შემოსავლების სამსახური – სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს „ყაზბეგის” პუნქტის მიმდებარედ, აშშ-ს მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირადღირებული აპარატურა უყურადღებოდაა მიტოვებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, „ყაზბეგის” საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირადღირებული აპარატურა, კერძოდ, რენტგენო ინსპექტირების სისტემები. მათივე განმარტებით, სგპ „ყაზბეგში” განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს […]

GORBI -ის კვლევებით კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ოპოზიციის „ომის პოლიტიკით” შეშინებული საზოგადოება ხმას მშვიდობას და სტაბილურობას აძლევს

„ორწლიანი ომის მოლოდინით დაძაბული ცხოვრება ქართველი ხალხისთვის ჯერ არ განელებულა. სანამ რეგიონში ომია და სანამ საქართველოს შიდა თუ გარე მტრები ქვეყანას ამ ომისკენ მიათრევენ, შიში ყოველთვის იქნება და ეს შიში რეალურია,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით ხსნის სოციოლოგიური კვლევების ბოლო შედეგს, რომლის თანახმად, მმართველი გუნდი ოპონენტებს დამაჯერებლად უსწრებს. თამარ […]

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გორნინის ვაჟი ლონდონში ფინანსებს განაგებს – ეჭვი მეპარება „ჰელსინკის კომისიამ” ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე” ატეხოს განგაში, რადგან მათი სპეციალიზაცია მხოლოდ „ფეიკებია“

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გორნინის ვაჟი ლონდონში ფინანსებს განაგებს – ეჭვი მეპარება „ჰელსინკის კომისიამ” ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე” ატეხოს განგაში, რადგან მათი სპეციალიზაცია მხოლოდ „ფეიკებია“ „ფულს განა მარტო აქ არ აქვს სუნი – საიდანაც მორალი, ზნეობა, ქრისტე განდევნილია, მას სუნი არსად არა აქვს.“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. […]

ევროპული ღვინის ფასის მატებამ გაზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და მოსალოდნელია, რომ ეს ეფექტი კვლავ გაგრძელდეს – TBC Capital

TBC Capital-ის ღვინის სექტორის კვლევის თანახმად, ევროპული ღვინის ფასის მატებამ გაზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და მოსალოდნელია, რომ ეს ეფექტი კვლავ გაგრძელდეს. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ გასათვალისწინებელია კონკურენცია ჩილესგან, არგენტინისგან, სამხრეთ აფრიკისგან, ასევე ეკონომიკური და იმპორტის პოლიტიკის ცვლილების რისკები. 2023 წელს, მსოფლიოს მსგავსად, ქართული ღვინის საექსპორტო ფასი წლიურად 16%-ით გაიზარდა. შედეგად, საშუალო საექსპორტო ფასმა ლიტრზე 2.9 […]

რა მოცულობისაა საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი?

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ დოლარით მეტი მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით ვალის მოცულობა 8.595 მლრდ დოლარს, 2024 წლის […]

კობახიძის ბრძანებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი მამუკა ჯანგულაშვილი გაათავისუფლეს. პრემიერმინისტრის ბრძანება ჯანგულაშვილის გათავისუფლების შესახებ 14 აგვისტოთი თარიღდება. დღეს, 15 აგვისტოს, კობახიძე ბიუროს ახალ ხელმძღვანელსაც შეხვდა. ამ პოზიციაზე გიორგი თვაური დანიშნეს, რომელიც აქამდეც ხელმძღვანელობდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2013-2019 წლებში. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის — ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ […]

“საქართველოში სიმართლის ტრიუმფი დადგა” – კანდელაკმა ოცნებას აგვისტოს ომზე განცხადება მოუწონა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომელიც გაეროში რუსეთის ელჩმა აგვისტოს ომში საქართველოს დასადანაშაულებლად გამოიყენა, კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკიც ეხმაურება. პროპაგანდისტმა საქართველოს მმართველ პარტიას განცხადება მოუწონა და აღნიშნა, რომ “საქართველოში სიმართლის ტრიუმფი დადგა”. კანდელაკი კრემლისა და მმართველი პარტიის პროპაგანდას ავითარებს და ომის დაწყებაში ისევ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს. “ადამიანი მზად არის წლობით და ათწლეულობითაც კი ელოდოს სიმართლეს. […]

სერგო კლდიაშვილის „პაოლო იაშვილის უკანასკნელ დღე“

მწერალ დავით კლდიაშვილის შვილმა – სერგო კლდიაშვილმა თავის მოგონებებში პაოლო იაშვილისუ კანასკნელი დღე აღწერა. გთავაზობთ სერგო კლდიაშვილის „პაოლო იაშვილის უკანასკნელ დღეს“ . „1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია. […]

WSJ: ზელენსკიმ თავდაპირველად მოიწონა “ჩრდილოეთის ნაკადების” მწყობრიდან გამოყვანის გეგმა

Wall Street Journal-ი აქვეყნებს მასალას, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაპირველად დაამტკიცა „ჩრდილოეთის ნაკადების“ გაზსადენების მწყობრიდან გამოყვანის გეგმა, მაგრამ CIA-ის მოთხოვნის შემდეგ სცადა დივერსიის შეჩერება. WSJ-ის ცნობით, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების იმდროინდელ სარდალს, ვალერი ზალუჟნის უბრძანა, შეეჩერებინა დივერსია, მაგრამ ზულუჟნიმ თითქოს უგულებელყო ბრძანება. 2022 წლის სექტემბერში, უკვე მილსადენების აფეთქების შემდეგ, ზალუჟნიმ აუხსნა ზელენსკის, […]

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განგრძობით უხეშ დარღვევას

რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ 14 აგვისტოს დახურულ სხდომაზე განიხილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტისა და სლოვენიის, – ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების – დანიისა და საბერძნეთის – […]