მოლოკნები და ბაპტისტები ფერისცვალებას აღნიშნავენ

საქართველოს ბაპტისტური და ქრისტიან მოლოკანთა თემი დღეს თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღესასწაული თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალებას უკავშირდება, რითაც უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ბაპტისტურ და მოლოკანთა თემებს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – […]
როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეები როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებთან ერთად, როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, სალომე დოლიძემ როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე […]
რუსეთმა ჯორჯ კლუნის ფონდი „არასასურველად“ გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის „დისკრედიტაციაში” დაადანაშაულა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, ჯორჯ კლუნის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“. რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ დღეს, 19 აგვისტოს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, „კლუნის ფონდი“ რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა. მიზეზად დასახელებულია ის, რომ „ფონდი ჰოლივუდური გაქანებით“ მუშაობს რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით, აქტიურად უჭერს მხარს რუსეთიდან წასულ „ცრუპატრიოტებს და აკრძალული ექსტრემისტული გაერთიანებების და ტერორისტული […]
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი თანამედროვე სწრაფმავალი სამაშველო კატარღები შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, კიდევ 6 ახალი სწრაფმავალი სამაშველო კატარღა შეიძინა – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ქალაქ ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და ქალაქ ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს ახალი კატარღები დაათვალიერებინა და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო. თანამედროვე კატარღები შავი […]
13 წლის წინ გაყიდული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ამ დრომდე უფუნქციოა – ვის ეკუთვნის სასტუმრო „ვეტცელის“ მიტოვებული შენობა

თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე, ოდესღაც ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო „ვეტცელი“ 13 წლის განმავლობაში სამშენებლო ღობით არის შემოსაზღვრული და უფუნქციოა. „ვეტცელის“ შენობა, მე-19 საუკუნის ბოლოს, გერმანელი კოლონისტის შთამომავალმა, მდიდარმა მეწარმემ, ფრიდრიხ ვეტცელმა ააშენა. ვეტცელის გარდაცვალების შემდეგ შენობა მეწარმე ნოე სიხარულიძემ შეიძინა და სასტუმროს თავისი სახელი „ნოე“ დაარქვა. 1928 წელს სასტუმროს „ევროპა”, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ „რუსთავი“ […]
„ხალხის ძალა“ – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მთავარი მიზანი ომის პროვოცირება, ტერიტორიების დათმობა, კონფლიქტის გრძელვადიანი გაყინვა იყო, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა

7 აგვისტოს ცხინვალის მასირებული დაბომბვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულთა მხოლოდ კულმინაცია იყო, რომელმაც შედეგად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დაკარგვა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, 400-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და 30 ათასი ადამიანის დევნილობა მოიტანა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „2008 წლის აგვისტოს ომი, ადამიანების წამებასთან და მკვლელობასთან, ბიზნესის რეკეტთან, […]
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს, თუ ვარშავა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება

მოსკოვი კონკრეტულ და ადეკვატურ პასუხს გასცემს, თუ პოლონეთი უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას შეეცდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. „თუ ოფიციალური ვარშავა დაემორჩილება ავანტიურულ იმპულსს და გადაწყვეტს, შეეცადოს შორ მანძილზე მოქმედი გამანადგურებელი საშუალების შეჩერებას, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები კანონიერად იყენებს იმისთვის, რომ […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 19 აგვისტოს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 19 აგვისტოს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.6903;1 ევრო – 2.9566;1 ფუნტი – 3.4713;1 ლირა კი 0.0799 ლარი ეღირება.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გუშინ საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„ერისიონი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი ბესოს ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლა, როგორც მისი ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის ისე თითოეული ჩვენგანისთვის… არაერთი თბილი მოგონება და ისტორია დაგვიტოვა მან… ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ბესო ჩირიკაშვილი… […]