ვაშინგტონი: რუსი ჰაკერების სამიზნე უკრაინასთან ერთად, ნატოს ქვეყნებიც იყო

ხუთშაბათს, 5 სექტემბერს, ამერიკამ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის 5 წარმომადგენელს და ერთ სამოქალაქო პირს, ბრალი წაუყენა უკრაინის წინააღმდეგ კიბერთავდასხმის დაგეგმვაში. შესწორებულ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, იუსტიციის დეპარტამენტმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს კიბერდანაყოფმა ჩაატარა „მასშტაბური კიბეროპერაციები“ ჯერ კიდევ 2020 წელს, იქამდე, ვიდრე რუსეთის 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომს დაიწყებდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, უკრაინის სამიზნეების […]

რუსი დეპუტატი: აფხაზეთსა და ცხინვალს მხოლოდ ერთი პირობით მივიერთებთ

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატისა და დსთ-ს საქმეების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ ახსნა, რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში. ვოდოლაცკი ამბობს, რომ რუსეთში შესვლაზე გადაწყვეტილებაზე არა ამა თუ იმ „ხელისუფლებამ“, არამედ ხალხმა უნდა მიიღოს. „ყველა საკითხი, რომელიც ეხება აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და ყველა სხვა სუვერენულ სახელმწიფოს, […]

კეზერაშვილი პასუხობს პროკურატურის განცხადებას, რომ ქოლ-ცენტრების საქმეში მისი სახელი ფიგურირებს

დავით კეზერაშვილი პასუხობს პროკურატურის განცხადებას, რომ უწყებამ გახსნა ქოლ-ცენტრების საქმე, რომელშიც მისი სახელი ფიგურირებს და მას „ცილიმწამებლური კამპანიის გაგრძელებად“ აფასებს. კეზერაშვილის განცხადებას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. „6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერმინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა, ასევე სამთავრობო მედიების […]

წინ გვაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი კეზერაშვილი იქნება – რას დაუპირისპირებს ნაცმედია „კეზერას“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს ვიქტორ ჯაფარიძის შრომითი ბიოგრაფიიდან, მართლაც ძნელი წარმოსადგენია

წინ გვაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი კეზერაშვილი იქნება – რას დაუპირისპირებს ნაცმედია „კეზერას“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს ვიქტორ ჯაფარიძის შრომითი ბიოგრაფიიდან, მართლაც ძნელი წარმოსადგენია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „პოსტივის“ ერთ-ერთი მფლობელის, „ხალხის ძალის“ წევრისა და დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი მედიის მხრიდან აგრესიული და ცილისმწამებლური ინფორმაციის […]

“გამწარებულია ივანიშვილი და კობახიძე და მძევლები აიყვანეს” – ხაბეიშვილი

გამწარებულია კობახიძე, ივანიშვილი, აგებენ არჩევნებს, აგებენ განსაკუთრებით დედაქალაქში. გლდანში და სამგორში ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020-ში წააგეს არჩევნები და ახლა ორი შტაბის ხელმძღვანელი მძევლად აიყვანეს, ახლა სასამართლოში უნდა ატარონ. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მაღალანაზღაურებად ხელფასებზე, ადამიანების ყოფა როგორ შემსუბუქდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ მათ უნდათ პენსიების ზრდაზე კი არ ვილაპარაკოთ – არა! არამედ უნდათ, რომ დაიჭირონ ირაკლი […]

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და გადაწყვიტეს ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად, დაიჭირონ ან მთელი საარჩევნო კამპანია სასამართლოებზე ატარონ

კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და ახლა გადაწყვიტეს შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად, დაიჭირონ ან მთელი საარჩევნო კამპანია ატარონ სასამართლოებზე. მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს საარჩევნო კამპანიის მშვიდად ჩატარების შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველგან დაგხვდებათ წინააღმდეგობა, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესის შემდეგ. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა […]

დავით კეზერაშვილი – საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა, – ამის შესახებ განცხადებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ავრცელებს. როგორც დავით კეზერაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა. „საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოების და ინსტიტუტების გამოყენებით, განაგრძობს ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. 6 სექტემბერს საქართველოს […]

ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი პარალიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელია

პარიზის პარალიმპიადის ფინალი მან იაპონელ პარასპორტსმენთან, ტოკიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ იუჯირო სეტოსთან დათმო და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მესამე ვერცხლის მედალი მოუტანა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ქალდანმა მეოთხედფინალში რუმინელი დანიელ ვარგოცკი დაამარცხა. ნახევარფინალში ტოკიოს პარალიმპიადის ოქროს მედალოსანს უზბეკ უჩკუნ კურანბაევს სძლია. გიორგი ქალდანი ევროპის ორგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია. ის პარალიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს. ამ […]

ახალგაზრდა ამომრჩევლები აშშ-ში

ვის აირჩევენ ამერიკელი ახალგაზრდები და ხომ არ გადაწყვეტს მათი აქტიურობა არჩევნების ბედს – ეს კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება. ორივე კამპანიის წარმომადგენლები, ახალგაზრდებში არჩევნების მიმართ მეტ ენთუზიაზმს ხედავენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დემოკრატთა კანდიდატად კამალა ჰარისი, რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კი მილენიალი, 40 წლის ჯეი დი ვენსი დასახელდა.

ისრაელში მძევლების დასაბრუნებლად ზავის მიღწევას ითხოვენ

მოკლული მძევლების ცხედრების პოვნამ ისრაელში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობამ საკმარისი ძალისხმევა არ გასწია იმისთვის, რომ ზავისთვის მიეღწია და მძებლები შინ ცოცხლები დაებრუნებინა. პროფკავშირებმა გაფიცვები გამოაცხადა და მთავრობას მოუწოდებენ, ეს უმთავრეს მიზნად დაისახოს.