“ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ, რეგიონეში დელეგატები წარადგინა

როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. “შეგახსენებთ, რომ […]

გორბის კვლევაში, „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი ლოგიკურია და საზოგადოების განწყობას ასახავს, ოპოზიციას კი ზუსტ დიაგნოზს უსვამს – ოპოზიციის ლეთარგიული ძილი გრძელდება

გორბის კვლევაში, „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი ლოგიკურია და საზოგადოების განწყობას ასახავს, ოპოზიციას კი ზუსტ დიაგნოზს უსვამს – ოპოზიციის ლეთარგიული ძილი გრძელდება გორბის მიერ ჩატარებული კვლევაში მკაფიოდ ჩანს ქართველი ხალხის ნება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს! ქართველი ამომრჩეველი მკაფიოდ ამბობს, რომ მშვიდობას/განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, „გორბის“ […]

“არაა საინტერესო” – კობახიძე არ პასუხობს, უქმნის თუ არა უხერხულობას რომ რუსები ციტირებენ

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე არ პასუხობს კითხვას, უქმნით თუ არა უხერხულობას, რომ გაეროში რუსეთის ელჩმა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დასადანაშაულებლად ქართული ოცნების განცხადება წაიკითხა. ის ამბობს, რომ “ეს არ არის საინტერესო”. კობახიძეს ასევე ჰკითხეს, უქმნის თუ არა ქართული ოცნების განცხადება რუსეთს მტკიცებულებას, რომ მათი ბრალეულობა გაქარწყლდეს და ბრალი დაედოს წინა ხელისუფლებას, რაზეც მან უპასუხა, რომ […]

ამერიკის შეერთებულ შტატებში წიგნი „ქართველი პატარა ვარსკვლავები ამერიკაში“ გამოიცა

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა წიგნი „ქართველი პატარა ვარსკვლავები ამერიკაში“, რომლის ავტორი ლეილა ქურციკიძე გახლავთ. რედაქტორი ანა ყურშავიშვილი. წიგნის თემატიკაა: ჩვენ დავბრუნდებით! საქართველო ჩვენი სამშობლოა! ქალბატონი ლეილა 10 წელია ემიგრაციაშია. ამერიკაში გამგზავრება ოჯახთან ერთად მოუწია… მისთვის ეს წლები რთული, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. თავი ახალი კუთხით აღმოაჩინა და საკუთარი დიზაინით აქსესუარების შექმნა დაიწყო. ყველა […]

“არქიმ” არქელ ოლიმპიურ ჩემპიონებს ფულადი ჯილდოები გადასცა და საზეიმო დახვედრა მოუწყო

ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ 14 აგვისტოს არქი ცენტრალური პარკის ეზოში არქელ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს, გენო პეტრიაშვილსა და ვიცე-ჩემპიონ ტატო გრიგალაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყო. ღონისძიებაზე მისალოცად და მადლიერების გამოსახატად არქის დიდი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. არქის დირექტორმა შიო ხეცურიანმა ჩემპიონებს ფულადი ჯილდო პირადად გადასცა. „ძალიან ვამაყობთ ჩვენი არქელი სპორტსმენებით, მათ ისტორია დაწერეს და თითოეული ჩვენგანი გაგვახარეს. […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6928 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6928 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6928 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6927 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9648 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9676 ლარს შეადგენდა. […]

ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ დელეგატებს 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგენს, ხოლო დღეს წარადგენს მხოლოდ 22 დელეგატს, რომლებიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან. „როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს […]

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ

ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ აგვისტოს ომის გამოძიებას და “ნაციონალური მოძრაობის” პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი უშუალო მტკიცებულებაა. „რეალურად, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – რუსეთისა და „ქართული ოცნების” პროპაგანდის ტყუილებს პასუხი გასცა ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა

რუსეთისა და „ქართული ოცნების” პროპაგანდის ტყუილებს პასუხი გასცა ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა. ამრიგად, ეს საკითხი ამოწურულია, ამ თემის ამოწევა ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა. “რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდის ტყუილებს პასუხი გასცეს ჰააგისა და სტრასბურგის […]

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 25-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 25-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 25-ზე მეტი რაკეტა და ერთი დრონი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დრონი გოლანის მაღლობებზე ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.