„ჯივიპი“ ისნის რაიონში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ახალ ინფრასტრუქტურას აწყობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩა N35-ის მიმდებარედ მაგისტრალურ მილსადენზე წყლის ნაკადების მართვისთვის აუცილებელ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, ქსელზე ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა. შედეგად სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მნიშნვნელოვნად შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალი. „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 19 […]
რელიგიის სააგენტო სომხურ ეკლესიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქრისტიანული რწმენით, გაბრიელ მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. „ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს მოციქულებმა აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცად აღამაღლა. […]
კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! – შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს

ქართველი ლეგიონერების მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია და შაბათს არაერთი შეხვედრა შედგა. დღეს, 18 აგვისტოს, ელიტარულ ჩემპიონატებში, საქმეში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ჩაერთვებიან. ხვიჩას იტალიაში რამდენიმე მეტოქე განსაკუთრებით უყვარს და ერთ-ერთი სწორედ “ვერონაა”, რომელსაც ჩვენი დროით 20:30 საათზე ესტუმრებიან. ქართველს გასულ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ვერონაში ჰქონდა, როცა დუბლი შეასრულა. მაშინ “კვარას” მიერ გოლის ახლებურად აღნიშვნას […]
თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ჩიკაგოში, ყრილობას დაესწრებიან, სადაც „დემოკრატიული პარტია“ პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისს ოფიციალურად წარადგენს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად რამდენიმე დღიანი ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრა, სადაც კამალა ჰარისის, როგორც “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალური წარდგენა მოხდება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ „გავაღრმაოთ და აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკა-საქართველოს შორის, რომელსაც სერიოზული ზიანი […]
კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! – 5 შეხვედრა, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს

ქართველი ლეგიონერების მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია და შაბათს არაერთი შეხვედრა შედგა. დღეს, 18 აგვისტოს, ელიტარულ ჩემპიონატებში, საქმეში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ჩაერთვებიან. ხვიჩას იტალიაში რამდენიმე მეტოქე განსაკუთრებით უყვარს და ერთ-ერთი სწორედ “ვერონაა”, რომელსაც ჩვენი დროით 20:30 საათზე ესტუმრებიან. ქართველს გასულ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ვერონაში ჰქონდა, როცა დუბლი შეასრულა. მაშინ “კვარას” მიერ გოლის ახლებურად აღნიშვნას […]
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემდგენებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია, საჯარო რეესტრში წარსადგენი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იუწყება. დღეისათვის სერტიფიცირების განმახორციელებელი აკრედიტებული სუბიექტები არიან: იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი www.tcj.gov.ge; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: (+995 32) […]
ტყის ხანძრის გამო, თურქეთში ქალაქ იზმირის მიმდებარედ ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა

თურქეთში, ქალაქ იზმირის მიმდებარედ არსებული ძლიერი ტყის ხანძრის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გავრცელების გამო ცხოველთა თავშესაფრის ევაკუაციაც გახდა საჭირო, ხოლო ცეცხლმოკიდებული ტყეების კვამლმა დააზარალა ქალაქის რამდენიმე ნაწილი, მათ შორის ბაირაკლისა და ციგლის რაიონები. იზმირს პროვინციაში ხანძარი სხვადასხვა კერაზე 1600 ჰექტარის ფართობზე არის მოდებული. კიდევ ექვსი ხანძარი კვლავ მძვინვარებს თურქეთის სხვა ქალაქების ტყეებში, […]
დიღმის ტყე-პარკი თბილისის მერიას გადაეცა

თბილისში დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია, რაც 25,634 კვადრატულ მეტრს შეადგენს, თბილისის მერიას გადაეცემა, – ამის შესახებ ირკვევა საქართველოს მთავრობის 15 აგვისტოს განკარგულებიდან. დოკუმენტის მიხედვით, ამ დრომდე უძრავი ქონება აქამდე ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე იყო.
ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, მანიპულაციურია და არაკორექტული – უკრაინული მხარე

„ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია. ეს ისეთივე მანიპულაციაა, როგორც წინა ცნობები მომდევნო წელს დახმარების ორჯერ შემცირების შესახებ,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ ადგილოპბრივ მედიას განუცხადა. მისი თქმით, გერმანიაში გრძელდება საბიუჯეტო პროცესი, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან. ტიხის ვარაუდით, ბიუჯეტი ნოემბერში იქნება დამტკიცებული, და მხოლოდ მაშინ განისაზღვრება მომდენო […]
დაგპირდით, რომ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი და აქ ვარ, უსამართლო პატიმრობაში – სააკაშვილის მიმართვა

“მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ – დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის ყრილობაზე საზოგადოებას წარუდგინა. […]