დოღი ბახმაროში – ტრადიციად ქცეული დღესასწაული

თუ ერთხელ მაინც გინახავთ მარადმწვანე ტყეებით შემოსაზღვრული ბახმარო, შეუძლებელია, ოდესმე დაივიწყოთ. მთისა და ზღვის ჰავის შერწყმა, ნისლი, დათოვლილი აჭარა-გურიის მთები, ხის სახლები და ღამით კოცონებით განათებული მდელოები ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურებს. ჯადოსნური გარემოს გარდა, ბახმაროსთან ასოცირდება ტრადიციული დღესასწაული, დოღი, რომელიც ყოველ წელს, 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღეს, იმართება მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ. ადგილობრივების რწმენით, ფერისცვალების დღესასწაული ბახმაროში ზაფხულის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6903 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6903 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6903 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9648 ლარს შეადგენდა. […]
ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ივლისის გამოკითხვის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ივლისის გამოკითხვის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ივლისში ივნისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები არ გაზრდილა, ხოლო ივლისში ივნისთან შედარებით, მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. „ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები არ გაზრდილა. ერთი მხრივ, საგრძნობლად დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 2%-4%-ის […]
დონეცკში სავაჭრო ცენტრ “გალაქტიკას“ ხანძარი გაუჩნდა. რუსი პროპაგანდისტები ქალაქის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრ “გალაქტიკაში” 16 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა. ამის მიზეზად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებულ დაბომბვას ასახელებს. იერიშის შედეგად შენობაში იმყოფებოდა ბევრი სტუმარი, მათ შორის ბავშვებიც. მაგრამ ეს ინფორმაცია მოითხოვს დადასტურებას დამოუკიდებელი წყაროების მხრიდან. რუსეთის ცენტრალური თუ ადგილობრივი კრემლის მომხრე “პაბლიკები” და ტელეგრამის არხები წერენ […]
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ არ დარეგისტრირდება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, უარს ამბობს „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორგანიზაციაში რიგგარეშე კრება ჩატარდა. 14 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები დაეთანხმნენ საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რეგისტრაციაზე უარის თქმასთან ერთად, საკუთარი უფლებების დასაცავად ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი […]
იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება – თბილისის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟს ახორციელებს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხიდი არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები. […]
ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორი რუსულიც იყო „გამჭვირვალობის კანონი“ – მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებაზე
„ყველაზე პრიმიტიული პიარ კამპანია იმაში მდგომარეობს, რაც არ მოსწონთ, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორი რუსულიც იყო „გამჭვირვალობის კანონი“. ზუსტად ეს არის, ერთი ერთში, იმიტომ, რომ მათ რაც არ მოსწონთ, რაც აზიანებთ, ააშკარავებთ, ყველაფერი მათთვის რუსულია“– ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც აგვისტოს ომის გამოძიებას რუსულ საქმედ აფასებენ. […]
“მაიმუნის ყვავილის შემთხვევები დაფიქსირდა თურქეთში, პაკისტანში და შვედეთში” – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, გიორგი ფხაკაძე: მაიმუნის ყვავილის გავრცელება: ახალი შემთხვევები დაფიქსირდა! თურქეთში , პაკისტანში და შვედეთში
პუტინი აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს იგეგმება სახელმწიფო მეთაურების მიერ სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტების ხელმოწერა. სასაუბრო თემებს შორის მოსკოვში გამოყვეს “რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები“. პუტინი აზერბაიჯანში ბოლოს 2018 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ის ბაქოში მიმდინარე […]
იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. მათივე ცნობით, ხიდის დემონტაჟის პროცესს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. „ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხიდი არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი […]