რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას […]
ჩეხების ჩაწოდებები და “კვარა” მათი მთავარი საფიქრალი – ევროპის ჩემპიონობა, პანენკას პენალტი…

“ერთა ლიგას” ჩეხეთის ნაკრების მასპინძლობით ვიწყებთ. ევრო 2024-ზე მათ ისტორიაში პირველად შევხვდით და დავინახეთ, ფიზიკურად ძლიერი და ათლეტური გუნდია. თუკი ჩეხოსლოვაკიის ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი იყო, 1960 წლის ევროპირველობაზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტრიუმფი სამმა ქართველმა იზეიმა – გივი ჩოხელმა, სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა (ფინალში მეტრეველმა გაიტანა, მესხმა საგოლე პასი შეასრულა)… 1976 წელს ჩეხოსლოვაკიამ ბევრი შეძლო. […]
უკრაინის ვიცე-პრემიერები თანამდებობებს ტოვებენ

უკრაინის ვიცე პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, განცხადებები ერთ-ერთ მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილება. „გადატვირთვა. მთავრობაში თითქმის სამი წლის შემდეგ, დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ […]
ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია, დაშავებულია 35 ადამიანი

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 35 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ლვოვის საკრებულოს დეპუტატმა იგორ ზინკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში 50-ზე მეტი სახლი, ასევე 2 სამედიცინო დაწესებულება და 2 […]
ექსპერტიზის დასკვნით, გლდანში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული შეურაცხადია – 26 წლის ბიჭის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა, ის მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის

გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეურაცხადია. შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. გამხიტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გამხიტაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, მის ქმედებას ვერ აცნობიერებდა. „ბრალდებული […]
საზოგადოება „ქართული“ ეკლესიის შესახებ საკონსტიტუციო დებულებას მიესალმება

საზოგადოება „ქართული“ ეკლესიის შესახებ კონსტიტუციაში ახალი დებულების შეტანას მიესალმება და აცხადებს, რომ „ქართულ ეკლესიასა და სახელისუფლო გუნდს შორის მიღწეული კონსენსუსი, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს – „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“, არის აუცილებელი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკორდატმა ქართული ეკლესიის ისტორიული როლი გამოკვეთა და არ განუსაზღვრავს თანამედროვეობაში მისი ადგილი, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით გახდება შესაძლებელი. „ამ დღეებში საზოგადოებრივი […]
ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზის პარალიმპიადის მეექვსე დღეს საქართველომ პარალიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა – ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი (კატეგორია A) ბრინჯაოს პრიზიორია. მან ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი ბრიანა ვიდე ანგარიშით 15:11 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილი პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც ორ სხვადასხვა პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო – ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე […]
პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მან ფრანგი პარამოფარიკავე დაძაბულ ბრძოლაში 15:11 დაამარცხა.
ქარელის მუნიციპალიტეტში, 28 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ქარელის მუნიციპალიტეტში, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს, 56 და 65 წლის ემზარ და ელგუჯა მედოშვილებს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა მიიღო. სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, კერძოდ კი, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა, ადვოკატი […]
ბორჯომის ტყეში, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომის ტყეში, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები თბილისიდანაც ჩავიდნენ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გუშინ დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა.