ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდა-ოროჯალარის სარკინიგზო მონაკვეთზე, თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორი“ავრცელებს. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14:40 საათზე მოხდა, რის შედეგადაც ნინოწმინდაში მცხოვრები ორი პირი დაშავდა. „ნორის“ ინფორმაციით, დაშავებულები მძიმე მოტეხილობებით ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ... მეტის წაკითხვა