გიორგი ბოტკოველი – მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს 2 ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის 3 ლარი და 50 თეთრი

მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური – ორი ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის სამი ლარი და 50 თეთრი – ჩვენ ამ ინიციატივით, აბსოლუტურად, ყველა მევენახის ოჯახში შევალთ და ყველა მევენახეს გავაგებინებთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას , – ამის შესახებ „ერთიანობა – […]
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ სახლთან დახვდნენ და დაემუქრნენ

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზურა ზაბახიძე ამბობს, რომ სახლთან რამდენიმე ადამიანი დახვდა და მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო დაემუქრა. შემთხვევა გუშინ, 7 სექტემბერს მოხდა. ზაბახიძე მომხდარს მმართველ პარტიას უკავშირებს. “გუშინ ჩემ სახლთან, ქუჩაში დამხვდა ორი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებსაც არ ვიცნობ, სავარაუდოდ, “ოცნების” “ტიტუშკები”. ბიჭები იყვნენ დაახლოებით, 30-35 წლის ასაკის, არ ერიდებოდნენ სახის გამოჩენას, ვფიქრობ, ამოცნობასაც […]
საფეხბურთო კლუბი “მილანი”: ლეგენდები მიდიან საქართველოში, მოუთმენლად ველით კახა კალაძის სამშობლოში მოგზაურობას

საფეხბურთო კლუბი “მილანი”, თბილისში, 21 სექტემბერს “მილანისა“ და საქართველოს ნაკრების ლეგენდებს შორის გასამართ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ბანერს აქვეყნებს. მიხეილ მესხის სტადიონზე, იტალიური „მილანის“ ლეგენდები საქართველოს ლეგენდების ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებენ. “ლეგენდები მიდიან საქართველოში, მოუთმენლად ველით კახა კალაძის სამშობლოში მოგზაურობას!” – აღნიშნულია “მილანის” ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება – ბიძინა ივანიშვილი

გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც პარტია ავრცელებს. „გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას! 4:1 – ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი! ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, […]
მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

„მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ ფორმით კულტურის სამინისტროს არსებობა დრომოჭმული პრაქტიკაა და ფიქრობს, რომ უწყებას დაქვემდებარებული ინსტიტუტები, დამოუკიდებლად უფრო ეფექტურად იმუშავებებ. სალომე ზუტრაბიშბვილის შეფასებით, ისევე როგორც მთელ ქვეყანას, ქართულ პოლიტიკასაც და კულტურასაც, ხელისუფლება ევროპის კართან ბლოკავს. მინისტრი თეა […]
ისლამურმა სახელმწიფოებმა ისრაელის წინააღმდეგ ალიანსი უნდა შექმნან – ერდოღანი

Reuters-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისლამურმა სახელმწიფოებმა ისრაელის მზარდი ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ ალიანსი უნდა შექმნან. ერდოღანმა თურქ-ამერიკელ ქალზეც ისაუბრა, რომელიც 6 სექტემბერს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას დაიღუპა. “ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც ისრაელის ქედმაღლობასა და მის სახელმწიფო ტერორიზმს დაასრულებს ისლამური ქვეყნების ალიანსის შექმნაა” – აღნიშნა ედროღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, […]
ჯეიმს ო’ბრაიენი – ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი, ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ, ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა

შევაჩერეთ დახმარება, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. ეს სამარცხვინოა. მაგრამ ეს აუცილებელია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს. მისივე თქმით, არ სურთ იხილონ იმგვარი ძალადობის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დაბრუნება, რაც ამ გაზაფხულზე იყო. „მე მეტს ვიტყვი იმაზე, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს. ჩვენ […]
თამარ კორძაია – „რუსული კანონის“ პირობებში, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს

„რუსული კანონის“ პირობებში, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს არჩევების შედეგები და შემდეგ გააუქმოს ყველა ის კანონი, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას ხელს უშლის. „ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი ხაზს უსვამს სამართლიან და გამჭვირვალე პირობებში არჩევნების ჩატარებას. მთავარი ნიშნული არის არჩევნების […]
უილიამ ბერნსი – პუტინი მოძალადეა, ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს – არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს, გვახსოვდეს ეს

დასავლელი ლიდერები არ უნდა შეშინდნენ ბირთვული ესკალაციის შესახებ კრემლის მუქარებით, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა. „პუტინი მოძალადეა. ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს. უნდა გვახსოვდეს ეს. შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი განიხილავს სხვა გზებს, რომლითაც ჩვენ […]
გიორგი ბოტკოველი – საკუთარ თავებს მოჰკითხონ, ვის რა „ქოლ-ცენტრები“ აქვს, როგორ ფინანსდება და მდიდრდება, ვინ, როგორ მიაქცევს შავ ფულს „ქართული ოცნების“ ყულაბაში

საკუთარ თავებში ჩაიხედონ და საკუთარ თავებს მოჰკითხონ, ვის რა „ქოლ-ცენტრები“ აქვს, ვინ როგორ ფინანსდება და როგორ მდიდრდება. ასევე, ვინ როგორ მიაქცევს შავ ფულს „ქართული ოცნების“ ყულაბაში, – ასე გამოეხმაურა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მდივანი, გიორგი ბოტკოველი. მისივე მტკიცებით, „ქოლ-ცენტრების“ თემა პირდაპირ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს […]