ლევან მაჭავარიანი – გია ხუხაშვილი დადასტურებულად არის ორი ქვეყნის აგენტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, შესაბამისად, არასერიოზულია მისი მხრიდან ნებისმიერი სახის კომენტარი

ბატონი ხუხაშვილის ნებისმიერი კომენტარი არასერიოზულია, რა თქმა უნდა. იგი ჩვენ გავაგდეთ ჩვენი გუნდიდან, შესაბამისად, არის გაბოროტებული, შურით სავსე პიროვნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა. მისი თქმით, ხუხაშვილის ვარაუდი, თითქოს, აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილმა ან ირაკლი შოთაძემ მმართველი გუნდის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ჩაიტანეს, რასაც ჰელსინკის კომისიის განცხადება მოჰყვა, „სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან […]

კობა კობალაძე ლაგოდეხში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, […]

“ტალიავინს ვერასოდეს დავუმტკიცებთ, რომ რუსეთისგან ფული აქვს აღებული!” – ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი: ვინმეს დადანაშაულება უაპელაციოდ… ფაქტებისა და მტკიცებულებებია გარეშე, არაა მართებული… სწორი ქმედება! … და ამ ლოგიკით, როცა მაგალითად გოგა ხაინდრავას ვუწოდებთ რუსეთის აგენტს, ეს ის ბრალდებაა, რომელსაც ვერ დავამტკიცებთ… გარკვეული სამართლებრივი დავის შემთხვევაში, ხაინდრავა პროცესს უთუოდ მოიგებს და არა მხოლოდ კლანის ლიდერ მურუსიძის სასამართლოში! მეორე მხრივ, ჩვენ ФСБ – ს არქივსა და დოკუმენტაციაზე […]

გერმანია აშშ-სგან ასობით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას შეისყიდის

გერმანია აშშ-სგან ახალი თაობის ასობით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას შეისყიდის. აღნიშნული რაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით გამოიყენება. ამ პაკეტის ფარგლებში გერმანია, ჯამში, $5 მილიარდის ოდენობის რაკეტებს შეისყიდის აშშ-სგან. მანამდე, გერმანიამ ამერიკული RTX-სგან $2.4 მილიარდის ოდენობის Patriot-ის სარაკეტო ბატარეა შეიძინა. “[გაყიდვა] ხელს შეუწყობს გერმანიის მიზანს, გააძლიეროს ეროვნული და ტერიტორიული თავდაცვა, ისევე, როგორც აშშ-სა და NATO-ს ძალებთან თანამოქმედება” – […]

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე – მეუხერხულება, ქალბატონია, რომელსაც ბევრი შეცდომა მოსდის, დაარწმუნეს, რომ ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, ნამდვილი კვლევა აჩვენეთ, ცოტა შეიძლება თავი შეიკავოს ასეთი კომენტარის გაკეთებისგან

მეუხერხულება, ქალბატონია, რომელსაც ბევრი შეცდომა მოსდის, იმდენი უკვე, რომ მართლა დაარწმუნეს, რომ ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, ნამდვილი კვლევა აჩვენეთ, ცოტა შეიძლება თავი შეიკავოს ასეთი კომენტარის გაკეთებისგან, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ბევრი შეცდომა მოსდის. „ქალბატონი სალომე გასულია მომსახურების სფეროდან, ვეღარც ფიქრობს, ვეღარც ლაპარაკობს, ვეღარც […]

საბა ბუაძე – კორუმპირებული მერი, კახა კალაძე აგრძელებს ურბანულ გენოციდს – სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიცა 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა ღარიბაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ნამორაძეზე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ცნობით, სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა გაიცა. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სატრანსპორტო და ურბანული თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელია. „თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, კახა კალაძე აგრძელებს ჩვენს ქალაქში ურბანულ გენოციდს. ადრე, სადაც სპორტის უნივერსიტეტი იყო, ხედავთ რა მდგომარეობა არის- ამ ტერიტორიაზე გაიცა 47-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა […]

ბორჯომის მერია – დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, განთავსდება კაფე და სხვა კომერციული ობიექტები. მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი […]

მამუკა მდინარაძე – ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება და ხალხის სიყვარული – ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებითაც შევარჩიეთ დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ

ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება და ხალხის სიყვარული – ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებითაც ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ოლქებში „ქართული ოცნების“ დელეგატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მდინარაძის თქმით, დელეგატებთან დაკავშირებით ოპოზიცია პიარის ცრუ გზას დაადგა. „შესაბამის […]

„არა რუსულ კანონს“ კლიპების გამო მარეგულირებელმა „მთავარი არხი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ „აგენტების კანონის“ შესახებ ვიდეორგოლების ეთერში გაშვებისთვის დააჯარიმა. კომისიამ მიიჩნია, რომ ეს ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამა იყო და „ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მოხსენიებულია საზოგადოების ყველა ნაწილისთვის საფრთხის შემცველ „რუსულ“ კანონად“. კომუნიკაციების კომისიის დადგენილი პრაქტიკით, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომაც გაიზიარა, აკრძალულია არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება. […]

რუსეთის არმიას 6 კილომეტრი აშორებს დონეცკის ქალაქ მირნოგრადს, რომელშიც 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს

დაახლოებით 20 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ათასი ბავშვი, რჩება დონეცკის რეგიონის ქალაქ მირნოგრადში, რომელსაც რუსეთის არმია უახლოვდება. ამის შესახებ 16 აგვისტოს, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში განაცხადა მირნოგრადის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, იური ტრეტიაკმა. მისივე თქმით, ბევრი მოსახლე ევაკუირებულია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც წასვლაზე უარს ამბობენ. “სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია. მაგრამ მტერი […]