“ამერიკა, მე შენ მოგეცი ყველაფერი, რაც შემეძლო; მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე” – ბაიდენი

ამერიკა, მე შენ მოგეცი ყველაფერი, რაც შემეძლო – ამ სიტყვებით მიმართა ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კამალა ჰარისსა და მისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატს: „გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის. მათ ესმით, რომ ამერიკა უნდა იყოს შესაძლებლობების ადგილი არა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანისთვის, არამედ ყველა […]
ალიევმა პუტინი ბაქოში “მერსედესით” გაასეირნა – მედია

პუტინის ბაქოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტი პირადად გაასეირნა ბაქოს “თეთრ ქალაქში” “მერსედესით”, – წერენ რუსული და აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები და ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებენ. ვლადიმერ პუტინმა ბაქოში პირდაპირი და გაფართოებული შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მთავრობასთან. ოფიციალური ცნობით, ვიზიტის ფარგლებში რიგი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო და განათლების სფეროებში.
მარიო რუი “ნაპოლის” ტოვებს – პორტუგალიელის ახალი კლუბი ცნობილია

“ნაპოლის” განაპირა მცველი მარიო რუი კარიერას “სან პაულოში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას “ნაპოლისთან” დაახლოებული ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს. წყაროს ცნობით, 33 წლის პორტუგალიელმა ბრაზილიურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და უახლოეს პერიოდში ტრანსფერი გაოფიციალურდება. შეგახსენებთ, რუი “ნაპოლის” 2017 წელს, “რომადან” შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში მარიომ “პარტენოპეის” მაისურით ყველა ტურნირზე 227 მატჩი გამართა, თავი კი […]
ჯო ბაიდენი – ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი – გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის კამალა ჰარისისა და ტიმ უოლცის კამპანიისთვის საუკეთესო მოხალისე იქნება. „გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა ჩიკაგოში, დემოკრატიულ პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. „მათ ესმით, რომ ამერიკა უნდა იყოს შესაძლებლობების ადგილი არა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანისთვის, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა. მან 2021 წლის […]
თინა ბოკუჩავა – ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ და ახალ ხარისხში გადავიყვანოთ აშშ-სთან ურთიერთობები, შემოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები და მივიღოთ უვიზო მიმოსვლა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კოალიციის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში იმყოფება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბოკუჩავა ვიზიტის ფარგლებში დემოკრატიული პარტიის კონგრესს დაესწრება, რომელზეც კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად წარადგენენ. მათივე ცნობით, დემოკრატიული პარტიის კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახსნის. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, […]
ლანჩხუთში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ქალაქ ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ. „ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის […]
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ გაშვებული 25 დრონი და 3 რაკეტა გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 25 დრონი და 3 რაკეტა გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 26 დრონი და 5 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა Shahed-131/136-ის ტიპის 25 დრონი, „ისკანდერ-კ“-ის ტიპის 1 ფრთოსანი რაკეტა და 2 X-59 მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინელებმა […]
ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს: “2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს […]
20-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 […]
„ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში 14%-იანი უმუშევრობა პანიკის ტოლფასია“ – ეკონომისტი

2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში […]