ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის “უკანასკნელ შანსზე” ლაპარაკობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც კვირას ისრაელში ჩავიდა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს „გადამწყვეტი მომენტი“ უწოდა. მისი თქმით, ეს „შესაძლოა, იყოს საუკეთესო და იქნებ უკანასკნელი შესაძლებლობა“, რათა მიაღწიონ მძევლების გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებული ჰყავს ჰამასს (პალესტინელთა რადიკალურ ორგანიზაციას, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად არის აღიარებული). ისრაელის პრეზიდენტ იცჰაკ ჰერცოგთან შეხვედრის წინ ამერიკელმა […]

რომანო: ლუკაკუ “ნაპოლის” უახლოვდება

“ჩელსის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ “ნაპოლიში” გადასვლას უახლოვდება, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა და მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან. რომანოს ინფორმაციით, “არისტოკრატები” ჯერ ლუკაკუს გაყიდვას აპირებენ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში კი ოსიმენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. შეგახსენებთ, ბელგიელმა ფორვარდმა “ნაპოლისთან” პირადი კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ შეათანხმა. -15AUG/5-kvaracxelia.jpg” […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდმანში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე დალუქულია 14 ერთეული კაკლის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), წიფლის სახეობის 2,5 კუბური მეტრი მოცულობის […]

საქართველოში 219 700 უმუშევარია

2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში […]

იანვარ-ივლისში ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია

2024 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 201.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 173.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 117.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის […]

უკრაინამ კურსკის ოლქში მესამე ხიდი გაანადგურა

რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთი, მესამე ხიდი გაანადგურა. პირველი ცნობები მდინარე სეიმზე ხიდის განადგურების შესახებ რუსულ Z ტელეგრამ არხებზე გაჩნდა. მოგვიანებით უკრაინელმა ბლოგერმა სავარაუდოდ განადგურებული ხიდის ფოტო გამოაქვეყნა.

რატომ ჩამოვიდა თბილისში ოთარ ფარცხალაძე

გამოცემა “სოვას” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მიერ რუსული “ეფ ეს ბეს” აგენტად გამოცხადებული ყოფილი გენერალური პროკურორი ორ თანმხლებ პირთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს. “პირველების” ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე ორბელიანების სასახლის ირგვლივ არსებულ რეტრო კაფეში შენიშნეს. ამ დროისთვის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრი დაცვის თანამშრომლებით არის გადაჭედილი, რაც […]

რუსეთმა გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ოფიციალურად წარუდგინა

რუსეთმა ოფიციალურად მიმართა გერმანიას პრეტენზიებით, ბალტიის ზღვაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკავების ორდერი გასცა, რომელიც აღმოჩნდა, რომ უკრაინის მოქალაქე იყო. […]

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ბრუნდება

TEDxTbilisi Youth, თიბისის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ ჩატარდება. ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს. „ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ. TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, […]

რუსული არმიის მიახლოების გამო უკრაინის ქალაქ პოკროვსკის მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

უკრაინის დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის ადმინისტრაცია ადგილობრივ მცხოვრებთ მიმართავს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რაიონული ცენტრი, ქალაქი პოკროვსკი, რომელსაც რუსული არმია უახლოვდება. პოკროსვკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი დობრიაკმა დღეს, 19 აგვისტოს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ ევაკუაციის ტემპი შედარებით დაჩქარდა და ყოველდღე ქალაქს 500-600 ადამიანი ტოვებს, თუმცა ბევრი ისევ არ ჩქარობს, რის გამოც ამ კვირაში […]