პაატა მანჯგალაძე – უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები წინასაარჩევნო მანიპულაციაა – „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული მცირე ჯგუფი მდიდრდება, ხოლო ხალხი ღარიბდება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო მანიპულაციაა. მანჯგალაძის თქმით, სინამდვილეში, ის, რომ ქართველები საკუთარ ოჯახებს და ქვეყანას ტოვებენ, შედეგია იმისა, რომ საქართველოში ღირსეული სამუშაო, ანაზღაურება არ არსებობს, ხოლო ფასები – ძალიან მაღალია. “ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან საკუთარი მოსახლეობის ძარცვის და გაღარიბების […]
„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობამ ქალაქ სოფიაში, ქართულ სანაოსნო კომპანია „საზღვაო ხაზი ე60“ და ბულგარეთის რკინიგზასთან შეხვედრა გამართა

„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობამ, ქალაქ სოფიაში, ქართულ სანაოსნო კომპანია ,,საზღვაო ხაზი ე60” და ბულგარეთის რკინიგზასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათი ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის, სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. „მხარეებმა, სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე […]
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ფერისცვალების დღესასწაული წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში აღნიშნეს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, გუნდის წევრებთან ერთად წალენჯიხაში, ფერისცვალების ტაძრის 1000-წლოვან იუბილეს დაესწრნენ და ტაძარი მოილოცეს. პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცეს. „მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ფერისცვალება. ღმერთმა ქნას, რომ ყველას გვეცვალოს ფერი სიყვარულისკენ, სიკეთისკენ, მშვიდობისკენ, ერთიანობისკენ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და სრულიად საქართველო!“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მათივე […]
“ნაპოლი” მანდელა კეიტას შეძენას ცდილობს – “ანტვერპმა” პირველი შეთავაზება დაბლოკა

“ნაპოლი” “ანტვერპის” 22 წლის ნახევარმცველის მანდელა კეიტას შეძენას ცდილობს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები ჯერჯერობით ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან და ბელგიურმა კლუბმა “პარტენოპეის” პირველი შეთავაზება იუარა. რომანოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატებით “საუთჰემპტონიც” ინტერესდება. მანდელას ბელგიის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.
სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა

სიცილიის სანაპიროსთან, ძლიერი შტორმის შემდეგ ჩაიძირა 56-მეტრიანი იახტა Bayesian. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. მაშველებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან რვა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველა გადარჩენილი სტაბილურ მდგომარეობაშია. „ქარი ძალიან ძლიერი იყო. ცუდი ამინდი იყო მოსალოდნელი, მაგრამ არა ასეთი მასშტაბით“, – […]
„წლის პირველ ნახევარში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობა და ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის დინამიკა 2024 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდა – შედეგად, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული. ამასთან, 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში, შესაბამისი კვარტლების ჭრილში, დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. „ქვეყანაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები – 6 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტს შეადგენს, შედეგად იზრდება […]
ვოლოდიმირ ზელენსკი კურსკის ოპერაციაზე – ვაღწევთ ჩვენს მიზნებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციის ფარგლებში მიზნებს აღწევენ. „ვაღწევთ ჩვენს მიზნებს. დღეს დილით გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის (ომის ტყვეების) გაცვლის ფონდის კიდევ ერთი შევსება“, – განაცხადა მან. კურსკში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმაც. „ვაღწევთ ახალ შედეგებს კურსკის ოლქში და შევავსეთ გაცვლითი ფონდი“, – […]
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“, ,,ყაზბეგი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ […]
ცესკომ საუბნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების წესი შეცვალა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის მოვალეობები არა კენჭისყრის დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე განაწილდება, რის გასაჩივრებასაც ოპოზიცია სასამართლოში გეგმავს. ცესკოს დადგენილებაში, რომელიც 16 აგვისტოთი თარიღდება, ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ფუნქციებს არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა გაანაწილებს. სწორედ არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე გამოვლინდება, თუ რომელ უბანზე ვინ იქნება […]
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე – ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ – მეხუთე კოლონა გახარიას დამატებით

ეს ძალები არ არიან პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მათ პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ „მეხუთე კოლონა“, რომლებიც პირდაპირ იმართებიან გარე დაკვეთებით, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, სწორედ გარე დაკვეთების მიერ მოხდა მათი სხვადასხვა თითქოს ახალი პოლიტიკური ძალების შექმნა და გადაჯგუფება. „ეს ძალები არ არიან […]