ახალციხეში, ნუცა ბუზალაძის კონცერტის დროს “კოალიცია ცვლილებებისათვის” წევრი დააკავეს

ახალციხეში, ნუცა ბუზალაძის და ესტრადის სხვა მომღერლების კონცერტის მიმდინარეობისას “კოალიცია ცვლილებებისათვის” წევრი დავით ახალკაცი დააკავეს. დაკავების მიზეზი გახდა დავით ახალკაცის ხმამაღალი შეძახილი, რომ ის “სცენაზე მონას ელოდებოდა”. ახალკაცსა და კონცერტზე მყოფ მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მათთან ახალციხის მერის მოადგილე, ვაჟა გაჩეჩილაძე მივიდა და კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და […]

ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) ვებგვერდზე 20 დეკემბერს გამოქვეყნებული პრესრელიზის სათაურშივე გამოთქმულია “შეშფოთება ამომრჩეველთა მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე” და ის კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს. თუკი 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო […]

შვედეთის საგარეო ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ეს EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტანდარტი არ არის

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის კრიტიკულ ანგარიშსს ეხმაურება და წერს, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის შესაფერისი სტანდარტი არ არის. “OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულია და ადასტურებს მის წინასწარ დასკვნებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით”, – ვკითუხლობთ განცხადებაში.

ეუთო/ოდირი – პროცედურულად საარჩევნო დღე მთლიანობაში კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი და ამომრჩევლების, ისევე როგორც მოქალაქე დამკვირვებლების ფართოდ გავრცელებული დაშინებით

პროცედურულად საარჩევნო დღე მთლიანობაში კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი და ამომრჩევლების, ისევე როგორც მოქალაქე დამკვირვებლების ფართოდ გავრცელებული დაშინებით, – ამის შესახებ ეუთო/ოდირი საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშში წერს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ODIHR-ის დამკვირვებლებმა აღნიშნეს ამომრჩევლებზე ზეწოლის მრავალი ნიშანი, ცნობები, რომ ბევრი ამომრჩეველი გრძნობდა ზეწოლას, მმართველი პარტიის სტრუქტურებისა და დაკავშირებული პირების მხრიდან […]

მუსიკალურმა ტურიზმმა შესაძლოა 2032 წლისთვის 13.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს

2023 წლის მონაცემებით, მუსიკალური ტურიზმის ბაზარი 6.6 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული და მოსალოდნელია, რომ 2032 წლისთვის 13.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაშია აღნიშნული. მიმოხილვის თანახმად, გლობალური ტენდენციების კვალდაკვალ, ღონისძიებების და მუსიკალური ტურიზმი საქართველოშიც სულ უფრო მეტად გამორჩეული მიმართულება ხდება. მაგალითად, Starring Georgia-ს ორწლიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს 125 000-მდე […]

თბილისის მერი 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში 24 დეკემბერს წარადგენს

2025 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძე 24 დეკემბერს წარადგენს. აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, გრიგოლიამ საკრებულოს ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ სხდომაზე მივიდნენ და თავიანთი ვალდებულება შეასრულონ. „თბილისის მერის, კახა კალაძის მოსმენა 24 დეკემბერს იგეგმება. თბილისის მერი 24 დეკემბერს საკრებულოში მოვა და განვიხილავთ მიმდინარე საკითხებთან […]

ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც არის ძალიან სამწუხარო – ირაკლი კობახიძე

ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც არის ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკომისიის საბჭოსადმი მიმართვას ეხებოდა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. „ცალსახად, ეს არის ანტიქართული ნაბიჯი. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც ძალიან დასანანია. რა […]

ეუთო/ოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იყო არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება რადიკალურ ოპოზიციაში, ამ შემთხვევაშიც ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას

ეუთო/ოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იყო არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება რადიკალურ ოპოზიციაში, ამ შემთხვევაშიც ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ეუთო/ოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილ იქნა უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც, – […]

კობახიძე ირწმუნება, რომ ეუთო/ოდირი “არჩევნებს აღიარებს”

ირაკლი კობახიძე 26 ოქტომბრის არჩევნბეთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის კრიტიკულ ანგარიშსს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეუთო-ოდირი ისევე, როგორც ქართული საზოგადოება არჩევნებს აღიარებს. კობახიძის მტკიცებით, OSCE/ODIHR-ის დასკვნიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული იყო. “მთლიანობაში ხედავთ, რომ ეუთო-ოდირი აღიარებს არჩევნებს, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს. ეს არის მთავარი. პირველი, ვინც აძლევს ლეგიტიმაციას არჩევნებს, ეს არის ქართველი ხალხი, თქვენ […]

ლატვიაში შესვლა „ოცნების“ კიდევ 13 წარმომადგენელს აეკრძალება

ლატვია სავიზო შეზღუდვებს უწესებს „ოცნების“ კიდევ 13 წარმომადგენელს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე წერს. „მე შევიყვანე საქართველოს 13 მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატა სიაში, რითაც მათ ლატვიაში შესვლა აეკრძალება“, — ნათქვამია მის განცხადებაში. მანამდე ბალტიის ქვეყნებმა უკვე დაუწესეს სანქციები „ოცნების“ წარმომადგენლებს, აშშ-მა კი ფინანსური სანქციებიც დაუწესა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.