“ბორნმუთმა” ბრაზილიელი თავდამსხმელი 47 მილიონად შეიძინა

„ბორნმუთმა“, რომლის რიგებში მომავალ სეზონში შეიძლება გიორგი მამარდაშვილმა იასპარეზოს, „პორტუს“ თავდამსხმელი ევანილსონ ბარბოზა შეიძინა. „ბორნმუთს“ ტრანსფერი კლუბისთვის სარეკორდო, 47 (37+10) მილიონი ევრო დაუჯდა. 24 წლის ევანილსონის შემდგომი გაყიდვიდან „პორტუ“ თანხის 10%-ს მიიღებს. მან პორტუგალიურ გუნდში ოთხ სეზონში ჩატარებულ 154 მატჩში 60 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბრაზილიის ნაკრების ღირსება კი ორ შეხვედრაში დაიცვა. […]
ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე? – რას გვიჩვენებს ეკონომიკური მონაცემები

ბოლო პერიოდში სტატისტიკურად ეკონომიკური მონაცემები სულ უფრო უმჯობესდება და ისინი არ ეკუთვნის მხოლოდ ოფიციალურ, “საქსტატის” მონაცემებს. დამოუკიდებელი ანალიტიკური ჯგუფებიც სწორედ იმგვარ მონაცემებს აქვეყნებენ, რომელთა თანახმად, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა სულ უფრო იმატებს და ინფლაცია ლამის ნულს უტოლდება. თავისთავად ნულოვანი ინფლაცია ეკონომიკური თვალსაზრისით რომ კარგი არ არის, სხვა საკითხია. მთავარი ის არის, საზოგადოება ამ ზრდას, ფაქტობრივად, ვერ […]
ეს იქნება ევროპის აეროპორტების ისტორიაში საუკეთესო ზაფხული – ACI Europe

აეროპორტების ასოციაცია ACI Europe-მა უახლესი ტრაფიკის მონაცემები წარმოადგინა, რომლებიც „საბოლოოდ ადასტურებს ინდუსტრიის სრულ აღდგენას“. ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი მგზავრთნაკადის ზრდა 10,3%-ია. 2024 წლის მეორე კვარტალში, მგზავრთნაკადი 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 8%-ითაა გაზრდილი, რაც ოდნავი შემცირებაა პირველ კვარტალთან […]
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, მდინარე სეიმზე, ხიდი ააფეთქეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, მდინარე სეიმზე, ხიდი ააფეთქეს, რომელიც ოკუპანტების მომარაგებისთვის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. მედიის ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხიდის ჩამონგრევის შედეგად გლუშკოვსკის რაიონის 30-მდე დასახლება გარე სამყაროს მოწყდა. მშვიდობიანი მოსახლეობის მომარაგება მხოლოდ წყლითაა შესაძლებელი. ცნობილია, რომ ხიდი HIMARS-ებით ააფეთქეს. შეგახსენებთ, ამ დროისთვის უკრაინა კურსკის ოლქში 82 დასახლებას აკონტროლებს.
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ მდინარე სეიმზე მდებარე ხიდი ააფეთქა კურსკის რეგიონში

რუსული წყაროები იუწყებიან, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მდინარე სეიმზე მდებარე ხიდი კურსკის რაიონის სოფელ გლუშკოვოში, ასევე იერიში განხორციელდა სეიმზე მდებარე მეორე ხიდზე, მეზობელ სოფელ ზვანოეში. განადგურებული ხიდის სურათებს აქვეყნებენ რუსული ტელეგრამის არხები და სამხედრო უწყებასთან დაახლოებული ბლოგერები. ხიდის განადგურება ტელეგრამის არხში რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს “ტასსის” თანახმად ამ ინციდენტის […]
OCCRP „ოცნების“ თავდასხმებს პასუხობს – რუსეთში ივანიშვილის ოჯახის ქონებაზე გამოძიების შესახებ

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ მიერ ბოლო წლებში რუსეთში ქონების შეძენის შესახებ ახლახანს გამოსული გამოძიების ერთ-ერთი ავტორი, – „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი“ [OCCRP], – ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთა მტკიცებით გამოძიებაში მოცემული მონაცემები „ყალბია“. ორგანიზაცია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხასიათის არ არის და არანაირი პოლიტიკური ინტერესი საქართველოში არ აქვს. „OCCRP კარგად იაზრებს […]
NBA-ის ოფიციალურმა გვერდმა 2028 წლის ოლიმპიადისთვის აშშ-ის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოფიციალურმა ვებგვერდმა ივარაუდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შემადგენლობა 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება (ფრჩხილებში მითითებულია მოთამაშეთა ამჟამინდელი კლუბები და ასაკი 2028 წლის ოლიმპიადისთვის). ბემ ადებაიო (მაიამი, 31) პაოლო ბანკერო (ორლანდო, 25) დევინ ბუკერი (ფინიქსი, 31) მიკალ ბრიჯესი (ნიუ იორკი, 31) ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი, 31) კეიდ კანინგემი (დეტროიტი, 26) […]
კონტეს გეგმა – ერთი ცვლილებით და განსხვავებული ტაქტიკით “ვერონასთან”

18 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში “ნაპოლი” სტუმრად “ვერონას” დაუპირისპირდება. ისევ ვერ მოახერხეს ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა, შესაბამისად რომელუ ლუკაკუს დამატება და გუნდი ისევ ცენტრალური თავდამსხმელის გარეშეა. iIl Mattino-ს ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჯოვანი სიმეონეს დაყენებაზე იფიქრა, მაგრამ ისევ ჯაკომო რასპადორი ამჯობინა. “მოდენასთან” თასზე ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით კონტე ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთ ცვლილებას განახორციელებს […]
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში „მაიმუნის ვირუსის“ ეპიდაფეთქების რისკები მინიმალურია

ქვეყანაში „მაიმუნის ვირუსის“ ეპიდაფეთქების რისკები, ადამიანიდან ადამიანზე გადადების სირთულიდან გამომდინარე, მინიმალურია. ამის შესახებ ქართველი ინფექციონისტები საუბრობენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კორონავირუსისგან განსხვავებით, „მაიმუნის ყვავილი“ ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის. ამას ემატება ის, რომ წელს რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა. „რესპირაციული ინფექციებისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გადადის ბევრად რთულად, კონტაქტური გზით, როდესაც ხდება კონტაქტი დაზიანებულ კანთან და ლორწოვანთან. […]
„თბილისში გაზრდილია ტენდენცია, რომ მათი უმეტესობა, ვისაც შესაბამისი შემოსავალი აქვს, საცხოვრებლად გადავიდეს ქალაქგარეთ“

„თბილისში გაზრდილია ტენდენცია, რომ მათი უმეტესობა, ვისაც შესაბამისი შემოსავალი აქვს, საცხოვრებლად გადავიდეს ქალაქგარეთ, საცობებიდან და ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ პროცესში თავისი როლი ითამაშა პანდემიამაც. ამიტომ ბოლო წლებში საკარმიდამო-სააგარაკე მიწებზე მოთხოვნა გაზრდილია. ამ მხრივ ყველაზე დიდი მოთხოვნაა თბილისთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე, საგურამოში, ბულაჩაურში, მცხეთაში. ფასებიც, შესაბამისად, მომატებულია“,- ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია realtor.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა ანა […]