დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას

გამოქვეყნდა მეორე კვარტლის მონაცემები და 3.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც ვინარჩუნებთ 9%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. „ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ზრდა პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, უმუშევრობის დონის შემცირებაზე. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, […]
ალეკო ელისაშვილი – გაერთიანების გადაწყვეტილება პრაგმატულია, რადგან ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა ,,ქართული ოცნება”, ვერცერთი ვერ გადავლახავდით ბარიერს – ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ

გაერთიანების გადაწყვეტილება არის პრაგმატული, რადგან ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა ,,ქართული ოცნება”, ვერცერთი ვერ გადავლახავდით ბარიერს, ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოში” გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. დეპუტატის თქმით, „ლელოსა“ და მას შორის კომუნიკაცია დაიწყო იმით, რომ თვითონ მიწერა ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბადრი ჯაფარიძეს, რის შემდეგაც ერთმანეთს „გაფართოებული […]
სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მაშველები ექვს ადამიანს ეძებენ

სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მაშველები ექვს ადამიანს ეძებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი ბრიტანელი ბიზნესმენი, მაიკ ლინჩია. მაშველებმა ლინჩის მეუღლის, ანჯელა ბაკარესის გადარჩენა შეძლეს. სულ, იახტის, Bayesian-ის ბორტზე, რომელიც შტორმის შედეგად ჩაიძირა, 12 სტუმარი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან იტალიის სანაპირო დაცვამ 15 […]
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას „მეორე ფრონტისკენ“ მოუწოდებდა. პრემიერმა ამის შესახებ ილაპარაკა ჟურნალისტებთან, რომლებმაც მას პრეზიდენტის „ყირიმის პლატფორმაში“ მონაწილეობის შესახებ ჰკითხეს. „სალომე ზურაბიშვილიც არის, სამწუხაროდ, იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე […]
რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი „დინამო არენაზე“ – ლევან კობიაშვილის განმარტება

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ნაკრების მატჩი „დინამო არენაზე“ არ გაიმართება. კობიაშვილი ასაჯაროებს იმ დოკუმენტს, რომელიც სტადიონის ადმინისტრაციისგან ფედერაციამ მიიღო. წერილში საუბარია, რომ ერთ-ერთი იარუსი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, ფედერაციამ კი გადაწყვეტილება სწორედ ამ პასუხზე დაყრდნობით მიიღო. „როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე […]
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

უახლოეს დღებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს […]
იუწყებიან, რომ მოსკოვის პოლიცია მიგრანტებს სამხედრო გაწვევის ცენტრებში რეგისტრაციას აიძულებს

მოსკოვის პოლიციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის მედიაში 18 აგვისტოს გავრცელდა ცნობები, რომ შაბათ-კვირას ჩატარებული საპოლიციო რეიდების შემდეგ, გაწვევის ცენტრებში ათობით მიგრანტი მუშა დაიბარეს. რეიდების მიზანი იყო უკანონო მიგრანტების გამოვლენა და იმის შემოწმება, შესრულებული აქვთ თუ არა რუსეთში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასულ, ამჟამად რუსეთის პასპორტის მფლობელ პირებს ახლახან მიღებული კანონი, რომელიც ახალ მოქალაქეებს სამხედრო რეგისტრაციის ვალდებულებას […]
უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე – ირაკლი კობახიძე

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.7% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. უმუშევრობის კლების მაჩვენებლებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც მთავრობის პოლიტიკა სამუშაო ადგილების შექმნაზე არის ორიენტირებული. ირაკლი კობახიძის თქმით, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პოლიტიკით საქართველოს ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს […]
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას და Vector -ის დრონებს მოიცავს, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, დახმარების ფარგლებში უკრაინა მიიღებს: IRIS-T SLS-is საჰაერო თავდაცვის სისტემას, 155 მმ-იანი კალიბრის 14 ათას ტყვიას, 10 უეკიპაჟო ხომალდს, Vector -ის ტიპის 16 დრონს სათადარიგო ნაწილებით, მასალებს ფეთქებადი ობიექტების […]
ილჰამ ალიევი პუტინთან შეხვედრის შემდეგ – ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები, როგორც ახლო პარტნიორები და მეზობლები

ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები, როგორც ახლო პარტნიორები და მეზობლები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის დებულებები, რომელიც 2022 წლის თებერვალში გაფორმდა, წარმატებით ხორციელდება. ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები, როგორც ახლო პარტნიორები და მეზობლები. მთელი სამხრეთ კავკასიის […]