შალვა პაპუაშვილი – ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაამსხვრია მითი ბიულეტენების მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ

ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაამსხვრია მითი ბიულეტენების მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. „ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, ენჯეოები და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ: საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე […]
რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, რუსული აქტივებიდან 500 მილიონი ევრო შესთავაზა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას 500 მლნ ევრო შესთავაზა რუსული აქტივებიდან, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ. ამის შესახებ „პოლიტიკო“ იუწყება. როგორც სტატიაში ნათქვამი, რობერტ ფიცო ევროკავშირის სამიტზე უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეთანხმების გაგრძელებას ითხოვდა. საპასუხოდ, ზელენსკიმ გააკრიტიკა სლოვაკეთი და განაცხადა, რომ „სამარცხვინოა ფულზე საუბარი, როდესაც უკრაინა ადამიანებს კარგავს“. მოგვიანებით, […]
არმაგედონი დასახეს, მაგრამ კანონი მოქმედებს და არაფერი ხდება, საქმიანობა ჩვეულებრივ მიდის – შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე

არმაგედონი დასახეს, მაგრამ კანონი მოქმედებს და არაფერი ხდება, საქმიანობა ჩვეულებრივ მიდის – შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ამ კანონთან დაკავშირებით, არმაგედონი დასახეს, თითქოს ეს იქნებოდა ყველაფრის დასასრული – ეს კანონი მოქმედებს, კვლავ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თუ სოფელში ვიღვიძებთ და ეს ქვეყანა გეოგრაფიულად არსად გადაადგილებულა – არაფერი ხდება და საქმიანობა ჩვეულებრივ მიდის,- ამის შესახებ […]
ემანუელ მაკრონმა ციკლონით დაზარალებულ მაიოტის მცხოვრებლებთან კამათისას უცენზურო ლექსიკა გამოიყენა – Guardian

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ციკლონით დაზარალებულ მაიოტის მცხოვრებლებთან კამათისას უცენზურო ლექსიკა გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. როგორც ბრიტანული მედიასაშუალება წერს, მაკრონი სიტყვიერად დაუპირისპირდა მაიოტის მცხოვრებლებს, რომლებიც გასულ კვირას ციკლონ „ჩიდოს“ შემდეგ კვლავ წყლის გარეშე რჩებიან. მან გაბრაზებულ ხალხს უთხრა: „საფრანგეთი რომ არა, 10 000-ჯერ უფრო დიდ ქაქში იქნებოდით“. მაკრონის გამონათქვამებმა საფრანგეთში მწვავე კრიტიკა გამოიწვია […]
ტრამპი ევროკავშირს მოუწოდებს აშშ-ის ნავთობისა და გაზის შეძენით დეფიციტი დაფარონ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს მოუწოდებს, აშშ-ის ნავთობისა და გაზის დიდი მასშტაბის შეძენით შეერთებული შტატების წინაშე არსებული უზარმაზარი დეფიციტი დაფარონ. როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში „სულ ტარიფები იქნება“. „მე ვუთხარი ევროკავშირს, რომ უნდა დაფარონ თავიანთი უზარმაზარი დეფიციტი შეერთებულ შტატებთან, დიდი მასშტაბით ჩვენი ნავთობისა და გაზის შეძენით. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ტარიფები იქნება!“, […]
“ამ ეტაპზე ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია” – დონარუმა პსჟ-ს დატოვებს?

“პარი სენ ჟერმენის” მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს. დონარუმას აგენტის, ენცო რაიოლას თქმით, ამ ეტაპზე პარიზულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საუბარი შეჩერებულია. “ახალი კონტრაქტი პსჟ-სთან? ჯერჯერობით მოლაპარაკებები შეჩერებულია. ვნახოთ რა იქნება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დაბრუნება სერია A-ში? ფეხბურთში არასოდეს თქვა არასოდეს, თუმცა ამ ეტაპზე ჯიჯი მთლიანად “პარი სენ ჟერმენზეა” კონცენტრირებული”, – […]
შალვა პაპუაშვილი – დიდიე რეინდერი, რომლის წინააღმდეგაც დღეს გამოძიება მიდის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, 1-ელ დეკემბრამდე იყო ევროკომისარი მართლმსაჯულების საკითხებში – ეს ფაქტი ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი დასტურია

ბატონი ბერსზე, ვინც შვეიცარიის პრეზიდენტი იყო ორჯერ, შვეიცარიის პარლამენტის წევრი იყო წლების განმავლობაში და არის ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ამ ადამიანს აბრალებენ რუსეთის აგენტობას და გეტყვით, რატომაც აბრალებენ. „ნაციონალურმა მოძრაობა“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იყო და მის წინააღმდეგ მისცა ხმა, როდესაც არჩევნები იყო და იცით ვის დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“? – ბატონ დიდიე რეინდერს, – ამის […]
გიორგი სიორიძე – შავი დღე ცესკოსთვის, შავი დღე „ქართული ოცნებისთვის“ – ეს ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც კი ეუთო/ოდირს ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია

შავი დღე ცესკოსთვის, შავი დღე „ქართული ოცნებისთვის“ – ყველაზე მძიმე დასკვნა, რაც კი ეუთო/ოდირს ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით დაუდია,-ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ წევრი, გიორგი სიორიძე ეუთო/ოდირის დასკვნას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. სიორიძის თქმით, ოდირის რეკომენდაციებში ასახულია ყველა ის პრობლემა, რაზეც საუბარი ხანგრძლივად მიმდინარეობდა. „ეუთოს რეკომენდაციებით, მომავალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს არც ამ კანონმდებლობით და არც […]
მარკო მიხელსონი – ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ

ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ, – ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს. „პირველ რიგში, ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ“, – წერს მარკო მიხელსონი.
ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყოფილა” – გიორგი ფანგანი ენერგეტიკოსების გუშინდელ მარშზე

ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყოფილა” – გიორგი ფანგანი ენერგეტიკოსების გუშინდელ მარშზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი გუშინ ჩატარებულ ენერგეტიკოსთა საპროტესტო მარშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს “საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო”. “გუშინ ჩატარებულა ენერგეტიკოსთა მარში, არ დამეზარა და ყველა გამოშვებას ვუყურე. პომპეზურად გამოაცხადეს ეს ის ხალხია ვისი წყალობითაც […]