ვატო ბჟალავას 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რონდელის ფონდის დაკავებულ მკვლევარ ვატო ბჟალავას 4-დღიანი პატიმრობა მიესაჯა – თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. “რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ვატო ბჟალავას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვატო ბჟალავა გუშინ წინ ჭავჭავაძის გამზირიდან გაუჩინარდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათი ჩიქოვანი წერდა, ბჟალავა საკუთარ ძაღლს […]

მაკრონს საქართველოს მთავრობა შემოეღიარა

მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო იმიტომ, რომ წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დაუკავშირდა თავისი ინიციატივით პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა და ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. „მე გამახსენდა ჰელსინკის კომისიის […]

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად მიმდინარე კენჭისყრას საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მან დღეს ხმა მისცა საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას. „ხმა მივეცი საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის ევროინტეგრაციას. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ტრადიციებსა […]

მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში მივიდა

პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა გაიმართა, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი მივიდა. ის პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფება, სადაც საარჩევნო კოლეგია ცოტა ხნის წინ კვლავ შეიკრიბა და არჩევნების შედეგების გამოცხადებას ელოდება. პარალელურად ცესკო საჯარო სხდომაზე ბიულეტენებს ითვლის.

საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო. დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც. ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, […]

საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს

დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა 225 ადამიანი მონაწილეობდა. ბათილად მხოლოდ ერთი ბიულეტენი ჩაითვალა. 224 ხმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო. პარლამენტში ყაველაშვილიც მივიდა. ის პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფება, სადაც საარჩევნო კოლეგიასთან ერთად არჩევნების შედეგები ცესკოს თავმჯდომარისგან, გიორგი კალანდარიშვილისგან, მოისმინა. ცესკო-ს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს გადასცა და საარჩევნო […]

დროას წევრი ნიკო ქვაცაბაია დააკავეს

დღეს დილით დააკავეს დროას წევრი ნიკო ქვაცაბაია. პარტიის ცნობით, სავარაუდოდ, იგი სახლიდან გამოსვლის შემდეგ, ქუჩაში აიყვანეს. პარტიაში აცხადებენ, რომ 4 საათის განმავლობაში, შსს-სგან მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამ წუთამდე, კვლავ არ იციან, რომელ იზოლატორშია გადაყვანილი ქვაცაბაია, ან რა მუხლის საფუძველზე დააკავეს.

ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა

ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა. არჩევნები ერთპარტიულ არჩევნებში დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდა. ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო. ყაველაშვილს 224-მა ხმოსამა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი. ადა მარშანიამ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა. არჩევნების პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას აპროტესტებდნენ. 300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა […]

დელტამ გორის ივერიონი გურჯაანში ბოლო წუთებზე გატეხა

სუპერლიგის მე-9 ტური დღეს, გურჯაანში დაიწყო. კახეთის ქალაქს სათამაშოდ შიდა ქართლის გუნდი “ივერიონი” ესტუმრა. ეს გახლდათ პრინციპული მეტოქეების შეხვედრა, რომლებსაც ცხრილში გვერდიგვერდ იყვნენ. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. გურჯაანის “დელტამ” გორის “ივერიონი” 82:75 (სტატისტიკა) დაამარცხა და ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გურჯაანელებს მე-3-ზე მყოფ ზესტაფონის “მარგვეთზე” მეტი შეხვედრა აქვს […]

224 ხმით დელეგატებმა პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს

პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი. კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. 26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. 26 […]