კობახიძე გლოპ-ის ნაცვლად „დიპ სტეიტზე“ საუბრობს და ტრამპს მასთან ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „გლობალური ომის პარტიის“ (გლოპ-ის) ნაცვლად ტერმინ „დიპ სტეიტს“ (Deep State – „ჩრდილოვანი სახელმწიფო“) იყენებს, მას აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთ-უკრაინის ომსა და მსოლფიოში სხვა კონფლიქტებზე და ამბობს, იმედოვნებს, აშშ-ის არჩეული დონალდ ტრამპი დაამარცხებს „დიპ სტეიტს“. „პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ დაამარცხებს „დიპ სტეიტს“ და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან. დიდი იმედი მაქვს, ამას შეძლებს და […]
რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალენ ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, მასთან ერთად ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან

ოლაფ შოლცმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა: “როგორც ცნობილია, ევროპის საბჭო საქართველოში იმყოფება მის ხელმძღვანელთან ერთად და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ”. ამ დროს რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალან ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, „ალან […]
დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო – დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებას, რომ კობახიძემ ევროინტეგრაცია შეაჩერა, გიორგი ტყემალაძემ ტყუილი უწოდა

ჩვენგან რამდენიმე მეტრში ხდება ე.წ. სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროტესტანტების ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი ხდება პირდაპირ ეთერში და ამ დროს, არანაირი რეაქცია არ არის – დღეს თქვენგან ამ ფაქტების დაგმობას ველოდი, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ კაკაურიძემ სხდომათა დარბაზში მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაა ის, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. […]
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპულ საბჭოს გუშინ და დღეს ჰქონდა შეხვედრები და გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე, რაც ძალიან მკაცრი და ნათელი გზავნილია – ასევე, სანქციებზე გადაწყვეტილებაა აშშ-ის მხრიდან და ქართველი ხალისთვის ამაზე დიდი მხარდაჭერა არ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერების […]
სალომე ზურაბიშვილი – დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, როგორც კი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, ღირსების ორდენით დავაჯილდოებთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი რეპრესიებზე – ეს პროვოკაციაა!

დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ როგორც კი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, ღირსების ორდენით დავაჯილდოებთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი რეპრესიებზე, ძალადობაზე და პირდაპირ ვიტყვი, იმ მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაცია, პროვოკაციული განცხადება, მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ განცხადებებს, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შს სამინისტროს მაღალჩინოსნების სამომავლოდ ღირსების […]
“გაურკვევლობაშია… ავუხსენი, რომ ეს მათი მანდატი არ არის… ვის რაში აინტერესებს რუსული კანონი?” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა: “მე შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომლებიც არიან გაურკვევლობაში. არიან ცოტა გაურკვევლობაში და მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ დროს ქვეყანაში ჩამოსვლა, როდესაც შენ წარმოადგენ იმ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მათ ხმა უნდა ამოიღონ, როცა მათ წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ამიტომ ამის დაგმობა არის […]
“დღეს წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის” – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ დღეს ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვებს წარადგენენ. “ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას შეაჩეროს სვლა ევროკავშირისკენ. მშვიდობიან პროტესტებს პოლიციის მხრიდან ძალადობა მოჰყვა. დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობისთვის ნათელია: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხისთვის ზიანის მიყენება”, – წერს ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისია ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებას წარადგენს

ევროკომისია ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ წინადადებას დღეს წარადგენს – ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ევროსაბჭო წინადადებას მიიღებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებს ევროკავშირში ვიზიტებისთვის ვიზა დასჭირდებათ. “ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე” – წერია […]
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიმართვაზე – შედეგი არის უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ – ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები, უფრო ღრმა კრიზისში და ჩიხში შევალთ

მინდა, გადმოგცეთ ის, რაც ევროპარლამენტში ჩემი მიმართვის შედეგი იყო, ეს არის ევროპარლამენტარებისგან უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ – ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები და ხალხისთვის საშუალების მიცემა, რომ თავისი მომავალი და ხმა დაიბრუნოს, ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება და უფრო ღრმა კრიზისში შევალთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სტრასბურგში […]
გიორგი ვაშაძე – პერსონალურად მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – თქვენი დრო იწურება! – ჯერ კიდევ გაქვთ დრო ქვეყნიდან წახვიდეთ

მინდა პერსონალურად მივმართო, ბიძინა ივანიშვილს – თქვენი დრო იწურება და ახლა რასაც აკეთებთ, ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გასვაროთ დანაშაულში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს თქვენთან ერთად საერთაშორისო პასუხისმგებლობა დაეკისროს – ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მოეგოთ გონს და ამ ქვეყნიდან წახვიდეთ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, […]