ჩეხეთის სენატი – მოვუწოდებთ ჩეხეთის მთავრობას, სანქციები დაუწესოს მათ, რომლებიც ჩართული იყვნენ საქართველოში აქციების ძალადობრივად დარბევაში, ასევე, განიხილოს სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს იღებენ

ჩეხეთის სენატი ჩეხეთის მთავრობას მოუწოდებს სანქციები დაუწესოს საქართველოში პროტესტების დარბევებში ჩართულ პირებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ მოსამართლეებს, – ამის შესახებ შესაბამისი რეზოლუცია ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა მიიღო. „ევროპარლამენტის დასკვნების გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო ზეწოლა, არჩევნების დღეს მანიპულაცია და დამკვირვებლების შეზღუდული წვდომა ნიშნავს, რომ არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს და, შესაბამისად, ვერ მიიჩნევა თავისუფლად და […]
ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები დაახლოებით 10%-ით შემცირდა – „სოლომონე“

ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები მცირედით, სავარაუდოდ, 10%-მდე შემცირდა, – ამის შესახებ ღვინის მწარმოებელი კომპანია “სოლომონეს” დამფუძნებელმა დავით ჩაჩანიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ღვინოზე მოთხოვნა საექსპორტო ბაზრების მხრიდან სტაბილურია და არ შეცვლილა. “იმერულ ღვინოებზე მოთხოვნა შედარებით მაღალია, ვიდრე კახურზე, რადგან უფრო მსუბუქია. წინა წელთან შედარებით დიდი განსხვავებები არ გვაქვს მონაცემებში. ჩვენი ღვინის 70-80% ლატვიაში, ლიუტუვაში, გერმანიაში, ესტონეთში, […]
ერთადერთი სუბიექტი, ვინც საქართველოში პროევროპულია, არის სწორედ ხელისუფლება – ირაკლი კობახიძე

ერთადერთი სუბიექტი, ვინც საქართველოში პროევროპულია, არის სწორედ ხელისუფლება, ყველა დანარჩენი, სამი წელია, აწარმოებს კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც ხელის გულზე დევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ოპონენტები აკეთებენ ყველაფერს საპირისპიროდ. „ჩვენი კურსი არის ძალიან მკაფიო, 2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ […]
ლევან მგალობლიშვილი – ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებ

ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, ვახტანგ გომელაური ქვეყანაში მშვიდობის, წესრიგის და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. „ვახტანგ გომელაური თავის უწყებასთან და თანამშრომლებთან ერთად ქვეყანაში მშვიდობის, წესრიგის და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება და პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ […]
ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალა – ალენ ბერსეს პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, მეტად ამძიმებს შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს

ალენ ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს, – ამის შესახებ ნათქვამია ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალის ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ისინი ეხმაურებიან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტს. მიმართვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8082 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8082 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8091 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9174 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9248 ლარს შეადგენდა. […]
გლობალურმა საფონდო ბირჟებმა ზარალი განიცადეს – რას უკავშირდება აქციებზე ფასების დაცემა?

დღეს გლობალურმა საფონდო ბირჟებმა ზარალი განიცადეს. ევროპული აქციები ზეწოლის ქვეშ მოექცა და 1%-ით დაეცა, ხოლო აშშ-ის ინდექსის ფიუჩერსები 0.7-1.1%-ით დაეცა. როგორც Reuters-ი წერს, ეს ფაქტი დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ახალ ტარიფებს დააწესებს, თუ ევროპის რეგიონში მომხმარებლები არ გაზრდიან აშშ-ს ნავთობისა და გაზის შესყიდვას. ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ბოლო სავაჭრო სესია […]
Amazon-ში, კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფიცვა დაიწყო

Amazon.com Inc–ის შვიდი სადისტრიბუციო ცენტრის თანამშრომლებმა დადგენილ დროზე ადრე დატოვეს სამსახური 19 დეკემბერს და დაიწყეს გაფიცვა, რასაც პროფკავშირი Amazon Teamsters–ი უწოდებს ყველაზე დიდ გაფიცვას კომპანიის ისტორიაში, იტყობინება Associated Press. CNN-ის ცნობით, გაფიცულები არიან მძღოლებიც. საპროტესტო აქციები, რომლის შესახებაც პროფკავშირმა ადრე გააფრთხილა, მონაწილეობენ ცენტრების თანამშრომლები ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ატლანტა და სან-ფრანცისკო. Amazon Teamsters ითხოვს […]
სანქციების დაწესების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს. მას დე ფაქტო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა. “შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო. მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, […]