ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით – ივანე ჩხაიძე

ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით – ივანე ჩხაიძე ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა მისივე თქმით, 2024 წლის ერთ-ერთ თავისებურებას […]

შალვა პაპაუშვილი – ჩვენ ღალატს ვუყურებდით, ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რითაც ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ომის დანაშაულს აბრალებდნენ – ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი

ჩვენ შევძელით ის, რომ შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები და გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც ომის დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ეღიარებინათ და ქართველი სამხედროები ომის დანაშაულის ბრალდებაში გაემართლებინათ. „ვფიქრობ, […]

შალვა პაპუაშვილი დიმიტრი პოლიანსკის განცხადებაზე – კარგია, თუ ჩვენს ციტატებს უყურებენ, ასევე, ამოიკითხავენ, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, საქართველოს დეოკუპაცია, ესეც შეუძლიათ, წაიკითხონ

ვინ რა ციტატას წაიკითხავს და გამოიყენებს, ამაზე ვერაფერს ვიტყვით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპსუხა კითხვას, გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადების ამონარიდის წაკითხვის თაობაზე. პაპუაშვილის თქმით, კარგია თუ მმართველი პარტიის ციტატებს კითხულობენ, რადგან იქ „ქართული ოცნების“ მთავარ მიზანსაც ამოიკითხავენ. „კარგია, თუ ჩვენს ციტატებს […]

კომპანიებს მოვუწოდებ, ენერგეტიკულ ბირჟაზე შევიდნენ და ივაჭრონ – მაია მელიქიძე

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაზე შესვლისა და ვაჭრობისკენ მოუწოდებს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორი დაკვირვებიდან აქტიურ რეჟიმში გადავა, რადგან უკვე დადებულმა გარიგებებმა აჩვენა, რომ ამ პროცესს კომპანიებისთვის პრობლემა არ შეუქმნია. როგორც მაია მელიქიძე განმარტავს, მნიშვნელოვანია, კერძო სექტორი 2025 წელს საათობრივი დაბალანსების ამოქმედებამდე პროცესს შეეჩვიონ. […]

კობახიძე: 50 000 ლარი გადაეცემა ყველა ოლიმპიელს, მათ შორის მათ, ვისაც მედალი არ მოუგია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ოლიმპიელს, მათ შორის მათ, ვისაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა. ამის შესახებ მან ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიება 15 აგვისტოს, თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე ავლაბარში) გაიმართა. “50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ […]

გიორგი ვაშაძე – დავდივართ ხალხში და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხალხთან ერთად – ერი ერთიანია და 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ

დავდივართ ხალხში და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხალხთან ერთად და დიახ მჯერა, რომ ხალხის პრობლემებს მოვაგვარებთ, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლოდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, 26 ოქტომბერი აის ცვლილებების არჩევანი, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე. „გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, დაბალი პენსია, მაღალპროცენტიანი სესხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, გამოსავალი ამ ყველაფერზე არის ევროკავშირი. 26 […]

საოცარი “ფასეულობების” ირგვლივ ქმნიან დღეს “საოცნებო ოპოზიციურ სპექტრს” და საოცარი ამომრჩეველიც აგულიანებს მათ: გაიხადეთ! გაიხადეთ!!!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წინასაარჩევნოდ შექმნილი ოპოზიციის ერთობას აფასებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს გადაღებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იხსენებს და წერს, რომ ჰქონდა მოლოდინი, რომ ვიდეორგოლების გმირები მადლიერები დარჩებოდნენ „ქართულ ოცნებას“ ამ კადრების განადგურებისთვის. „გადიოდა დრო და “სააკაშვილი ფიქჩერზის” ეს ვიდეოგმირები კვლავ მის ბანაკში ბარგდებოდნენ: პოლიტიკაში, მედიაში, ენჯეო-სექტორში […]

მიმდინარე წლის მეორე ნახევარში EDB სომხეთის ეკონომიკის ზრდის შენელებას პროგნოზირებს

ევრაზიის განვითარების ბანკის (EDB) მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, სომხეთის ეკონომიკა 2024 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად იზრდებოდა, შესაბამისად ეკონომიკური აქტივობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,4%-ით გაიზარდა. EDB-ს ინფორმაციით, ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო სამრეწველო სექტორი, რომელიც იანვრიდან ივნისის ჩათვლით გაიზარდა 18,2%-ით. ძვირფასი ლითონებისა და ოქროს ნაწარმის წარმოება კი 3,8-ჯერ გაიზარდა. დადებითი დინამიკა აჩვენა მომსახურების სექტორმაც, რომელიც გაიზარდა […]

პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, მადლობა თითოეულ მედალოსანს – პრემიერი

პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურება. „მინდა, ყველას მოგილოცოთ ძალიან წარმატებული ოლიმპიადა. […]

“რუსები ცდილობენ დანაყოფების მოშველიებას აფრიკიდანაც კი, სადაც 10 წელია სამხედრო ქსელს ქმნიდნენ” – გიორგი კობერიძე

უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე [შეჯამება | 15.08.2024]: პირველ რიგში დავიწყოთ რუკის ანალიზით: კურსკის ოლქში, სუჯას ჩრდილო-დასავლეთით უკრაინული შეტევა მდინარე სეიმის მიმართულებით ვითარდება. აქტიურად იბომბება მდინარეზე გადასასვლელი სამივე ხიდი. განსაკუთრებულად აქტიური დარტყმები ხდება გლუშკოვოს ხიდზე, რომელსაც HIMARS-ით ბომბავენ. თუკი ხიდები ჩაირღვა და უკრაინელებმა მდინარეს მიაღწიეს, რუსები ოპერატიულ ალყაში მოხვდებიან და დანებება ან მანამ ევაკუაცია […]