რუსეთი დონეცკზე იერიშებს აძლიერებს – მოკლულია სამი ადამიანი

უკრაინის დონეცკის რეგიონში, 16 აგვისტოს მომხდარ რუსეთის თავდასხმას, სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია ხუთზე მეტი ადამიანი. რუსული იერიშების სამიზნე ქალაქი პოკროვსკი გახდა. ის რეგიონის ერთგვარი ლოგისტიკური ცენტრია. დონეცკის ერთი ნაწილი რუსულ ჯარს აქვს ოკუპირებული, დანარჩენი კი ხშირი საჰაერო იერიშების სამიზნე ხდება. უკრაინა ამბობს, რომ ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე მოსკოვისთვის პრიორიტეტია. კიევის ინფორმაციით, პოკროვსკის […]

Amadeus-ის პროგნოზით, მიუხედავად შენელებული ჯავშნებისა 2024 წლის ბოლოსთვის მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზრდება

მოგზაურობის დაჯავშნის სისტემა Amadeus-ის ოპერატორმა, ესპანურმა კომპანია Amadeus-მა განაცხადა, რომ ისევ ელის მოგზაურობის ტემპის ზრდას და რომ მისი 2024 წლის პროგნოზი გამართლდება. ევროპულმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Ryanair, Air France და Lufthansa, მზარდი ხარჯების ფონზე ახლახან შეამცირეს მოგების პროგნოზები, რადგანაც მოგზაურობის ბუმის გაქრობის ნიშნები დაინახეს. ”ჩვენ მივდივართ უფრო ნორმალიზებული ტრაფიკისკენ მომავალ წლებში”, – თქვა Amadeus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა […]

დებატები ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ამერიკაში 1 ოქტომბერს გაიმართება

შეერთებული შტატების მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები პირდაპირი ეთერით დაგეგმილი ტელედებატების პირობებზე შეთანხმდნენ. დებატებს ტელეკომპანია “სი-ბი-ესი” ნიუ-იორკში უმასპინძლებს და მისი მოდერატორები ჟურნალისტები ნორა ო-დონელი და მარგარეტ ბრენანი იქნებიან. მინესოტის დემოკრატი გუბერნატორი ტიმ უოლცი და რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოდან ჯეი დი ვენსი კი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები 1 ოქტომბერს გაიმართება. მათი გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას […]

ლუკაშენკომ 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა. ლუკაშენკოს მიერ შესაბამის აქტზე ხელმოწერას ადასტურებს ბელარუსის სამთავრობო სააგენტო „ბელტა“. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად ვინ გაათავისუფლა ლუკაშენკოს რეჟიმმა. „ბელტა“ აღნიშნავს, რომ მათგან 16 კაცია, 14 კი ქალი. ზოგს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. გათავისუფლებულთა შორის არიან საპენსიო ასაკის პირებიც. „ბელტა“ წერს, რომ პატიმრები სასჯელს „საპროტესტო მიმართულების დანაშაულებისთვის“ იხდიდნენ. დამოუკიდებელი […]

ხორვატია 2025 წლიდან კვლავ დაუბრუნდება სავალდებულო სამხედრო გაწვევას

ხორვატია 2025 წლის 1 იანვრიდან აღადგენს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, – ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება თავდაცვის მინისტრ ივან ანუშიჩზე დაყრდნობით, რომლის თანახმად სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ორი თვე იქნება. ხორვატიაში 2008 წელს გაუქმდა სავალდებულო სამხედრო სამსახური და ქვეყანა გადავიდა ნებაყოფლობითი სამსახურის ფორმაზე. ხორვატიის ტელეარხ RTL-თან ინტერვიუში, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალდებულო გაწვევის სისტემის აღდგენის […]

აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 80 მილიონს აღწევს – აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აქტიურ ფაზაშია – ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. „კამპანიის ფარგლებში, აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 80 მილიონს აღწევს. 30-მდე ინფლუენსერი, კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი თვეზე მეტია აჭარაში მოგზაურობს და შთაბეჭდილებებს ასიათასობით შიდა ტურისტს უზიარებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

„შუამავლის და კლინიკის ვალდებულებები წინასწარ უნდა იყოს გაწერილი“ – ვინ იცავს უცხოეთში წასული პაციენტების უფლებებს

სამედიცინო ტურიზმის განვითარებასთან ერთად, საზღვარგარეთ წასულ პაციენტთა უფლებების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს განსაკუთრებით თურქეთს ეხება, სადაც საქართველოდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი პაციენტი მიდის. თემა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა. სიუჟეტის თანახმად, ბოლო პერიოდში უცხოეთში სამკურნალოდ წასული პაციენტების მხრიდან სამართლებრივი დახმარების მიზნით მიმართვიანობა გაიზარდა. რამდენიმე პაციენტს პრეტენზია სამსუნის კლინიკის მიმართ აქვს, სადაც მათ ბარიატრიული ოპერაციები გაიკეთეს. მათ […]

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადებით, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დაგეგმილი სამუშაოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება. კომიტეტის განცხადებასა და მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. კომიტეტი წერს, რომ ამ ეტაპზე, გარე ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავების დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ახალი, ერთიანი დროებითი გადახურვისა და ასევე, მთელი კონსტრუქციის […]

როგორია მაიმუნის ყვავილის პრევენციული ღონისძიებები, არსებობს თუ არა ვაქცინა და არის თუ არა პანიკის საფუძველი? – პირველადი დახმარების ცენტრი

იგივე მდგომარეობა იყო გამოცხადებული 2022 წელს, თუმცა, წლევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმით, რომ არის ახალი შტამი, რომელიც წინანდელზე უფრო საშიშია. ხშირად დასმული კითხვები: რა არის მაიმუნის ყვავილი? ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც აღმოაჩინეს 1958 წელს და ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა. ენდემურად ის გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის რეგიონებში. რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული ამჟამად? აფრიკის […]

“მტრული, უცნაური, ბოდვა” – რას ამბობს საქართველოდან ვაშინგტონში დაბრუნებული ჯინ შაჰინი

“უცნაური და მტრული”, – ასე იხსენებს საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას ვაშინგტონში დაბრუნებული ჯინ შაჰინი. საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინის ვიზიტს და ვიზიტის შემდგომ გაკეთებულ შეფასებებს Foreign Policy-ის საგარეო პოლიტიკის რეპორტიორების ჯეკ დეტჩისა და ემი მაკინონის ყოველკვირეულ შემაჯამებელ რუბრიკაში Situation Report-ში ეხმაურებიან. სენატორმა გამოცემას ინტერვიუ მისცა, გთავაზობთ სტატიის ფრაგმენტს: “უბრალოდ ბოდვა საქართველოში”. სენატორი ჯინ შაჰინი იმყოფებოდა საქართველოში, სადაც […]