ესტონეთის დაწესებულებებზე კიბერშეტევები რუსეთის სამხედრო დაზვერვამ განახორციელა

ერთობლივი საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა (ISS) დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ დირექტორატს დაქვემდებარებული სამხედრო ქვედანაყოფი 2020 წლიდან კიბერშეტევებს ახორციელებს. ეს თავდასხმები მიმართულია უკრაინის, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის – ესტონეთის წინააღმდეგ. ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, ათი სხვა ქვეყნის ანალოგიურ უწყებებთან თანამშრომლობით, დაადგინა, რომ სამხედრო ქვედანაყოფს […]
კაუნასის სტადიონზე, დაზიანებული გაზონის გამო, უეფა-ს ეგიდით გასამართი მატჩის ჩატარება აიკრძალა

ლიეტუვას ფეხბურთის ფედერაციის (LFF) ცნობით, უეფა-ს ერთა ლიგის მატჩი ლიეტუვას და კვიპროსის ნაკრებებს შორის პარასკევს მარიჯამპოლეს (Marijampolė) სტადიონზე გაიმართება, რადგან შეხვედრის თავდაპირველი ადგილის – კაუნასის მინდვრის გაზონის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული. LFF-ს განცხადებით, კვიპროსის ნაკრების დელეგაცია კაუნასში ოთხშაბათს საღამოს ჩამოვიდა, სტადიონს ესტუმრა და მისი მდგომარეობის ნახვის შემდეგ, მატჩის სხვა სტადიონზე გადატანა მოითხოვა. შეხვედრის ალტერნატიულ ადგილად […]
ლატვია პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას არ ზრდის

„პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსება მომავალ წელს ვერ გაიზრდება და გაიყინება“, – დაწერა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ („ახალი ერთობა“) პარასკევს, 6 სექტემბერს, X (ყოფილი „ტვიტერი“) ვებ-გვერდზე. კოალიციურმა პარტნიორებმა ამ წინადადებას უკვე დაუჭირეს მხარი. „პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსება მომავალ წელს ვერ გაიზრდება და გაიყინება. კოალიციურმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირეს ჩემს წინადადებას სახელმწიფო დაფინანსების ინდექსაციის შეჩერების შესახებ, რომელიც ამჟამად […]
სალომე ზურაბიშვილი ქართული ძეგლების აღდგენისთვის აჯილდოებს სხვებს, ბიძინა ივანიშვილს კი არც ახსენებს, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის
პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის, რამდენიმე პირის დაჯილდოების ფაქტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, ყველას, ვისაც კი ქართული კულტურული ძეგლების აღდგენა-შენარჩუნებაში მცირედი დახარჯა, მადლობა ეკუთვნის, თუმცა უპირველესად მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებისაც კი […]
რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 3.7 მილიარდი დოლარი შეადგენა

რუსეთის ბიუჯეტი იანვარ-აგვისტოში, წინასწარი მონაცემებით, 331,4 მლრდ რუბლის (3,7 მლრდ დოლარის) დეფიციტით შესრულდა. ინფორმაციას ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მშპ-სთან მიმართებაში დეფიციტი 0,2%-ია. საბიუჯეტო კანონში შეტანილი ცვლილებები წლევანდელ დეფიციტს 2.12 ტრლ რუბლით (23.6 მლრდ დოლარით), ანუ მშპ-ის 1,1%-ით ითვალისწინებს. რვა თვის შემოსავალი 23.28 ტრლნ რუბლს (258.9 მლრდ დოლარს), ხარჯი კი 23.360.4 ტრლნ რუბლს (259.8 მლრდ დოლარს) […]
შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ტიმოთი ბლაუველთისგან მოველი, არის ბოდიში დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ – კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი

გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში, – ასე ეხმიანება მის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც „ამერიკული საბჭოს“, ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კითხვებისგან დამალვა გამოსავალი არ არის. „გამაოგნებელია, რომ დონორი თავად […]
ზუგდიდში მუშის დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომების დარღვევა გახდა

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, შენობის ფასადის მოპირკეთების სამუშაოების შესრულებისას, მაღალსართულიანი შენობიდან თურქეთის მოქალაქე მუშა ჩამოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა სამუშაოებზე, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. არსებული ინფორმაციით დაფა, რომელზეც 50 წლამდე კაცი იდგა მჭიდროდ არ იყო დამაგრებული, ხარაჩო ჩამოიშალა და ჩამოვარდა. სამუშაოებს კომპანია შპს “დაგი” ხელმძღვანელობს. “თურქეთიდან ახალი ჩამოსული იყო. დღეს ამ ობიექტზე მხოლოდ […]
ნარჩენების მართვა, წყალმომარაგება – შეფერხდება თუ არა მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა

100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, – ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და “კომერსანტს” ექსკლუზიურად მიაწოდა. “ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს – 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად აისახება – 1.5 […]
ოპოზიციას დამოუკიდებელი წევრების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს ირჩევენ. ასარჩევია 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. ოპოზიციის მტკიცებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირების დანიშვნა იგეგმება, რომლებსაც გარკვეული პერიოდის წინ სპეციალურად გაატარეს ტრენინგი და სერტიფიკატებიც გადასცეს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი წევრები კომისიებში […]
ზუგდიდში მუშა მერვე სართულიდან ჩავარდა და დაიღუპა

ქალაქ ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, მუშა მერვე სართულიდან ჩამოვარდა, 9-სართულიანი კორპუსის ფასადის მოპირკეთების პროცესში. რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ახალგაზრდა კაცი სამედიცინო დაწესებულებაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „შემოიყვანეს გულის გაჩერებით. ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი და დაფიქსირდა სიკვდილი“, – განაცხადა სულხან […]