ზელენსკი თვლის, რომ მხოლოდ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში განაცხადა, რომ მხოლოდ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას შეუძლია საბოლოო ჯამში შეაჩეროს ომი უკრაინაში და მოიტანოს მშვიდობა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლის ვითარებაში. 19 დეკემბერს ზელენსკი ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის ლიდერებს, რათა მხარდაჭერის გარანტია მიიღოს იმ შიშის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა: იანვარში თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეიძლება უარი თქვას კიევისთვის დახმარებაზე. ევროკავშირის ლიდერების […]
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ

კონფერენს ლიგის ბოლო, მეექვსე ტური ჩატარდა და ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. „კოპენჰაგენი“ ვენაში 0:3 დამარცხდა „რაპიდთან“. დანიურ გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილი 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ. „კოპენჰაგენმა“ 8 ქულით მეთვრამეტე ადგილი დაიკავა და შემდეგ მატჩს 24 დეკემბერს ქვეყნის ჩემპიონატზე სახლში „ვიბორგთან“ გამართავს. „აპოელი“ საკუთარ მოედანზე „ასტანას“ დაუზავდა (1:1), რომელიც ნახევარმცველ მაქს ებონგის გაძევების […]
გერმანიის პოლიცია აფრთხილებს ფირმებს თანამშრომლებისა და კონტრაქტორების მხრიდან შესაძლო რუსული საბოტაჟის შესახებ

გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური პოლიცია (BKA) აფრთხილებს კომპანიებს, რომ მათ თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს შორის, შესაძლოა, იყვნენ პირები, რომელთაგან მოსალოდნელია საბოტაჟი რუსეთის სახელმწიფოს სახელით, – ნათქვამია კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელსაც Reuters-ი 19 დეკემბერს გაეცნო. დანაშაულებრივი მოქმედებები შეიძლება იყოს “ჯაშუშობა და პროპაგანდა, ასევე საბოტაჟი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ან შეაფერხოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და კომპანიების მუშაობა”, ნათქვამია დოკუმენტში. თუმცა, […]
,,ვახტანგ გომელაურის მაგნიტსკის სიაში ჩაწერის შემდეგ მაგ სიას უნდა გადავხედო, – კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი იქნება“ – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი ვახტანგ გომელაურის დასანქცირებაზე: ,,ვახტანგ გომელაურის მაგნიტსკის სიაში ჩაწერის შემდეგ მაგ სიას უნდა გადავხედო, – კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი იქნება.”
“ვალებით შებოჭილი ადამიანები ვერ მოაწყობენ გაფიცვას” – ლევან ლორთქიფანიძე

ორი-სამი დღის წინ უმნიშვნელოვანეს სურათს მოვკარი თვალი: რამდენიმე ახალგაზრდა ქალი მარტო იდგა ერთ-ერთი ბანკის წინ და ვალების გადავადებას ითხოვდა. ცოტანი იყვნენ, მაგრამ ძალიან მედგრად და პრინციპულად იდგნენ, სიმამაცეს ასხივებდნენ. ხვალ 13 საათზეც იკრიბებიან უნივერმაღთან. გაფიცვა და წინააღმდეგობა ვალების ბორკილით შეუძლებელია. ჯაჭვებით შებოჭილი ადამიანები ვერ მოაწყობენ გაფიცვას. საქართველოსა და ევროპის მომავალი წნეხისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების გარეშე […]
ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას გაწევრიანების მიმართულებით, ხელისუფლების მიერ დღევანდელი კურსის შეცვლის შემთხვევაში – ევროპული საბჭო

ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას გაწევრიანების მიმართულებით, ხელისუფლების მიერ დღევანდელი კურსის შეცვლის შემთხვევაში – ევროპული საბჭო ევროპული საბჭო ლიდერების სამიტის შედეგებს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სამიტის პირველი დღის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სათაურით „ევროკავშირი მსოფლიოში, მდგრადობა, მზადყოფნა, კრიზისების პრევენცია და რეაგირება, მიგრაცია და სხვა საკითხები“, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის […]
4 დეკემბრისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება და ახლა იწყება დასჯა, მაგრამ ამასაც ხეირიანად ვერ აკეთებენ

ახლა ვართ სადამსჯელო ოპერაციის ფაზაში. 15 დღის წინ ნათელი იყო, რომ გადატრიალება ვერ შედგა, დაახლოებით 4 დეკემბრისთვის ეს უკვე ცნობილი იყო, რომ ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება და ახლა იწყება დასჯა, მაგრამ ამასაც ხეირიანად ვერ აკეთებენ, – განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გადაცემაში „იმედი LIVE“. „30 წლის განმავლობაში მოგვახვიეს ასეთი აზრი, რომ ყველა საკითხი, რომელშიც შეიძლება რაღაცა სერიოზული […]
[სანქციების] ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება – ვედანტ პატელი

კერძოდ, მან უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობაზე. “ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან. ეს უბრალოდ, უახლესი მაგალითია აშშ-ის მიერ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისა, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში დამნაშავეებს და ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება. პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ”, – განაცხადა […]
“ერთი სანქცირება არ გვზღუდავს ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება” – პატელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა: “სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა [ვახტანგ გომელაური] და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს [მირზა კეზევაძე] სანქციები დაუწესა. ეს არიან ლიდერები, რომლებიც ჩართული იყვნენ მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის აქციების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე, გამოაცხადა, რომ ნაბიჯები გადადგა დამატებითი სავიზო […]
“ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი” – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის, 150-ზე მეტი მაღალჩინოსანია დასანქცირებული, მათ შორის არიან: არალეგიტიმური მთავრობის წევრები, “ქართული ოცნების” დეპუტატები, მოსამართლეები და ა.შ. “ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, “ქართული ოცნების” დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები. მათ საქართველოს […]