პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ხვდება

დღეს, 20 დეკემბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს ხვდება. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შეცვლის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები. […]

ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტები გაძვირდა

2024-2025 წლის ზამთრის სასრიალო სეზონის აბონემენტის ფასები ცნობილია. წელს, ერთი ასვლის საფასური 15 ლარი იქნება როგორც უფროსისთვის, ასევე ბავშვისთვის, რაც წინა სეზონთან შედარებით 5 ლარითაა გაძვირებული. გაძვირებულია სამი ასვლის საფასური და წელს ის 35 ლარი ღირს, მაშინ როცა გასულ წელს 25 ლარი ღირდა. ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძის და მესტიის სეზონური აბონემენტის საფასური ზრდასრულის შემთხვევაში 650 ლარი, […]

კახა კალაძე – არ იფიქროთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მხოლოდ საქართველოშია, ეს ყველგან გავრცელებულია, ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც

ლიბერალური ფაშიზმი არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან გავრცელებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ესტონეთის პარლამენტის მიერ ესტონეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის „საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაყენებას“. კახა კალაძის თქმით, ლიბერალური ფაშიზმი დასრულდება. „თქვენ არ იფიქროთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მხოლოდ საქართველოშია. ეს ყველგან გავრცელებულია, ევროპაშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც. თუ გაქვს […]

ნიკა გვარამია – „შარლ მიშელი 2“ არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები

ყველას მინდა შევახსენო – „შარლ მიშელი 2“ არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები – ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს. მისივე თქმით, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ტყვეებით ვაჭრობა არ შეიძლება. „ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების […]

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ განუცხადა, ექიმებმა პაციენტის გაწერის გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღეს. ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 დეკემბრიდან მკურნალობდა.

გიორგი ჩაკვეტაძე – წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიმდინარეობს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მისამართით – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი არჩევნები, სადაც თვითონ გაიმარჯვებენ

წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიმდინარეობს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მისამართით. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ ისეთი ევროპა უნდა, რომელიც მათ უჭერს მხარს და მხოლოდ ისეთი არჩევნები, სადაც თვითონ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე წერს. მისივე თქმით, მაშინ, როცა დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია და უთანხმოების გადაწყვეტის ერთადერთი […]

კახა კალაძე – ადამიანების იმ ნაწილმა, ვინც გულწრფელად აპროტესტებდა, დაინახა, რომ ჩვენ ევროპისთვის „არა“ არ გვითქვამს და დარჩნენ წვრილფეხა რადიკალური დაჯგუფებები

არ მაქვს მოლოდინი, რომ დამარცხებული რადიკალების დაჯგუფება, რომელიც გარედან იმართება, პრემიერ-მინისტრთან დიალოგში ჩაერთვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ეს არის დამარცხებული რადიკალების დაჯგუფება, რომელიც გარედან იმართება“. „მოლოდინი არ მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია რაიმე დიალოგში ჩაერთვება ან რაიმე ნაბიჯს გადადგამს. ეს არის დამარცხებული რადიკალების დაჯგუფება, რომელიც გარედან იმართება. ვიცით ჩვენ, თუ […]

რუსეთისა და ბელარუსის მოციგურავეები დაუშვეს 2026 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირებზე

მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები დაუშვა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირებზე. „კავშირმა აღნიშნა ნეიტრალური სპორტსმენების მშვიდობიანი მონაწილეობა პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და ამის გათვალისწინებით იგი კიდევ ერთხელ უდასტურებს მხარდაჭერას უსაფრთხო, მშვიდობიან და სამართლიან შეჯიბრს მილანში 2026 წლის თებერვალში“, ნათქვამია ISU-ს განცხადებაში. საკვალიფიკაციო შეჯიბრებზე დაუშვებენ ფიგურულ მოციგურავეებს, ჩქაროსნულ და მოკლე ტრასაზე […]

ირაკლი ქადაგიშვილი – აღმოჩნდა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით თურმე შეიძლება საგნობრივი საუბარი, მათ შორის ევროპის მხრიდანაც – ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ საგნობრივი საუბრის მომხრე

ის კლიშე, რომ გამჭვირვალობა არის რუსული მოვლენა, დამღუპველია, საერთოდ აბსურდში შევდივართ – დღეს აღმოჩნდა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით თურმე შეიძლება საგნობრივი საუბარი, მათ შორის ევროპის მხრიდანაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ იქნება კონკრეტული არგუმენტი, რომლითაც გამჭვირვალობის საკითხის გადაჭრა ოპოზიციისთვის გასაგები და მისაღები ფორმით იქნება მიღებული, ასეთ […]

ანა ნაცვლიშვილი – „რუსული კანონის“ შემდეგ კიდევ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა – 26 ოქტომბერს, შემდეგ 28 ნოემბერს, შემდეგ ყოველ დღე და ღამე – ერთი „რუსული კანონის“ შეცვლა, თუნდაც უკან წაღება, ამას ვეღარ შეცვლის

რუსული კანონის შემდეგ კიდევ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა – 26 ოქტომბერს, შემდეგ 28 ნოემბერს, შემდეგ ყოველ დღე და ღამე 28 ნოემბრის მერე, ერთი რუსული კანონის შეცვლა, თუნდაც უკან წაღება, ამას ვეღარ შეცვლის,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. როგორც ის ამბობს, მოთხოვნები უცვლელია – უპირობო თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და ახალი, სამართლიანი არჩევნები. […]