ხევსურული კოშკის აღდგენა – ევროკავშირი კვლავაც მზად არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის პროექტისთვის [„მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის (ახიელი, საქართველო) რეაბილიტაცია“] ევროპის უმაღლესი ჯილდოს მინიჭება თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო ღონისძიებით აღინიშნა. პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ პრესტიჟული ჯილდო [European Heritage Award / Europa Nostra Award 2024] 30 მაისს მიიღო, კერძოდ – „მოქალაქეთა ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების“ კატეგორიაში. კონკურსის ერთ-ერთი თანადამფინანსებელია ევროკავშირის პროგრამა -„შემოქმედებითი […]

ბელარუსის საჰაერო სივრცეში რუსეთის სულ მცირე, რვა დრონი შეფრინდა

7 სექტემბრის ღამეს ბელორუსის საჰაერო სივრცეში სულ მცირე, რვა რუსული დრონი შეფრინდა. მათ შორის შვიდი „შაჰედის“ ტიპის საფრენი აპარატი იყო, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს რუსეთი. ცნობას ავრცელებს “Беларускі Гаюн-ი, პროექტი, რომელიც აკონტროლებს სამხედრო აქტივობას ბელორუსის ტერიტორიაზე. 7 სექტემბრის ღამით უკრაინას კვლავ დაესხნენ თავს რუსეთის არმიის დრონებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 7 სექტემბრის […]

სურსათის მსოფლიო ფასები შემცირდა – გაერო

სურსათის გლობალური ფასების გაეროს ინდექსი აგვისტოში ოდნავ შემცირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კერძოდ, ინდექსი ივლისის 121 პუნქტიდან აგვისტოში 120,7 პუნქტამდე დაეცა. შაქრის, ხორცისა და მარცვლეულის გაიაფებამ რძის პროდუქტებსა და მცენარეულ ზეთზე ფასების ზრდა დააკომპენსირა. ამასთან, აგვისტოს მაჩვენებელი ერთი წლის წინანდელ დონეზე 1.1%-ით, ხოლო 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკზე 24.7%-ით დაბალი იყო. მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სასურსათო პროდუქტების […]

აშშ-მა 2026 წლამდე შეიძლება ერაყიდან ჯარი გაიყვანოს

აშშ-მა შეიძლება ერაყიდან სამხედრო პერსონალი საბოლოოდ 2026 წლის ბოლომდე გაიყვანოს. Reuters-ი მრავალ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ისა და ერაყის წარმომადგენლებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ყოფნის ეტაპობრივი შემცირების საკითხზე. ზოგადად, ცნობით, გეგმა შეთანხმებულია, მაგრამ ის მაინც საჭიროებს საბოლოო დამტკიცებას ვაშინგტონისა და ბაღდადისგან და დეტალები შეიძლება გარკვეულწილად შეიცვალოს. ”ჩვენ გვაქვს შეთანხმება, ერთადერთი საკითხია, როდის გამოვაცხადოთ იგი”, […]

სამოქალაქო საზოგადოება არჩევნების უპრეცედენტო დაკვირვებისთვის ემზადება

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. ასარჩევია 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. უკვე ცნობილია, რომ საოლქო კომისიებში ნეიტრალურ წევრებად სიპებისა და აიპების თანამშრომლები არიან არჩეული, რაც ოპოზიციას უჩენს ეჭვებს, რომ ისინი მათ გადაწყვეტილებებში მიუკერძოებლები ვერ იქნებიან. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოსალოდნელ მიკერძოებასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს და პროცესის […]

დეა კულუმბეგაშვილის “აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. ფილმი გვიამბობს მეან ქალზე, რომლის როლსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს. მთავარ კონკურსში ქართული ფილმები მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხვდა – 1992 წელს ლანა ღოღობერიძის „ვალსი პეჩორაზე“ და […]

ქართველი რეჟისორის ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო

ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „აპრილი“ ვენეციის 81-ე კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. „ძალიან დიდი მადლობა ამ პრიზისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და დიდი პატივია, რომელსაც ვიზიარებ ჩემს შეუდარებელ გუნდთან ერთად“, — განაცხადა დეა კულუმბეგაშვილმა. ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური ერთობლივი ნამუშევარია. ქართულ მხარეს წარმოადგენს კინოკომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტი“ (Independent Film Project) და პროდიუსერი არჩილ გელოვანი. „აპრილში“ მთავარ […]

ხვიჩა კვარაცხელია – ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს

დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1 მოგება, ჩემი აზრით, დადებითია, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მოგების შემდეგ განაცხადა. როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან თამაშის მოგებასაც შეეცდება. „რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო… ვილიმ [სანიოლი] ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში […]

“ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია” – სანიოლის პრესკონფერნცია

ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის 4:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა: “ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. გარედან ყველაფერი არ ჩანს… ამ გუნდის ყოველთვის მჯეროდა. ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და გუნდურობის მნიშვნელობა გაიაზრეს. მნიშვნელოვანი იყო, ევროპორველობის შემდეგ როგორ დავბრუნდებოდით და რაც დღეს ვნახე, ეს სასიხარულო იყო, ვულოცავ ჩემ გუნდს! ზოგიერთი ცვლილება დაგეგმილი იყო, […]

უკრაინის საგარეო უწყება ირანს ემუქრება ურთიერთობებისთვის დამანგრეველი შედეგებით, თუ დამტკიცდა, რომ თეირანი რუსეთს რაკეტებს აწვდის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა ღრმა შეშფოთება ცნობის გამო, რომელიც მედიამ გაავრცელა რუსეთისთვის ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, მათ ექნებათ “დამანგრეველი შედეგები” უკრაინა-ირანის ურთიერთობებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს 7 სექტემბრის განცხადებაში უკრაინა მოუწოდებს ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის ნებისმიერი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისგან, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებას […]