ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ემანუელ მაკრონმა მიშელ ბარნიეს, რომელიც „ბრექსითის“ საკითხზე ევროკავშირის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელია, მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა. შეგახსენებთ, საფრანგეთში, ეროვნული ასამბლეის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ჩიხი შეიქმნა. მემარცხენე პარტიების კოალიციამ, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ […]

ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება „ვალდებულების ბალანსით“ ახსნა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არაა გამწვავება, არამედ საუბარია „ბალანსის დაცვაზე იმ ვალდებულებებში, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებმა იკისრეს“. „ამას არ ვუწოდებდი გამწვავებს, რომ დავუბრუნდეთ თემას, რომელზეც ახლახან ვსაუბრობდით: ეს მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა. არის შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებულია პრეზიდენტების მიერ, დამტკიცებულია ორი ქვეყნის მთავრობების […]

“შემოსული შეტყობინებების 60% ილია თოფურიას ბრძოლისთვის შექმნილ პაკეტზეა” – რა ღირს საგზური?

შემოსული შეტყობინებების 60% ილია თოფურიას ბრძოლისთვის შექმნილ პაკეტზეა, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travelfy-ს გაყიდვების ხელმძღვანელმა, მარიამ დგებუაძემ BM.GE-სთან ისაუბრა. UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ, ილია თოფურიას ტიტულის პირველად დაცვა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ მოუწევს. შეხვედრა 26 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, ტურნირში UFC 308 გაიმართება. დგებუაძის ცნობით, კომპანია ჩემპიონატზე დასწრების მსურველებს 3-დღიან საგზურს სთავაზობს, რომელიც ავიაბილეთებს, სასტუმროში განთავსებასა და […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მუნიციპალიტეტში, მსხალდიდში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. კომპანიის ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში, მუხათგვერდსა და სოფელ გლდანში, აგრეთვე ჯვრის ასახვევთანაც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ასევე, 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მილახვრიანი, ბაზალეთის ტბა, ვარსიმაანი, საშაბურო, პირმისაანი, გრიგოლაანთკარი და […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6972 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6972 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6972 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6956 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9931 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9792 ლარს შეადგენდა. […]

აფხაზი ოპოზიციონერები რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაში ე.წ. ხელისუფლებას ადანაშაულებენ

აფხაზი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ აფხაზეთისა [დე ფაქტო] და რუსეთის ურთიერთობების კრიზისის გამომწვევი მიზეზს ე.წ. ხელისუფლების უყურადღებო დამოკიდებულება საკუთარი ვალდებულებებისა და მიმდინარე პრობლემების მიმართ წარმოადგენს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა და ოპოზიციონერმა ერიკ აშუტინმა განაცხადა, რომ ოპოზიცია არ მოქმედებს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საზიანოდ. “აფხაზეთის სახალხო მოძრაობის” ლიდერმა და ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის [დე ფაქტო] […]

მძიმე დაავადებების მქონე პაციენტები წამლებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრას პრემიერისგან მოითხოვენ

სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მეორე დღე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა. აქციის მონაწილეებმა დღეს, 5 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სახელზე განცხადება შეიტანეს. ისინი პრემიერს საკითხით დაინტერესებას, ასევე ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებისთვის ეფექტიანი ნაბიჯების დროულად გადადგმას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ 10 სამუშაო დღის […]

„უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად“ რეგისტრაციის სურვილი 476-მა ორგანიზაციამ გამოხატა – საჯარო რეესტრი

„რუსული კანონის“ რეესტრში საკუთარი ნებით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა – ამის შესახებ bm.ge-ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს 18:00 საათზე უნდა ამოწურულიყო. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თამარ ტყეშელაშვილის “იმედის” ეთერში გაკეთებული განცხადების მიხედვით, იმ დროისთვის საჯარო რეესტრს უცხო ძალის ინტერესის გამტარად რეგისტრაციისთვის 469 ორგანიზაციამ მიმართა, თუმცა საჯარო რეესტრის ფილიალებში რეგისტრაციის მსურველთა დიდი რიგი […]

გიორგი კაპანაძე – ის, რასაც „ქართული ოცნება“ წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით აკეთებს, არის პოლიტიკური და მორალური უნამუსობა, პოლიტიკური და მორალური ფსკერი

ის, რასაც „ქართული ოცნება“ წყალტუბოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით აკეთებს, არის პოლიტიკური და მორალური უნამუსობა, პოლიტიკური და მორალური ფსკერი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ადამიანის ტრაგედია პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს წყალტუბოში, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანის ო ჯახს. ხაზგასმით […]

პუტინი: რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარების შეჭრას გავლენა არ მოუხდენია „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარების შეჭრას გავლენა არ მოუხდენია მოსკოვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ (კრემლი ასე უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს). რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთ ევრაზიის ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ კურსკის ოლქში ჯარების გაგზავნით უკრაინამ დაასუსტა თავისი ძალები დონბასის ოლქში, სადაც რუსეთის ჯარებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს უკანასკნელ […]