ცესკოს პრესსპიკერის თქმით, “საპრეზიდენტო არჩევნები შედგა”

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, “საპრეზიდენტო არჩევნები შედგა” არჩევნები შედგა – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელსაც პარლამენტი ატარებს. “11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა” – თქვა იოსელიანმა.
სალომე ზურაბიშვილი – დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა – ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!

სალომე ზურაბიშვილი – დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა – ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს! დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო […]
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ Talksport-თან ინტერვიუში საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. “ქალაქელების” ლეგენდის თქმით, “მანჩესტერ სიტი” ევროპის საუკეთესო გუნდი – გვარდიოლა კი საუკეთესო მწვრთნელია. “სიტი” საუკეთესო გუნდია. ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, როცა ბურთს კარგავენ, მაშინვე მის დაბრუნებაზე ცდილობენ და ამ პროცესში ყველა ფეხბურთელი მონაწილეობს. რას ვფიქრობ მანჩესტერულ დერბიზე? ჩემი აზრით, “სიტი” გაიმარჯვებს […]
ძლიერმა ქარმა ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავები და მწვანე ნარგავები დააზიანა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მწვანე ნარგავები დაზიანდა, ასევე დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესები. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება. „მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა და ამ დრომდე გრძელდება ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. დილიდან დაიწყო შტორმის შედეგად დაბინძურებული ძველი და ახალი ბულვარის პრომენადის გაწმენდითი […]
ლევან მახაშვილი – ერთგვარი რბოლაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაქსიმალურად დააზიანონ ხელისუფლება – მაკრონის განცხადებაც ამას ემსახურებოდა

ერთგვარი რბოლაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაქსიმალურად დააზიანონ ხელისუფლება – მაკრონის განცხადებაც ამას ემსახურებოდა,- ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ქართველი ხალხისადმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიმართვას გამოეხმაურა. მახაშვილის თქმით, საგარეო ჩარევა არჩევნებამდეც იყო და ეს პროცესი გრძელდება. „ერთგვარი რბოლაა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ხელისუფლება. […]
სოზარ სუბარი – დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ტრადიციებსა და სუვერენიტეტს, დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს იმ ღირსებას, რაც მისმა წინამორბედებმა აჰყარეს ამ ინსტიტუციას

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად მიმდინარე კენჭისყრას საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მან დღეს ხმა მისცა საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას. „ხმა მივეცი საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ტრადიციებსა […]
გორის მუნიციპალიტეტში გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან

გორის მუნიციპალიტეტში გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო სადენების აღდგენა. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცობით, გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა გვიან ღამით დაიწყო. „თოვლმა და ძლიერმა ყინვამ გვიან ღამით პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის გადამცემი სადენები. ამ ეტაპისთვის ელექტრო ენერგია გათიშულია 22 სოფელში. […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა – ცესკო-მ ხმების დათვლა დაიწყო

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა – ცესკო ხმების დათვლას იწყებს. პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა და მას ცენტრალური საარჩევნო კომისია უძღვებოდა. კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. ოპოზიციას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – […]
მედია – უკრაინელებმა რუსეთის ორიოლის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს

უკრაინელებმა რუსეთის ორიოლის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ორიოლში მდებარე ნავთობის საცავი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს. უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ნავთობის ბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.