თეთრი სახლი – დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოძალადე ახალმოსახლეების თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს

თეთრი სახლი ისრაელელი ახალმოსახლეების მიერ დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს. „დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოძალადე ახალმოსახლეების თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც The Times of Israel-ი ავრცელებს. მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა დაიცვას ყველა საზოგადოება ზიანისგან. ეს მოიცავს ჩარევას ამგვარი ძალადობის შესაჩერებლად […]
რუმინელ ტანმოვარჯიშე ბარბოსუს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალს გადასცემენ უთანხმოების ფონზე

რუმინელ ტანმოვარჯიშე ანა მარია ბარბოსუს 16 აგვისტოს ბუქარესტში გამართულ ცერემონიაზე ბრინჯაოს მედალს გადასცემენ თავისუფალ ვარჯიშში, მაგრამ კამათი იმაზე, თუ ვინ დაიკავა მესამე ადგილი ამ სახეობაში პარიზის ოლიმპიადაზე შორს არის საბოლოო მოგვარებისგან. რუმინეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ცერემონიის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა 13 აგვისტოს პრესრელიზში, სადაც ნათქვამია, რომ ოქტავიან მორარიუ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი და მიხაი კოვალიუ, რუმინეთის ოლიმპიური […]
“გამიხარდა, რომ ეს ხალხი 50 000 ლარს მიიღებს” – ლაშა ბექაურის განცხადება

ლაშა ბექაურმა კომენტარი გააკეთა იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიელები, რომლებსაც მედალი არ აუღიათ, მთავრობისგან 50 000 ლარს მიიღებენ. “ყველაზე მეტად რაც გამიხარდა არის ის, რომ ის სპორტსმენები, ვინც მონაწილეობა მიიღო და მედალი ვერ აიღო 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან. ბიჭებს, ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს, რაც ძალიან დასაფასებელი ფაქტია – მადლობა. რაც შეეხება ემოციებს, რაღაც ყველასგან განსხვავებული […]
ალექსეი ნავალნის ქვრივმა მიიღო “პირველი და ერთადერთი” ოფიციალური დოკუმენტი ქმრის გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების შესახებ

იულია ნავალნაიამ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ქვრივმა, 15 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებული სამგვერდიანი დოკუმენტი არ იძლევა დამაჯერებელ ახსნას ექვსი თვის წინ სასჯელაღსრულების კოლონიაში თავისი ქმრის სიკვდილზე. ნავალნაიამ YouTube-ით გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ მან მიიღო “პირველი და ერთადერთი” ოფიციალური დოკუმენტი ნავალნის გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების შესახებ. სამგვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს არ […]
“იბერია 1999” ისევ დამარცხდა – ქართული კლუბების ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „ბაშაქშეჰირთან“ 0:2 დამარცხდა. პირველი შეხვედრა ქართულ გუნდს 0:1 ჰქონდა წაგებული, თურქეთშიც მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ყველაზე რელური მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც ჩაწოდებულ ბურთს კოხრეიძემ ქუსლით მიმართულება შეუცვალა, მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ მაკარიძესთან პირისპირ მეტოქის […]
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე – მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ზირამ“ დავიდ ვოლკოვის ბრწყინვალე გოლით საკუთარ მოედანზე ფრეს, 2:2 მიაღწია ხორვატიის „ოსიეკთან“ და ვინაიდან პირველი შეხვედრა 1:1 იყო დასრულებული, ექსტრა ტაიმები დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი აზერბაიჯანულმა გუნდმა იმარჯვა. ვოლკოვს თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამს. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე 3, ხოლო კონფერენს ლიგაზე 4 გოლი გაიტანა. პლეი-ოფში […]
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა ომის დანაშაულს – ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა ომის დანაშაულს, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით, ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. „ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტო, ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენ თვალწინ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ღალატს ვუყურებდით, ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რითაც ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ომის დანაშაულს აბრალებდნენ – ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი

ჩვენ შევძელით ის, რომ შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები და გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც ომის დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ეღიარებინათ და ქართველი სამხედროები ომის დანაშაულის ბრალდებაში გაემართლებინათ. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია […]
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით დოჰაში მოლაპარაკება იმართება

15 აგვისტოს შუამავლებმა, აშშ-მა, ეგვიპტემ და კატარმა და ომის მხარემ, ისრაელმა მოლაპარაკების ახალი რაუნდი დაიწყეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მათ იმედი აქვთ, რომ რეგიონს უფრო ფართო ომს აარიდებენ. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, ჯონ კირბიმ. AP-ის ცნობით, აშშ, კატარი და ეგვიპტე შეხვდნენ ისრაელის დელეგაციას დოჰაში. შარშან 7 ოქტომბერს ისრაელის საზღვრისპირა […]
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა – “კოპენჰაგენი” პლეი-ოფში გავიდა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „ბანიკთან“ 0:1 დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. პირველი შეხვედრა დანიურ გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული, ჩეხეთში ძირითად დროში 0:1 დამარცხდა, ორი დაპირისპირების შედეგად ფრე, 1:1 დაფიქსირდა, ექსტრა ტაიმები დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი „კოპენჰაგენმა“ 2:1 იმარჯვა. სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მე-60 წუთზე ბირგერ […]