ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 სექტემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ […]
ყირგიზეთმა თალიბანი ამოიღო ტერორისტთა სიიდან

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ტერორისტთა სიიდან ამოიღო თალიბანი, საიმისოდ, რომ “უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული სტაბილურობა და კიდევ უფრო განვითარდეს მიმდინარე დიალოგი”. ერთი დღით ადრე, თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი ავღანეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიშკეკს მადლობა გადაუხადა ჯგუფის ამოღებისთვის ტერორისტთა ნუსხიდან. ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის ოფისმა მიმდინარე კვირაში გაავრცელა ტერორისტულად მიჩნეული 20 ჯგუფის სია, […]
რუსეთში “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადეს ქალთა უფლებების დამცველი ზალინა მარშენკულოვა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 6 სექტემბერს “უცხოეთის აგენტების” ნუსხაში შეიყვანა ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, ზალინა მარშენკულოვა. მანამდე მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ტერორიზმის გამართლების მუხლით. ამის საბაბი, სავარაუდოდ, იყო მის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ეხებოდა ომის მომხრე ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობას 2023 წელს, სანკტ-პეტერბურგში. 2024 წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარშენკულოვაზე ძებნა გამოაცხადა, მაისში […]
“ნუღარ ატარებთ ამ კვლევებს, ეს პროგრამა დატესტილია” – თამარ ბელქანია

ბევრი პარტიის დავარცხნილი ვლოგი ვნახე, კვლევებზე დაყრდნობით საქართველოს რეგიონებში ბავშვები, რომ შიმშილობენ და ეს რომ საგნის ათვისებაზე გავლენას ახდენს. დიახ. და გეტყვით, რომ წალენჯიხაში უკვე მეორე წელია პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა მუშაობს. 1. სკოლებს ინფრასტრუქტურა არ გააჩნია და ბევრს არ აქვს სასადილო სივრცე. 2. ბევრ სოფელში სკოლასთან ახლოს არც მარკეტია და არც რაიმე კვების […]
პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე

პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად […]
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დანაყოფის, „ლელოს“ საარჩევნო პროგრამას უნდა ერქვას გიგლა ბერბიჭაშვილის გზა და არა ილიას გზა

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დანაყოფის, „ლელოს“ საარჩევნო პროგრამას უნდა ერქვას გიგლა ბერბიჭაშვილის გზა და არა ილიას გზა, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი. მანვე აღნიშნა, რომ სირცხვილია, როდესაც ხალხის მძარცველი მამუკა ხაზარაძე საარჩევნო პროგრამას ილიას გზას უწოდებს, რადგან მისგან განსხვავებით დიდი ილია არასდროს არ ყოფილა მევახშე და ყოველთვის გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. „მევახშე ხაზარაძემ […]
დავით კეზერაშვილის უკან მსხვილი ღლავები დგანან, რომლებიც ამაგრებენ და ამუშავებენ ამ ავაზაკთა ბანდის მეთაურს, რომელიც მიუხედავად მის მიმართ ფაქტებით გაჯერებული წაყენებული ბრალდებისა, დაუბრკოლებლად გადაადგილდება დასავლეთის დემოკრატიით ქებულ ქვეყნებში

დავით კეზერაშვილის უკან მსხვილი ღლავები დგანან, რომლებიც ამაგრებენ და ამუშავებენ ამ ავაზაკთა ბანდის მეთაურს, რომელიც მიუხედავად მის მიმართ ფაქტებით გაჯერებული წაყენებული ბრალდებისა, დაუბრკოლებლად გადაადგილდება დასავლეთის დემოკრატიით ქებულ ქვეყნებში განსხვავებით აშშ ჰელსინკის კომისიისგან, რომელმაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დასდო ბრალი „ქართულ ოცნებას“ ქოლ-ცენტრების შექმნასა და შავი ფულის გათეთრებაში, საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით, უტყუარი ფაქტებისა […]
ნაცოპოზიციის ფსევდოევროპელმა სუბიექტებმა ატეხეს ხელოვნური წიოკი იმაზე, რომ პრემიერი არ შეხვდა გერმანელ პარლამენტარებს და სწორიცაა, არამკითხე, “ჭკუის მსწავლელი” გარე აქტორების ეპოქა დასრულებულია
ნაცოპოზიციის ფსევდოევროპელმა სუბიექტებმა ატეხეს ხელოვნური წიოკი იმაზე, რომ პრემიერი არ შეხვდა გერმანელ პარლამენტარებს და სწორიცაა, არამკითხე, “ჭკუის მსწავლელი” გარე აქტორების ეპოქა დასრულებულია ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის უარზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. ანალიტიკოსის თქმით, გერმანიის ფედერალურ მხარეებშიც არ ისმის მათი მარგინალი პოლიტიკოსების ხმა ბერლინიდან და რატომ უნდა გაითვალისწინოს უცხოელი ანტიქართველი ელემენტების მყრალი აზრი […]
მანდატურებმა ლევან ხაბეიშვილი პროცესიდან გამოაძევეს – დაპირისპირება სხდომაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირებაა – ირაკლი ნადირაძის პროცესის პარალელურად, მანდატურებმა სხდომათა დარბაზიდან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და ადგილზე მყოფი პირები ძალის გამოყენებით გამოაძევეს.
ჰანტერ ბაიდენმა ფედერალური გადასახადების საქმეზე თავი დამნაშავედ ცნო

5 სექტემბერს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟმა ჰანტერმა, გადასახადებთან დაკავშირებულ ფედერალურ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, რათა სულ ერთი თვის წინ, იარაღის საქმეზე მსჯავრდების შემდეგ, ოჯახი კიდევ ერთი მტკივნეული და სამარცხვინო კრიმინალური სასამართლო გარჩევის წინაშე არ დაეყენებინა. ჰანტერ ბაიდენმა გადაწყვიტა პროკურორებთან შეთანხმების პრივილეგიაზე უარის თქმით, თავი დამნაშავედ ეცნო ნაკლებად მძიმე და ასევე სისხლის სამართლის ბრალდებებზე. ჰანტერ ბაიდენმა […]