ჩაკვეტაძე დაბრუნდა, “უოტფორდმა” წააგო და “მანჩესტერ სიტისთან” მატჩი ელის [VIDEO]

ჩემპიონშიფის მეექვსე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ნორვიჩთან“ 1:4 დამარცხდა. სტუმართა გუნდის სასტარტოში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც „კოვენტრისთან“ მატჩისას მიღებული ტრავმა მოირჩინა. „უოტფორდმა“ ისევ დებიუტში გაუშვა გოლი. თან მწვრთნელი ტომ კლევერლი იძულებული გახდა ორი ფეხბურთელი – მეკარე დანიელ ბახმანი და მცველი ფრანსისკო სერალტა ჯონათან ბონდით და რაიან პორტეუსით შეეცვალა. მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა სტუმრები არ დაიბნენ და შეუტიეს, […]
ცნობილი გახდა “იუვენტუსთან” “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა

სერია A-ს მეხუთე ტურში, “ნაპოლი” სტუმრად “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, ბონჯორნო, რაჰმანი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ. მატჩზე “ნაპოლის” გულშემატკივრებს გამოყოფილი 2 800 ბილეთი შეძენილი აქვთ, მაგრამ გუშინ არენაზე შესვლა უსაფრთხოების მიზნით აუკრძალეს. დღეს ნეაპოლურმა კლუბმა ამასთან დაკავშირებით ტურინის პრეფექტურაში საჩივარი შეიტანა და მათ […]
თენგიზ შარმანაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე – ყველაფერს ფასი დააკარგვინეს – ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ან სანქციის მუქარით, ან მისი აღსრულებით ვინმეს შეაშინებენ

თუ შენ ხარ საქართველოს პოლიტიკოსი და არა უსამშობლო პოლიტიკოსი, შენ მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, მათ შორის, არა მხოლოდ ფინანსური სანქციების გადასატანად, თუ საჭირო იქნება სიცოცხლის დასათმობადაც მზად უნდა იყო. თუ ამისთვის მზად არ ხარ, მაშინ საქართველოს პოლიტიკაში არაფერი გესაქმება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, აშშ-ს მიერ სავარაუდოდ […]
რის ხარჯზე იზრდება სადაზღვევო სექტორი, მაშინ როცა ახალდაზღვეულთა რაოდენობა მცირდება – შეფასება

წლის პირველი ნახევარი სადაზღვევო ინდუსტრიამ გაზრდილი მოგებით დახურა. 6 თვეში 19-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში ₾145 მლნ-ის სადაზღვევო მოგება მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ ₾67 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾34 მლნ) 2-ჯერ აჭარბებს. კომპანიებმა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 712 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, რაც წლიურად 121 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი […]
ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ჩვენ-მისი გუნდის თითოეულ წევრს. ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა

ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ჩვენ-მისი გუნდის თითოეულ წევრს. ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მთელ მის გუნდს, ვინც ვართ გაერთიანებული მისი ლიდერობით, რასაც “ქართული ოცნება” ჰქვია, შანტაჟით, სანქციების ენით, ვეღარ გაგვესაუბრებიან, გამორიცხულია. ჩვენ ამით ვერ შეგვაცვლევინებენ იმ მშვიდობის პოლიტიკას […]
Blindsight უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს – მასკი

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი კომპანია Neuralink-ის ახალი იმპლანტი Blindsight უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს. „ეს მოწყობილობა მხედველობის უნარს დაუბრუნებს მათაც კი, ვინც ორივე თვალი და მხედველობის ნერვებიც დაკარგა. იმ შემთხვევაში თუ მხედველობის ქერქი არ არის დაზიანებული, მოწყობილობა მხედველობის უნარს უსინათლოდ დაბადებულებსაც შესძენს“, – აცხადებს მასკი. ბიზნესმენის თქმით, თავიდან Blindsight-ი გამოსახულებას დაბალი რეზოლუციით გადასცემს, […]
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა – კაკაბაძის გოლით “კრაკოვიამ” გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში “კრაკოვიამ” “პუშჩას“ 2:1 ოთარ კაკაბაძის გოლით სძლია და 19 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა. კრაკოვული გუნდის კაპიტანი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. ოთარმა შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო 30 სექტემბერს “სტალთან” მატჩის გამოტოვება მოუწევს. იქამდე, 24 სექტემბერს “კრაკოვია” თასზე გასვლაზე მესამე ლიგის “სანდეციას” შეხვდება. […]
სად გაქრა სანდრა რულოვსი და რა სიახლეა მის პირად ცხოვრებაში – “თავს ბედნიერად გრძნობს”

2023 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ”. ამით რულოვსმა დაადასტურა, რომ ექსპრეზიდენტს ოფიციალურად დაშორდა. იქამდე მიუხედავად ლიზა იასკოსა და სოფო ნიჟარაძის გარშემო […]
ოკამთან მანქანა იწვის

ოკამთან მანქანას ცეცხლი უკიდია. ვიდეომასალას შემთხვევის ადგილიდან თამარ ბელქანია ავრცელებს. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, ელოდებიან სახანძრო სამსახურსაც. სავარაუდოდ, დაშავებული არავინაა.
ჩუღურეთში მანქანა ამობრუნდა – დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში ჩუღურეთის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ფოტოს “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. ავარია რუსული ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.