “ეს გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს თვალსაზრისს, რომ ქვეყნის საჯარო ფინანსები საგრძნობლად შესუსტდება მომდევნო წლებში, იმის გამო, რომ პოლიტიკური ფრაგმენტაცია უფრო მეტად ხელს უშლის მნიშვნელოვან ფისკალურ კონსოლიდაციას”, – აღნიშნავს სააგენტო.

„პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა – სალომე ზურაბიშვილი

დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და დღეს ცენტრალური კომისიის მსგავსი „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“ […]

“ხელი გაუშვით, ჩემი შვილია” – დედების მარში თბილისში

” ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!” – დედაქალაქის ცენტრში დედების მარში მიმდინარებს ქალები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობას პრეზიდენტის სასახლემდე გამართავენ. მათ ხელში უჭირავთ დარბეული, დასახიჩრებული, ნაცემი და დაპატიმრებული ახალგაზრდების ფოტოები. მარშში მონაწილე დედები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უმიზეზოდ დაკავებული მომიტინგე, ვინც რუსთაველზე ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს იცავდა. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარშიც […]

მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილმა დღეს ხალხის რაოდენობა დაგიწუნათ, პარლამენტთან კი აღარ დარჩა, ჩაიარა და წავიდა

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ხალხის რაოდენობა დაგიწუნათ. [პარლამენტთან] კი აღარ დარჩა, ჩაიარა და წავიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, საქართველოს პრეზიდენტს ახლა მძიმე ემოციური ფონი აქვს. რაც შეეხება იმას, რამდენად ელოდებიან, რომ მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმაცია ექნება და საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას მიულოცავენ, მდინარაძის თქმით, ლეგიტიმაცია მილოცვებზე დამოკიდებული […]

მამუკა მდინარაძე – ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ „კალაძე“ აწერია, არის მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულება

ამ ქვეყანაში ინსტიტუტები მუშაობენ, რაც არ უნდა ილუზიები შექმნათ და სალომე ზურაბიშვილმა ჩავლით ირბინოს, ხალხი რომ არ დახვდება პარლამენტთან ბევრი და განაწყენდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მდინარაძემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ აქვს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ […]

პარლამენტის წინ აქციას გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა. პარლამენტის წინ მყოფი მოქალაქეები მათ მისვლას ოვაციებით შეხვდნენ. გარემოს დამცველები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სკანდირებენ – „საქართველო“. ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ. როგორც აქციის […]

EU-ის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ, ერთ ქართველიც მოხვდა – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების სანქციის ფარგლებში 18 პირსა და 3 კომპანიას დაასანქცირებს. მათი სახელები ორშაბათს გახდება ცნობილი. ქართული საზოგადოებისთვის კი საინტერესო აქედან ის არის, რომ ზემოხსენებული 18 პირიდან, იოზვიაკის ინფორმაციით, ერთი ქართველია.

აფხაზეთის ა/რ საბჭოს წევრი: მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ

მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან უნდა დავდგე – მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ-თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის: ჩემი დიდი ოჯახის, შვილების/შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე. მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ, და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ!

მდინარაძე: მაკრონის ლეგიტიმაცია რაში გვჭირდება, კაცო, ნუ გადამრიეთ?

რატომ უნდა მიანიჭოს მაკრონმა ლეგიტიმაცია, მაკრონს ვინ ეკითხება ლეგიტიმაციის მინიჭებას? საერთაშორისო ლეგიტიმაცია არის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც თქვა, რომ ჩატარდა კონკურენტული არჩევნები. წერტილი… […] [ემანუელ] მაკრონის ლეგიტიმაცია რაში გვჭირდება, კაცო, ნუ გადამრიეთ? თავის პრემიერს ვერ იმასშვება… მაკრონის ზარმა ჩამოშალა ოპოზიცია, ეტყობა კომენტარებზე.