ცესკოს შენობასთან 3-მეტრიანი ღობე დაამონტაჟეს, რაც 300 ათას ლარზე მეტი დაჯდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება იყო. კონფლიქტის მიზეზი გახდა ცესკოს შენობის ირგვლივ მოწყობილი ღობე. ასევე, ცვლილება ცესკოს რეგლამენტში, რომლითაც ინსტიტუციაში მანდატურის სამსახური ჩნდება. “ცესკოს” საფინანსო დეპარტამენტის უფროსის, ოთარ ბუსკივაძის, განმარტებით, მხოლოდ 3-მეტრიანი ღობისა და მისი თანმდევი კომპონენტების მოწყობა ცესკოს 300 000 ლარზე მეტი დაუჯდა. ღობის მოწყობა კი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და ის შემადგენელია […]
ფელიქსს “ჩელსიში” გადასვლა ძალიან სურს და ხელფასის შემცირებაზე თანახმაა

The Telegraph-ის თანახმად, “ატლეტიკოს” ფორვარდ ჟოაო ფელიქსს “ჩელსიში” გადასვლა ძალიან სურს და მზად არის, ამისთვის ხელფასის შემცირებასაც დასთანხმდეს, რათა ლონდონელთა ხარჯების სტრუქტურაში მოხვდეს. თავის მხრივ, “არისტოკრატები” მადრიდელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი “როხიბლანკოსთან” 2029 წლის 30 ივნისამდეა. Transfermarkt-ი მას 30 მილიონ ევროდ აფასებს. გასულ სეზონში ჟოაო ფელიქსმა “ბარსელონაში” იჯარის დროს […]
რესტავრაციის შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა – დინამო არენა განცხადებას ავრცელებს

დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა, – ამის შესახებ დინამო არენას ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განმარტავენ, რომ ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შესთავაზეს, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან […]
კობა ნაყოფია ენმ-ს ხელმძღვანელობაში ბრუნდება

ნაციონალური მოძრაობა აპირებს ჩაატაროს ყრილობა, რომლის ფარგლებშიც იქმენა ახალი ორგანო პარტიის შიგნით და მისი ხელმძღვანელი იქნება კობა ნაყოფია. ამის შესახებ ენმ-ის 16 აგვისტოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა ნაყოფიას კანდიდატურა პარტიას მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. “პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გაფართოებაზე და კოალიციური პარტნიორის დამატებას ჩვენს ერთიანობაში. მეორე საკითხი […]
მასწავლებლის დღის აღნიშვნაში 2024 წელს სამინისტრო ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

2024 წელს მასწავლებლის ეროვნული დღე ოქტომბრის ნაცვლად სექტემბერში აღინიშნება და განათლების სამინისტრო ამ დღეს საზეიმო ღონისძიების მოსაწყობად, რომლის ნაწილია ეროვნული პრემიის გადაცემა გამორჩეული პედაგოგებისთვის, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოცხადებული დაჩქარებული ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, მხოლოდ ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში სახელმწიფო 519 557 ლარს გადაიხდის. ღონისძიების ორგანიზატორად შერჩეული კომპანიის მიერ შეთავაზებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, […]
Black Sea Arena-ს მართვის უფლება კულტურის სამინისტროს ჩამოერთვა და მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა

საქართველოს მთავრობის ახალი განკარგულების თანახმად, Black Sea Arena-ს მართვის უფლება კულტურის სამინისტროს ჩამოერთვა და მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ბლექ სი არენა ჯორჯიასა” და „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადაეცემა საქართველოს მთავრობას, მათი არსებობის ვადით – ამასთან, მათ მართვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას საქართველოს […]
კულტურის სამინისტროს თბილისის ფილარმონიაც ჩამოერთვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს, Black Sea Arena-ს გარდა, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის აქტივები და მართვის უფლებაც ჩამოართვა. ორივე ქონება გადაცემულია მათი არსებობის ვადით. დოკუმენტის მიხედვით, ახლა ამ ორი ორგანიზაციის Black Sea Arena-ს და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის შერწყმა უნდა მოხდეს. პროცესს კი, აქტივების ახალი მფლობელი, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. თბილისის ფილარმონია აქტივების მართვის კომპანიიდან კულტურის […]
რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სუმის ცენტრში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩერებულ ათ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. „მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია და ცეცხლის სხვა ავტომობილზე გავრცელების თავიდან აცილება შეძლეს“, – განაცხადეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში. სარაკეტო დარტყმის შედეგად, […]
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ქეთევან მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიციას 2020 წლის 10 სექტემბრიდან იკავებდა. 2022 წლის 12 აპრილს მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პარალელურად […]
NED-ის ნამდვილი სახე ამერიკელებმა გამოააშკარავეს, NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს

NED-ის ნამდვილი სახე ამერიკელებმა გამოააშკარავეს, NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს ყოფილმა ფედერალურმა კონგრესმენმა რონ პოლმა ამას წინათ განაცხადა, რომ NED-მა დახარჯა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული უცხოელი პოლიტიკოსებისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პარტიების მხარდასაჭერად, რაც აშკარად არღვევს აშშ-ის შიდა კანონმდებლობას. NED-ი გასცემდა „რბილ […]