“სიტის” კრიზისი გრძელდება – გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მესამედ დამარცხდა

პრემიერლიგის მე-17 ტურის გახსნით შეხვედრაში “ასტონ ვილამ” “მანჩესტერ სიტი” შინ 2:1 დაამარცხა. გვარდიოლას გუნდისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხი იყო. მატჩი თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მე-16 წუთზე ანგარიში ჯონ დურანმა გახსნა. “სიტი” გააქტიურდა, თუმცა “ქალაქელებმა” ანგარიშის შემცირება ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმში “ბირმინგემელებმა” მეტოქის კართან შეტევები გააგრძელეს, 65-ე წუთზე მორგან როჯერსმა საგოლე პასს გოლიც მიუმატა, 90+3 წუთზე […]
ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის სულისკვეთება შემდეგია – საქართველოში არჩევნები შედგა, ყველა მხარე ვალდებულია, მიიღოს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგი და მოემზადოს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის სულისკვეთება შემდეგია – საქართველოში არჩევნები შედგა, ყველა მხარე ვალდებულია, მიიღოს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგი და მოემზადოს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის დასკვნაში საუბარია არჩეულ მთავრობაზე, არჩეულ ახალ პრეზიდენტზე და არჩეულ პარლამენტზე, დიახ ეუთო ოდირმა აღიარა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომელიც ვალდებულია დაემორჩილოს ხალხის ნებას და პარლამენტში შევიდეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი […]
“მე ვიყავი ენერგეტიკოსების აქციაზე!” – ზურაბ კაპანაძე ფანგანს პასუხობს

რუსთავის ელექტროტექნიკური კომპანია “რეტკოს” (Retco) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ კაპანაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის, გიორგი ფანგანის, პასუხად, სოციალურ ქსელში წერს, რომ 20 დეკემბერს იმყოფებოდა ენერგეტიკოსების მარშზე, სადაც, კაპანაძის თქმით, იყვნენ ასევე არაერთი კომპანიის თანამშრომლები. გიორგი ფანგანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მარშზე “ენერგეტიკის სექტორიდან არავინ ყიფილა და ეს უფრო საცირკო […]
სლოვაკეთი იმედოვნებს, რომ უკრაინის გავლით რუსულ გაზს ისევ მიიღებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აწარმოებს „ძალიან ინტენსიურ“ მოლაპარაკებებს, რათა 2025 წელს უკრაინაზე გავლით რუსული გაზის ტრანზიტი გაგრძელდეს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება. „ჩვენ ძალიან ინტენსიურ საერთაშორისო მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ 2025 წელს გაზის მიწოდების საკითხზე“, – აღნიშნა ფიცომ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან დასავლეთი გაზის ტრანზიტზე ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სლოვაკეთი „ვერ ხედავს […]
ზურაბიშვილი: გადავდივართ ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა, რასაც ჰქვია ახალი არჩევნები

ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნის, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა. ყველა ქვეყანაში, რომელსაც გამოუვლია ასეთი კრიზისი, ყველამ იცის, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ […]
აშშ-მ სირიის ახალი ლიდერის დაკავებაზე $10 მილიონის ჯილდო გააუქმა

აშშ-მ სირიის დეფაქტო ლიდერის, აჰმედ ალ შარაას დაკავებაზე $10 მილიონის ოდენობის ჯილდო გააუქმა, მას შემდეგ, რაც ამერიკელი დიპლომატები ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) წარმომადგენლებს შეხვდნენ. სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ბარბარა ლიფმა დისკუსია შეაფასა, როგორც “ძალიან პროდუქტიული”. აშშ-ის დელეგაცია სირიის დედაქალაქ დამასკოში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ჰაიათ თაჰრირ ალ-შამისმა დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი დაამხო. თუმცა, ამჟამად ორგანიზაცია აშშ-ის ტერორისტულ […]
ზივზივაძემ გოლით და საგოლე გადაცემით “კარლსრუეს” გამარჯვება მოაპოვებინა და გაალიდერა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეჩვიდმეტე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „პადერბორნი“ 2:1 დაამარცხა. სტუმრები ბუდუ ზივზივაძის პასით ვეტერანმა მარჯვენა მცველმა სებასტიან იუნგმა დააწინაურა. შემდეგ კი ზივზივაძემ მეკარე მარკუს შუბერტს ბურთი აართვა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, შესვენებაზე გასვლის წინ მასპინძლებმა პენალტით სხვაობა შეამცირეს. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინრეობდა, „კარლსრუე“ რამდენიმეჯერ გადაარჩინა მეკარე მაქს ვაისმა. „პადერბორნს“ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. […]
OSCE/ODHIR-ის დასკვნა ახალი არჩევნებისთვის კიდევ ერთი საფუძველია – სადამკვირვებლო ორგანიზაციები

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ “უკიდურესად კრიტიკულია” საბოლოო ანგარიში, რომელიც OSCE/ODHIR-მა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი მათთვის კიდევ ერთი საფუძველია, რომ “საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს”. “[ანგარიში] დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს”; “თანხვედრაშია ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნებზე გაკეთებულ ძირითად მიგნებებთან და შეფასებებთან, – აღნიშნავენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, 21 დეკემბერს […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ქვეყანას თავიდან ააცილა „მთავრობის დახურვა“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 20 დეკემბერს, გვიან, მიიღო კანონპროექტი, რის საშუალებითაც თავიდან იქნა აცილებული შუაღამის შემდეგ „მთავრობის დახურვა“ მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მოთხოვნისა, დაემტკიცებინათ სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდა. კანონპროექტს 366 წარმომადგენელი მიემხრო, წინააღმდეგი იყო – 34. ახლა ეს კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რათა გაეგზავნოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი მას ხელს […]
ეუთო/ოდირის დასკვნა სანქციების, არაღიარების და პროტესტის საფუძველს აღრმავებს – გრიგოლ გეგელია

“ეუთო/ოდირის დასკვნამ არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გააღრმავა ქვეყნის შიგნით მშვიდობიანი, დემოკრატიული პროტესტის საფუძველი, ხოლო ქვეყნის გარეთ – თვითმარქვია რეჟიმის არაღიარებისა და დამატებითი სასანქციო ზომების მიღების საფუძვლები,” – ასე ფიქრობს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი, გრიგოლ გეგელია. მისი აზრით, სწორედ ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო აქტორის პირველი გამოხმაურება ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელმაც მხოლოდ განამტკიცა ცივილიზებული მსოფლიოს წუხილი რუსული ბანდ-ფორმირების მიერ […]