რკინიგზაზე მგზავრთნაკადი 7.7%–ით შემცირდა

2024 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 525.1 ათასი მგზავრი, რაც 7.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 160.7 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 521.6 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი […]

იქმნება შთაბეჭდილება, ვიღაცას სურს ჩაახშოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები – ხარიშინი

უკრაინის საქმეთა რწმუნებული საქართველოში, მიხაილო ხარიშინი ინტერპრესნიუსთან მიცემულ ინტერვიუში საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა. კერძოდ ხარიშინი უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ, როდესაც უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა, რომელიც მისი თქმით, დაემთხვა ანტიუკრაინული და პრორუსული ძალების მიერ საქართველოში, საელჩოს შენობასთან […]

ირაკლი კობახიძე – ადრე ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური იყო, ახლა 3-4 ფანჩატური იქმნება – მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის

ადრე ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური იყო, ახლა ერთის მაგივრად 3-4 ფანჩატური იქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის შეფასებით, ოპოზიციურ კოალიციებს რესურსი არ გააჩნიათ. „ადრე ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური იყო, ახლა ერთის მაგივრად 3-4 ფანჩატური იქმნება. რომ ჰგონიათ, რომ ერთ ფანჩატურს სჯობია 3 თუ 4, ეს მე არ […]

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, ჯუ-ჰო იონგის და ასამბლეის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. „მიმოიხილეს როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროების დაახლოების პერსპექტივები. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. კორეის […]

ირაკლი კობახიძე – ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო ის, რაც მოხდა – ამისთვის ვითარებას „ნაციონალური მოძრაობა“ 2005 წლიდან მოყოლებული ამწიფებდა!

ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო ის, რაც მოხდა – ამისთვის ვითარებას „ნაციონალური მოძრაობა“ 2005 წლიდან მოყოლებული ამწიფებდა! – ეს განცხადება მედიასთან საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. აქვე კობახიძემ აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება მმართველი უმრავლესობის საერთო პოზიციაა. „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა დანაშაულისთვის აუცილებლად უნდა გასამართლდეს – მათ შორის ეს არის 2008 […]

პრემიერი – დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას

გამოქვეყნდა მეორე კვარტლის მონაცემები და უმუშევრობის დონე 3.1- პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც 9%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ინარჩუნებს. „სამწუხაროდ, მთელი ჩვენი პოლიტიკური დისკუსია არის გადართული, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც არ არის არსებითად საინტერესო მოსახლეობისთვის, არ […]

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის გასაკვირი არ არის – ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ

სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას უკრაინის საკითხზე პირველ გლობალურ სამიტში, ღონისძიებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ირაკლი კობახიძე რომ მიეწვია. აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას გაიხსენა მისი და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. „სალომე ზურაბიშვილიც, […]

ღაზის ზავისთვის „შესაძლო ბოლო შესაძლებლობა“ – ბლინკენი ისრაელშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება და ღაზის სექტორში ომის დასრულებას ცდილობს ამბობს, რომ ღაზის ზავისთვის, შესაძლოა, ახლა “ბოლო შესაძლებლობა“ იყოს. ეს ისრაელში ენტონი ბლინკენის რიგით მეცხრე ვიზიტია მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბრის თავდასხმაზე საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. „ეს არის გადამწყვეტი მომენტი – ალბათ საუკეთესო, შესაძლოა უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების შინ დასაბრუნებლად, ცეცხლის […]

უკრაინამ სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე მიიწვია – ხარიშინი

ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი კიევში 11 სექტემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც არის მიწვეული. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს მოწვევა საელჩო საშუალებით გადაეცა. “უკვე გავიხსენე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში; საქართველო მონაწილეობას იღებს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მუშაობაში. წელს, სხვათა შორის, ყირიმის პლატფორმის მე-4 […]

კობახიძე: თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი [ურთიერთობებში], უკრაინის ხელისუფლებაა

ეს განცხადება მან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის ინტერვიუზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. მიხაილო ხარიშინმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა და საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ “როცა ელჩის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება მზადდებოდა, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან, გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა”. ირაკლი კობახიძემ კითხვას კვლავ პროპაგანდით უპასუხა და გაიმეორა, რომ […]