ბაზისბანკი | ibis Styles Batumi – სპორტული კონცეფციის ახალი სასტუმრო ბათუმში

ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბათუმში, საერთაშორისო ჯგუფ Accor-ის პირველი სასტუმრო ibis Styles Batumi გაიხსნა. პროექტი, ბაზისბანკის მიერ 6.3 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ibis Styles-ის სასტუმროები შემოქმედებითობის, ესთეტიკის, მეგობრული მომსახურებისა და კომფორტის გარშემო ერთიანდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით, მოგზაურების სასურველ ბრენდად აყალიბებს. ibis Styles ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული დიზაინის სინთეზით გამოირჩევა. სასტუმროს დიზაინის შთაგონებად სპორტული თემატიკაა გამოყენებული, რაც […]
ბაქოში ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ზაგულბას“ რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაჯანელ კოლეგას ბაქოში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტზე დიდი ხანია შეთანხმდნენ. „უპირველეს ყოვლისა, მადლობა მოწვევისთვის, ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით ამ ვიზიტზე და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბაქოში“, – განაცხადა პუტინმა. […]
ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციური პარტიები, ვინც არ უნდა შემოიერთონ, ისევ „ნაციონალურ მოძრაობად“ რჩებიან – მოსახლეობაში სასაუბროდ იმ „მესიჯბოქსით“ გავიდნენ, რაც ჩვენ საქმით ვაკეთეთ

ოპოზიციური პარტიები, ვინც არ უნდა შემოიერთონ, ისევ “ნაციონალურ მოძრაობად” რჩებიან – მოსახლეობაში სასაუბროდ იმ „მესიჯბოქსით“ გავიდნენ, რაც ჩვენ საქმით ვაკეთეთ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის პოლიტიკა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა, მითუმეტეს ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა იყო. […]
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 3 532.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 532.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. „საქსტატის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 44.9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით შემცირდა და 1 586.5 მლნ. აშშ დოლარს […]
ცესკოს წარმომადგენელი განმარტავს, რატომ გახდა საჭირო იმ დადგენილების მიღება, რომლითაც საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები არჩევნების დღის ნაცვლად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადანაწილდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გიორგი სანტურიანის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების არჩევნების დღის ნაცვლად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადანაწილება საარჩევნო უბნის მომზადებას შეუწყობს ხელს. სატურიანის მტკიცებით, ახალი რეგულაცია “სივრცესა და გარემოს არსებითად ვერ შეცვლის“. ცესკოს წარმომადგენელმა განმარტება ცენტრალური საარჩევნო კომისიის №32 დადგენილებაზე გააკეთა, რომლის მიხედვით, საუბნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრამდე […]
რუსეთის იერიშს დონეცკის ოლქში სამი ადამიანი ემსხვერპლა, უკრაინამ ათამდე დრონი ჩამოაგდო

უკრაინის დონეცკის ოლქში რუსეთის არმიის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა, განაცხადა 19 აგვისტოს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა. ამავე დროს რუსეთმა 11 უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედი“ გაუშვა დონეცკსა და რამდენიმე სხვა რეგიონში, მათ შორის კიევისკენ, მაგრამ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ყველა დრონი ჩამოგდებულია. შეტევა მოხდა მაშინ, როცა უკრაინა ცდილობს გაამყაროს […]
გაგლოევი: საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება ცხინვალისთვის ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის თქმით, სამხრეთ ოსეთისთვის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება “ერთ-ერთი შესაძლო და ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან თქვა. “ჩვენ ახლა ვმუშაობთ ბელარუსთან თანამშრომლობის დასამყარებლად. ჯერჯერობით საუბარია კონტაქტებზე ჰუმანიტარულ სფეროში, სპორტში და ა.შ. სამომავლოდ ჩვენ ბელარუსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ველით”, – ამბობს გაგლოევი. ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების შესახებ დასმულ […]
ავტოექსპორტი რეკორდულ $1.2 მილიარდზეა – რომელ ქვეყნებში და რა ფასის ავტომობილები გადის ექსპორტზე

2024 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2023 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 1.3%-ით აღემატება. 2023 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების – 538 მილიონი დოლარის ავტომობილები ექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში ყირგიზეთში გავიდა რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $36 […]
თუ ხელისუფლება 20:00 საათამდე განცხადებას არ გაავრცელებს, იძულებული ვიქნებით გზა გადავკეტოთ – „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. გაფიცულმა თანამშრომლებმა ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, თუ ხელისუფლება 20:00 საათამდე განცხადებას არ გაავრცელებს, ისინი იძულებულები იქნებიან თორნიკე ერისთავის ქუჩა გადაკეტონ, რათა მათივე თქმით, მოშიმშილეთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვან. „დღეს გაფიცვის 39-ე დღეა და ამ დროის განმავლობაში არც ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არ გაუკეთებია განცხადება და […]
რუსეთში ჯორჯ კლუნის ფონდი „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოცხადდა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის – „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ – საქმიანობა „არასასურველად“ გამოაცხადა. გენერალური პროკურატურის განმარტებით, ფონდი ახორციელებს „რუსეთის დისკრედიტაციისკენ მიმართულ სამუშაოს“ და მხარს უჭერს „ცრუ პატრიოტებს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა“, ასევე აკრძალული ექსტრემისტული გაერთიანებებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წევრებს. „ჰუმანიტარული იდეების საფარქვეშ ორგანიზაცია ხელს უწყობს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივებს, საჯაროდ ავრცელებს უარყოფით ფსევდოექსპერტულ […]