ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც ძალიან სამწუხაროა

ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც არის ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკომისიის საბჭოსადმი მიმართვას ეხებოდა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. „ცალსახად, ეს არის ანტიქართული ნაბიჯი. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც ძალიან დასანანია. რა […]

მამუკა ხაზარაძე – ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!

ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეუთო/ ოდირის საბოლოო ანგარიშს ეხმაურება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირის ანგარიშში არ არის ნახსენები სიტყვები: „სამართლიანი და თავისუფალი და ეს არის არაღიარება“. „საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა! ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე […]

ლატვია ქვეყანაში შესვლას საქართველოს კიდევ 13 მოქალაქეს უკრძალავს

მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ლატვიაში ფიზიკური პირების შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა”, – აცხადებს ბაიბა ბრაჟე. განცხადება გაავრცელა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ საგარეო […]

ვინ ჩაითვლება ტურისტული საქმიანობის სუბიექტებად, რომელთაც რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მომავალი წლიდან ტურისტული საქმიანობის სუბიექტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება ექნებათ. აქვე დაზუსტებულია, თუ ვინ ჩაითვლება კანონის მიხედვით ტურისტული საქმიანობის სუბიექტად. „შეგახსენებთ, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელსაც […]

პროტესტის ურბანული გავლენა

თბილისს არაერთი საპროტესტო გამოსვლა უნახავს — აქციები, რომელთა შედეგადაც შეიცვალა, განახლდა და გაუმჯობესდა ქვეყნის პოლიტიკური ტრაექტორია. თუმცა, საგულისხმოა, რომ მოქალაქეთა პროტესტმა გავლენა იქონია ქალაქის ურბანულ ხასიათზეც. აქციები ტარდებოდა მთავრობის სახლთან, პარლამენტთან, თავისუფლების მოედანზე, უნივერსიტეტებთან და იპოდრომზეც კი. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ ზოგიერთი ლოკაცია კონკრეტულ მოვლენებთან ასოცირდება. ფოტოხელოვანი, გურამ წიბახაშვილი ერთ-ერთია, ვინც საკმაოდ ბევრ საპროტესტო გამოსვლაში […]

“რა მოუვა განათლების სისტემას” – ქეთი ქურდოვანიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას ეხმაურება

ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის [EQAR-ის] წევრობის შეჩერებას ეხმაურება. “რა მოუვა განათლების სისტემას: 1. გაუუქმდება ყველა ევროპულ და ამერიკულ სკოლას უცხოური აკრედიტაცია 2. ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტს გააუქმდება საერთაშორისო სტატუსი 3. დაირღვევა ჩვენი მონაწილეობა ბოლონიის პროცესში 4. შეჩერდება ყველა უცხოური საგანმანათლებლო პროგრამა 5. შეჩერდება ყველა […]

“კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს” – პრეზიდენტი OSCE/ODIHR-ის ანგარიშს აფასებს

“კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს”, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი OSCE/ODIHR-ის საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საბოლოო ანგარიშს. “კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი, რადგან ამ არჩევნებმა საქართველო ღრმა კრიზისში ჩააგდო”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ვახტანგ გომელაური, რომელიც მაგნიტსკის სიაში მოხვდა, ივანიშვილმა “ვიცე-პრემიერად” დანიშნა

ვახტანგ გომელაური, რომელიც მაგნიტსკის სიაში მოხვდა, ივანიშვილმა არალეგიტიმური მთავრობის ვიცე-პრემიერადაც დანიშნა. ასე უპასუხა რეჟიმმა ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრის უმკაცრეს სანქციებში შეყვანას. მაგნისტკის სია აერთიანებს უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ პირებს. ამ ეტაპზე იქ უკვე ოლიგარქის 6 წარმომადგენელია. ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი გომელაური უკვე არაერთი ქვეყნის სანქციებში მოხვდა, მაგრამ მაგნისტკის სია ყველაზე მძიმეა. ამერიკული კანონის მიხედვით, ეს პირის […]

ბაიბა ბრაჟემ პერსონა ნონ გრატთა სიაში საქართველოს კიდევ 13 მოქალაქის შეყვანა გადაწყვიტა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ლატვიის რესპუბლიკისთვის პერსონა ნონ გრატთა სიაში საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შეიყვანოს. “მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის პერსონა ნონ გრატთა სიაში. ლატვიაში პირთა შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დგინდება”, – წერს ბრაჟე X-ზე.

შვედეთის საგარეო უწყება – ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გამოქვეყნებულია და წინასწარ დასკვნებს ადასტურებს – ეს არაა სტანდარტი, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით

ეუთო/ოდირმა საქართველოს არჩევნებზე საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, ესა არაა სტანდარტი, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით, – ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ახლა გამოქვეყნებულია და წინასწარ დასკვნებს ადასტურებს. ეს არაა სტანდარტი, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით,” – ნათქვამია განცხადებაში.