ლაშა ბაქრაძე უარყოფს, რომ „ოცნების“ წევრ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბაქრაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მას ოპოზიციისა და მმართველი ძალის ქალები არ დაუპირისპირებია ერთმანეთთან, არანაირი სექსუალური კონოტაციით არ მიუყენებია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ქალებისთვის შეურაცხყოფა და კონკრეტულად ქალები საერთოდ არც უგულისხმია. „შეუძლებელია, რომ ჩემს სიტყვებს ასეთი ინტერპრეტაცია მიეცეს. უბრალოდ ჩამოვთვალე, რომ ჩვენ მხარეს ასეთი საინტერესო ქალები გვყავს და მეორე მხარეს, საერთოდ […]

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი – უკრაინის ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ ახალი ენერგიაა საჭირო – გადადგნენ შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირები – რუსეთისგან დასაცავად დიდი რაოდენობით შეიარაღებაა საჭირო

სავარაუდოდ, უკრაინის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ახლა ახალი ენერგიაა საჭირო, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებებს. როგორც ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკრაინის ხელმძღვანელობას აქვს ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი, შეარჩიოს ახალი სახეები შესაბამის თანამდებობებზე, რომელიც ქვეყანას რუსეთთან მიმდინარე ომში წაადგება. „მართალია, მიზეზების თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუ რატომ გადადგა ერთდროულად ამდენი მინისტრი, მაგრამ […]

გურიის რეგიონში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გურიის რეგიონში, წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 115 მილიონ ლარს შეადგენს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაასახელა პოლტავასა და ლვოვზე განხორციელებული თავდასხმის სამიზნეები

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 4 სექტემბრის ანგარიშს აქვეყნებს, უწყების შეტყობინებაში ნახსენებია 3 სექტემბერს პოლტავაში განხორციელებული თავდასხმა, უკრაინული მხარის ინფორმაციით კავშირგაბმულობის სამხედრო ინსტიტუტის ერთი შენობის დაბომბვისას, უკანასკნელი ცნობებით 51 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთის შეარაღებულმა ძალებმა “მაღალი სიზუსტით დაარტყეს” უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე ერთობლივ სასწავლო ცენტრს ქალაქ პოლტავაში. სადაც მათი მტკიცებით, უცხოელი ინსტრუქტორები კავშირგაბმულობისა და […]

ახალდაბის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლს 4 სექტემბრის დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი აქრობდა. პროცესში ჩართული იყო 150 მეხანძრე-მაშველი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძრის ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და “მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება”. ისინის ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. […]

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის ბირთვული დოქტრინის განახლებას მოითხოვს არსებული დღის წესრიგი და მდგომარეობა, რომელიც დასავლეთის ქმედებების შედეგად წარმოიქმნა

რუსეთის ბირთვული დოქტრინის განახლება განპირობებულია არსებული დღის წესრიგით, რომელიც დასავლეთის ქმედებების შედეგად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა. “ბირთვული დოქტრინის ამ განახლებას მოითხოვს არსებული დღის წესრიგი და მდგომარეობა, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ქმედებების შედეგად წარმოიქმნა“, – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 1-ელ სექტემბერს […]

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა საქართველოს კულტურის დეკლარაციას ხელი მოაწერეს

კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული. კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა ქართული კულტურა, უნდა დასრულდეს. საჭიროა რეფორმები, სფეროს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, სახელოვნებო ინსტიტუციების მდგრადობის სტიმულირება და, სწორედ კულტურით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაზრდა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მათი ცნობით, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ქართველი ხელოვანების საინიციატივო […]

ყოველთვიური შრომის ბიულეტენი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით

შრომის ბიულეტენი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პასუხობს შეკითხვაზე – რამდენად კანონიერია ერთი წლით დადებული შრომითი ხელშეკრულება მოიცავდეს სამთვიან გამოსაცდელ ვადასაც? საქართველოს შრომის კოდექსი ორი ტიპის შრომით ხელშეკრულებას არეგულირებს: · ჩვეულებრივი, კლასიკური შრომითი ხელშეკრულება. · გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება (სპეციალური შრომითი ხელშეკრულება). სშკ-ის მიხედვით, გამოსაცდელი ვადა ცალკე ხელშეკრულების სახეა და მომწესრიგებელი ნორმებიც ინდივიდუალურია. ნორმატიული არსი […]

უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი

უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ასე ვთქვათ ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი – არჩევნების დისკრედიტაცია-დელეგიტიმაცია. იგივე მიზანი იქნა არტიკულირებული თან რამდენჯერმე 2-3 სექტემბერს თბილისში გამართულ „საერთაშორისო ომის პარტიის“ მესამე ეშელონის და მათი აქაური აგენტურის შაბაშზე სახელით „გარდამტეხი წელი.“ – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი […]