ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს – ყოველი დღე და საათი, როცა თქვენ არ აჩერებთ „რუსული კანონის“ მოქმედებას, გაჩერებულია ევროპული ინტეგრაცია – გაქვთ ვალდებულება, დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება

დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი, ამიტომ აღასრულეთ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და იმოქმედეთ საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მისი თქმით, საქართველო ყოველ დღე ძალიან დიდ ფასს იხდის, როდესაც ქვეყანა ცხოვრებას არა ქართული კონსტიტუციით, არამედ “რუსული კანონით” აგრძელებს. “ერთი კვირა […]

თეთრი სახლი – ბატონმა პუტინმა ჩვენს არჩევნებზე საუბარი და მასში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, წერტილი

ბატონმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენს არჩევნებზე საუბარი, წერტილი. მან, ასე თუ ისე, უპირატესობა არავის უნდა მიანიჭოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობას კამალა ჰარისს ანიჭებს. „ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება შეერთებული […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჰელსინკში ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს იუჰან დამსკის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჰელსინკში ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს იუჰან დამსკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ და იუჰან დამსკიმ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. […]

აფხაზურ-რუსული ურთიერთობები მწვავდება? – ხედვა სოხუმიდან

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების რეალური გამწვავება ან შიდა პოლიტიკური თამაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის – რა ხდება აფხაზეთში? 29 აგვისტოს საღამოს ოპოზიციურ ტელეგრამ არხებში აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დიმიტრი კოზაკის შეხვედრის ოქმი გაავრცელეს. ოქმის მიხედვით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, აფხაზურ მხარეს ჩამოერთვა რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური […]

“რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა” – ლავროვი ოცნებას ისევ აქებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ე.წ. რუსულ კანონსა და ჰომოფობიურ კანონპროექტს ქართული ოცნების მსგავსი რიტორიკით ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია. ლავროვი საქართველოზე საუბრისას ისევ დასავლეთს აკრიტიკებს და დემოკრატიული ქვეყნები მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეებად გამოჰყავს. რუსი დიპლომატი, თავის ანტიდასავლურ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენებს ტრადიციებს და საერთო ღირებულებებს. “ის რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, რაც საქართველოში ხდება – […]

ერთ წელიწადში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 7193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა

2023 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებს. საწყის ეტაპზე შემოწმების პროცესში 10 ეკიპაჟი (5 თბილისში, 2 ქუთაისში, 2 ბათუმში, 1 რუსთავში) იყო ჩართული. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ავტომობილების რაოდენობა 5 ეკიპაჟით გაიზარდა – 2 ეკიპაჟი დაემატა თბილისში, თითო-თითო კი, […]

დღეს პარიზის პარალიმპიადაზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

დღეს პარიზის პარალიმპიადაზე პარაძიუდოში ტოკიო 2020-ის ვერცხლის მედალოსანი ინა ქალდანი (J2 -70 კგ) და ევროპის ჩემპიონი გიორგი ქალდანი (J2 -73 კგ) იასპარეზებენ და მედლების მოპოვებას შვილისთვის, დამიანე ქალდანის და საქართველოსთვის შეეცდებიან. ინა და გიორგი პირველ წრეს გამოტოვებენ და ასპარეზობაში 1/4 ფინალიდან ჩაერთვებიან. დასაწყისი 12:00 სთ.

ერთი წლის განმავლობაში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 7193 სამართალდარღვევა გამოვლინდა – ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში დაფიქსირდა

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის­ ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 7193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა – ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, […]

დათო მაღრაძე პოემა „ბარაქიანი მიწის“ თურქულ ვერსიას სტამბოლის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის – IPFL- 2024 ფარგლებში, Bilim Beioglu-ს დარბაზში წარადგენს

დათო მაღრაძე პოემა „ბარაქიანი მიწის“ თურქულ ვერსიას სტამბოლის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის IPFL- 2024-ის (1-5 ოქტომბერი) ფარგლებში IPFL-ის აღმასრულებელი საბჭოს მიწვევით წარადგენს. 6 ოქტომბერს თურქული პენ-ცენტრის და ქართული კულტურის ცენტრის ინიციატივით “ ბარაქიანი მიწის” პრეზენტაცია გალათას კოშკთან, Bilim Beioglu-ს დარბაზში გაიმართება. პოემა თურქულ ენაზე ჰასან ჩელიკმა თარგმნა.

„ეიბისიმ“ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატების წესები გამოაქვეყნა

ტელეკომპანია „ეიბისიმ“ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატების წესები გამოაქვეყნა. დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის დებატები 10 სექტემბერს გაიმართება. არხის ჟურნალისტების ინფორმაციით, დებატები გაიმართება ეროვნულ საკონსტიტუციო ცენტრში, ფილადელფიაში. მოდერატორები იქნებიან პროგრამა „ვორლდ ნიუს თუნაითის“-ის წამყვანი და მთავარი რედაქტორი დევიდ მიური და პროგრამა „პრაიმის“ წამყვანი ლინსი დევისი. დებატები არ ითვალისწინებს მაყურებლების დასწრებას და გაგრძელდება 90 წუთს, […]