მამუკა ბიბილეიშვილი – ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა – მოქალაქეებმა არჩევანი 26 ოქტომბერს ევროპულ კეთილდღეობაზე უნდა გააკეთონ

ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის. საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთონ არჩევანი ევროპულ კეთილდღეობაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ბიბილეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან, ვასო ურუშაძესთან ერთად სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის დაუსრულებელ პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მამუკა […]
ყირგიზეთმა თალიბანი ტერორისტთა სიიდან ამოიღო

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ტერორისტთა სიიდან ამოიღო თალიბანი, საიმისოდ, რომ “უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული სტაბილურობა და კიდევ უფრო განვითარდეს მიმდინარე დიალოგი”. ერთი დღით ადრე, თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი ავღანეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიშკეკს მადლობა გადაუხადა ჯგუფის ამოღებისთვის ტერორისტთა ნუსხიდან. ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის ოფისმა მიმდინარე კვირაში გაავრცელა ტერორისტულად მიჩნეული 20 ჯგუფის სია, […]
რუსეთში “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადეს ქალთა უფლებების დამცველი ზალინა მარშენკულოვა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 6 სექტემბერს “უცხოეთის აგენტების” ნუსხაში შეიყვანა ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, ზალინა მარშენკულოვა. მანამდე მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ტერორიზმის გამართლების მუხლით. ამის საბაბი, სავარაუდოდ, იყო მის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ეხებოდა ომის მომხრე ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობას 2023 წელს, სანქტ-პეტერბურგში. 2024 წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარშენკულოვაზე ძებნა გამოაცხადა, მაისში […]
ოსტინი: აშშ-ის იარაღის შორეულ სამიზნეებზე გამოყენება უკრაინას არ მოუტანს გადამწყვეტ ცვლილებებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოსაგერიებლად რომელიმე ერთი სახის იარაღი არ იქნება გადამწყვეტი, და აშშ-ის მიერ გადაცემული იარაღის რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე გამოყენება არ შეცვლის ომის მიმდინარეობას უკრაინის სასარგებლოდ. გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ოსტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთმა თავისი ფრთოსანი საავიაციო ბომბები […]
უნგრეთი კვლავ იმუქრება, რომ უკანონო მიგრანტებს ევროკავშირის შტაბბინაში გაგზავნის

უნგრეთი კვლავ გამოვიდა მუქარით, რომ თავშესაფრის მაძიებელ პირებს ბრიუსელში გაგზავნის – საიმისოდ, რათა ევროკავშირზე ზეწოლა გააძლიეროს და ის აიძულოს გააუქმოს ბუდაპეშტისთვის მკაცრი ანტიმიგრანტული პოლიტიკის გამო დაწესებული მაღალი ჯარიმები. სამგზავრო ავტობუსების კოლონის წინ მდგომმა ადამიანური რესურსების პარლამენტის სახელმწიფო მდივანმა, ბენც რიტვარიმ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ უნგრეთი “ამ უკანონო მიგრანტებს მოხალისეობრივად, უფასოდ შესთავაზებს ერთი გზის მოგზაურობას ბრიუსელში… […]
რა გზავნილებით მიიღო საქართველომ გერმანიიდან და რა პასუხი აქვს ოფიციალურ თბილისს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები, საქართველოში ვიზიტით გასულ კვირას იმყოფოდნენ. მათი ვიზიტიდან ცნობილი გახდა, რომ თუ საქართველოს მთავრობამ არსებული კურსი გააგრძელა, გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს მოლაპარაკებების განხსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერებმა დებორა დიურინგმა (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტმა (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ […]
“იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა” – CashBack -ისა და VISA – ს ერთობლივი აქცია იწყება

სექტემბრის სამზადისი დაიწყო და ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack VISA – სთან ერთად 60%-მდე გაზრდილი ქეშბექის აქციას იწყებს. 9-დან – 17 სექტემბრის ჩათვლით, ლიბერთის ვიზა ბარათით სარგებლობისას, მომხმარებლები შეძლებენ ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტის შეძენას და დახარჯული თანხის 60%-მდე მომენტალურად დაბრუნებას! აქციაში მონაწილე ობიექტებია: 9 სექტემბერი – მინისო • Miniso | მაღაზია, ელ.კომერცია | 40% […]
“არველაძე “ტრაბზონსპორში” ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში” – რას წერს თურქი ჟურნალისტი

“ტრაბზონსპორის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა შოთა არველაძეს კლუბში მუშაობა შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას Fotomac-ი ავრცელებს. თურქი ჟურნალისტის იუნუს ემრე სელის ცნობით, დიდი ალბათობით, არველაძე კლუბში სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს. წყაროს ცნობით, ოთხშაბათს, 11 სექტემბერს, “ტრაბზონსპორი” გულშემატკივრებს ახალ მთავარ მწვრთნელს შენოლ გიუნეშს წარუდგენს, ამ ცერემონიას კი შოთა არველაძეც დაესწრება, შემდეგ გიუნეში და არველაძე ბოლო დეტალებზე […]
რუსეთში ვორონეჟის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს – საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი და აფეთქებებია

რუსეთში, ვორონეჟის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ალექსანდ გუსევი ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ღამით ოსტროგოჟსკის რაიონში დრონი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, რომელიც ფეთქებადსაშიშ ობიექტებზე გავრცელდა, მოგვიანებით კი აფეთქებებიც დაიწყო. გუსევის თქმით, ერთ-ერთ დასახლებაში დაიწყო ევაკუაცია და მოეწყო დროებითი განსახლების ცენტრები. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევა ოსტროგოჟსკის რაიონში, სოფელ სოლდაცკოეში […]
ვორონეჟის ოლქის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთში, ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში, საბრძოლო მასალის აფეთქების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის თქმით, ღამით ფეთქებადსაშიში მასალების დეტონაცია უკრაინული დრონის ჩამოგდებას მოჰყვა. „ოპერატიული სამსახურების მონაწილეობით მიმდინარეობს ერთი უბნის მაცხოვრებლების ევაკუაცია. მათთვის მომზადებულია ავტობუსები და დროებითი განსახლების პუნქტები“, — დაწერა გუსევმა „ტელეგრამში“. გუბერნატორის თქმით, სანამ დროებითი მოთავსების ცენტრებში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება, ევაკუირებულთა უმეტესობა […]