ჩინეთის უმდიდრეს მოქალაქეებს ქვეყნიდან ინვესტიციები გააქვთ

ბოლო პერიოდში, ჩინეთში საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა – ჩინეთის უმდიდრესი მოქალაქეები უფრო და უფრო ხშირად ინტერესდებიან საზღვარგარეთ ინვესტირებით. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს დათვლებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ჩინელმა ინვესტორებმა საზღვარგარეთ $83.55 მილიარდი დააბანდეს, რაც 16.2%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ეს თანხა 152 ქვეყანასა და რეგიონში ბაზირებულ 6,100-ზე მეტ კომპანიაში ჩაიდო. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია, პირველ რიგში, ჩინეთში არსებული არადამაკმაყოფილებელი […]
სამხედრო დანაშაულის ახალი მტკიცებულებები რუსეთის წინააღმდეგ – CNN სკანდალურ მასალებს აქვეყნებს

სამხედრო დანაშაულის ახალი მტკიცებულებები რუსეთის წინააღმდეგ – CNN სკანდალურ მასალებს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, როგორ კლავენ რუსი სამხედროები უიარაღო, ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს. ვიდეო მასალა აგვისტოში, პოკროვსკის მისადგომებთან არის გადაღებული. სამ უკრაინელ ჯარისკაცს იმ დროს კლავენ, როც სამხედროები მუხლებზე ეცემიან და მზად არიან მტერს ჩაბარდნენ. CNN-თან საუბარში, უკრაინელი პროკურორი ამბობს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე მის ოფისში […]
ირლანდიაში კვლავ დააპატიმრეს მასწავლებელი, რომელმაც ტრანსგენდერ მოსწავლეს სასურველი ნაცვალსახელით არ მიმართა

ირლანდიელი მასწავლებელი ენოჰ ბერკი, კვლავ დააპატიმრეს, ვინაიდან აგრძელებდა იმ სკოლაში სიარულს, სადაც ადრე მუშაობდა. მედიის ცნობით, ბერკი, დუბლინის უმაღლესმა სასამართლომ კვლავ ციხეში გაუშვა მას შემდეგ, რაც იგი არ დაემორჩილა „ვილსონის ჰოსპიტალის სკოლის“ ოფიციალური პირების განკარგულებას, რომლის თანახმად, აღნიშნულ სკოლაში, სადაც ის ადრე მუშაობდა, მისვლა აეკრძალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბერკი არაერთხელ დააპატიმრეს, რადგან კვლავ მიდიოდა […]
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის პირველი ტურის ფარგლებში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის მიმართ ინტერესი დიდია. ბილეთები ერთ საათში გაიყიდა. მიხეილ მესხის სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 27 223 მაყურებელზეა გათვლილი. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს 2024 წლის 22 […]
ოკუპირებულ აფხაზეთში პედაგოგები არ ჰყოფნით

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის პედაგოგების ნაკლებობაა. ამის შესახებ „განათლების მინისტრის მოადგილე“, ადა კვარჩელია „სპუტნიკთან“ ინტერვიუში აღნიშნავს. კვარჩელიას თქმით, ვითარება წელს განსაკუთრებით გამწვავდა. „ვაგროვებთ ინფორმაციას სკოლების მიხედვით. მხოლოდ სოხუმში, მე-3 სკოლიდან 12 პედაგოგი წავიდა. არასაკმარისია მათემატიკის, ფიზიკისა და სხვა ისეთი საგნების პედაგოგები, რომლებზეც დამოკიდებულია ქვეყნის ტექნოლოგიური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ეს საკითხი […]
WSJ: აშშ-მ მოკავშირეებს აცნობა, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა

ირანმა რუსეთს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა. ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობები მას შემდეგ ვრცელდება, რაც ბოლო ხანებში რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა. როგორც WSJ წერს, ვაშინგტონმა მოკავშირეებს ამის შესახებ მიმდინარე კვირაში აცნობა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ბალისტიკური რაკეტები რუსეთში უკვე ჩავიდა. “რუსეთის […]
“ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა” – კეზერაშვილი პროკურატურას პასუხობს

ტელეკომპანია ფორმულა დამფუძნებლი დავით კეზერაშვილი განცხადებას აქვეყნებს, სადაც ბიზნესმენი პროკურატურის მიერ დღეს, 6 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას და ბრალდებებს ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ მიმართული “ცილისმწამებლური კამპანიის” ნაწილს უწოდებს. “საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოების და ინსტიტუტების გამოყენებით, განაგრძობს ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. 6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. სახელმწიფოს […]
სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების 80% უკვე შეთანხმებულია – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იტალიაში გამართულ ჩერნობიოს საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების 80% უკვე შეთანხმებულია. “აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებზე ბოლო სიახლეები გვაჩვენებენ, რომ ჩვენ მშვიდობის გზას ვადგავართ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ დისკუსიებს და სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის თითქმის 80%-ზე უკვე შევთანხმდით”, – აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ბაქომ და ერევანმა საზღვრის […]
მოსამართლემ ტრამპისთვის განაჩენის გამოტანა გადადო

6 სექტემბერს ნიუ-იორკის მოსამართლემ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, დონალდ ტრამპისთვის თანხის გასაჩუმებლად გადახდის საქმეზე განაჩენის გამოტანა გადადო ნოემბერში დანიშნული არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. მანჰეტენის მოსამართლემ, ხუან მერჩანმა ტრამპის განაჩენის გამოტანა გადადო 26 ნოემბრამდე – რაც სამი კვირაა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. აქამდე განაჩენის გამოტანა დანიშნული იყო 18 სექტემბერს, არჩევნების დღემდე დაახლოებით შვიდი კვირით ადრე. მერჩანის თქმით, განაჩენი გადაიდო […]
სელენა გომეზი 32 წლის ასაკში მილიარდერი გახდა

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, 32 წლის ასაკში ამერიკელი პოპ-მუსიკოსი, მსახიობი და ბიზნესმენი, სელენა გომეზი მილიარდერი გახდა. სელენა გომეზმა სამსახიობო კარიერა 2007 წელს, დისნეის არხზე დაიწყო. გომეზის ქონება ამ დროისთვის 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაშიც მას მნიშვნელოვნად დაეხმარა მაკიაჟის ხაზი “Rare Beauty”, რომელიც გომეზმა 2019 წლის 22 თებერვალს დააფუძნა. ასევე, ამერიკელმა პოპვარსკვლავმა 2022 წელს, მენტალური ჯანმრთელობის შესახებ […]