“ავთანდილის მეღვინეობა” ტურისტული ობიექტი გახსნას, მომავალი წლის გაზაფხულზე გეგმავს – რას სთავაზობს მომხმარებელს ობიექტი?

კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარე „ავთანდილის მეღვინეობა“ მომავალი წლის გაზაფხულზე ტურისტული ობიექტის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ მეღვინეობის დამფუძნებელმა, ავთანდილ ირომაშვიმა განაცხადა. მეღვინეობის დამფუძნებელი, ავთანდილი ირომაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ტურისტულ ობიექტში ადგილობრივი კულტურის, კერძებისა და მასტერკლასების სერვისს შესთავაზებენ. “ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის, ევროკავშირის გრანტზე განაცხადი გვქონდა დაწერილი, მაგრამ მეორე ეტაპზე საგრანტო პროგრამა დაიხურა. ამის გამო, გადავწყვიტეთ, რომ პროექტი […]
„ნაგვის დედოფალი“, ტოქსიკურ ნარჩენებთან დაკავშირებული დიდი სკანდალის გამო, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა

„ნაგვის დედოფალი“, ტოქსიკურ ნარჩენებთან დაკავშირებული დიდი სკანდალის გამო, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა სამშაბათს, 3 სექტემბერს, სტოკჰოლმში (შვედეთი) ტოქსიკური ნარჩენების უკანონო უტილიზაციის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი იწყება. ეს საქმე გარემოსდაცვით სფეროში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიან კრიმინალურ შემთხვევად მიიჩნევა. ნარჩენების მართვის სექტორში ცნობილ კომპანიას ბრალად ედება სტოკჰოლმის ტერიტორიიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნარჩენის 21 ადგილზე გატანა, […]
სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი დაფინანსება შეიცვალა

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ახალი განკარგულებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება განახევრდა და ნაცვლად 8 მლნ ლარისა, 4 მლნ ლარი იქნება. ზოგიერთი მიმართულების დაფინასნება კი მცირედით გაიზარდა. ამასთან, დამატებულია „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური […]
ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოში, თანამედროვე მედიცინის განვითარებაში, ფრიდონ თოდუას ღვაწლზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აკადემიკოსმა, ქართულ ჯანდაცვის სისტემას სახელი გაუთქვა და თანამედროვე მიდგომები და მკურნალობა ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. „სამეცნიერო კონფერენციაზე -“ტექნოლოგიები XXI საუკუნის მედიცინაში” […]
ჩეხეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
თუშეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, ომალო შენაქოს დამაკავშირებელ გზაზე მიმავალი სატვირთო ავტომობილი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს და გადავარდნილი მანქანა გამვლელებმა ნახეს. მძღოლი უკვე გარდაცვლილი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა კომპანია „სილქნეტის“ კუთვნილია და საწვავი გადაჰქონდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
თურქეთის სამხრეთ რეგიონში უზარმაზარი ღრმულები ჩნდება

თურქეთის სამხრეთის კონიას რეგიონში, რომელიც თავისი ხორბლის მინდვრებითაა ცნობილი, ბოლო დროს მიწაში დიდი ზომის ღრმულები ჩნდება. ეს კი საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ასევე უახლოვდება დასახლებულ ადგილებს. ბოლო ინფორმაციით, ასეთი ორმოების რაოდენობა უკვე 2600-ს გადასცდა. როგორც ვარაუდობენ, უმეტესობა გვალვისა და მიწისქვეშა წყლების უკონტროლო გამოყენებას უკავშირდება. „ღრმულების შემსწავლელი კვლევითი ცენტრის” დირექტორი აცხადებს, რომ ეს ფენომენი ყოველთვის […]
პრეზიდენტი კულტურის მინისტრის პორტფელის გაუქმებას ემხრობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კულტურის სამინისტროს ამ ფორმით არსებობას დრომოჭმულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ უწყებას დაქვემდებარებული ინსტიტუტები დამოუკიდებლად უფრო ეფექტურად იმუშავებს. კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „მე-17 სართულზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ქართული კულტურის პოლიტიკა იმავე დღეშია, რაც ქვეყანა , რომელსაც მისი ხელისუფლება ევროპის კართან ბლოკავს. მინისტრი თეა წულუკიანი, ზურაბიშვილის შეფასებით, მხოლოდ სიმბოლოა […]
როგორ უნდა მოვიქცეთ სტადიონზე და რა ნივთების შეტანაა აკრძალული

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება. მატჩზე დასასწრებად, აუცილებელია გავეცნოთ სტადიონზე მოქცევის წესებს, რომელიც ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სტადიონზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები სტადიონზე ქცევის წესების გაცნობა და აღიარება სტადიონზე მოსული ყოველი მაყურებელი აღიარებს რომ გაეცნო და ეთანხმება სტადიონზე ქცევის წესებს (შემდგომში: სტადიონზე ქცევის წესები) და […]
ევროკავშირი მოგზაურობის წესებს ცვლის – მიზეზი უსაფრთხოებაა

ევროკავშირი საზღვრის მართვის ორი ახალი ინიციატივის დასაწყებად ემზადება. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემასა (ETIAS) და შესვლის/გასვლის სისტემებზე (EES). ორივე სისტემა მიზნად ისახავს გააძლიეროს ევროპული უსაფრთხოება და მათი უსაფრთხოება, ვინც მოგზაურობს. ETIAS არის შესვლის ახალი მოთხოვნა მოგზაურებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიზა ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად ხანმოკლე ყოფნისთვის. მათ შორისაა შენგენის ზონის […]