ევროკავშირმა შესაძლოა მალტის ტრადიციული ყველი სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფი პროდუქტების ნუსხაში შეიტანოს

მალტის ტრადიციულმა ცხვრის ყველმა, ġbejna tan-nagħaġ-მა, შეიძლება, ევროკავშირის PDO (წარმოშობის დაცული დასახელება) დაცვის სტატუსი მიიღოს. ჯბეინა არის მრგვალი ყველი, დამზადებული მალტის ცხვრის რძისგან, ასევე ფერმენტისა და მარილისგან. მას მიირთმევენ როგორც ახალს, ასევე ხმელს. ამ ყველს ხშირად უმატებენ კერძებსაც. ყველის დაცვის შესახებ განცხადება დაახლოებით ორი წლის წინ შევიდა; ის ახლა განხილვის ბოლო ეტაპზეა. ჯბეინა, სავარაუდოდ, მიიღებს […]

თეატრალური პრემიის Theo d’Or-ის დაჯილდოება გენდერულად “ბრმა წესით” დაიწყო

ნიდერლანდების ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრემიის, Theo d’Or-ის სამსახიობო პრიზების დაჯილდოება გენდერულად “ბრმა წესით” დაიწყო, ანუ ახლა ერთი და იმავე ჯილდოსთვის იბრძვიან როგორც კაცები, ასევე ქალები. აქამდე წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის Louis d’Or Award-ით, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი Theo d’Or Award-ით ჯილდოვდებოდა. გენდერულად ნეიტრალურ ჯილდოდ დასახელდა Theo d’Or. პირველად ის მსახიობმა მარია კრააკმანმა მიიღო. ბერლინის კინოფესტივალმა […]

ფოთის თიზ-ში ფისტის გადამმუშავებელი ქარხანა ამოქმედდა, ინვესტიცია – ₾0.5 მლნ

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, წელს, თურქული ინვესტიციით, თხილის და ფისტის გადამმუშავებელი ქარხანა ამოქმედდა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ფოთის თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ განაცხადა, შპს „ნათს თაიმმა“ 0.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. „კომპანიამ იჯარით აიღო თიზ-ის ტერიტორიაზე ინვესტორი კომპანიის მიერ აშენებული საწარმოო ფართი, სადაც მოაწყო ფისტის გადამმუშავებელი საწარმო. კერძოდ, მათ ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან შემოაქვთ ნედლეული, რომელიც […]

ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა

ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა ვფიქრობ, არ არსებობს პოლიტიკით მეტ-ნაკლებად დაინტერესებული ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ სცენარის განვითარებას გარე აქტორებიც […]

ევროკავშირს შრომის ბაზარზე ახალი წესი შემოაქვს

2026 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებულებს ექნებათ უფლება მიიღონ ინფორმაცია იმავე სამუშაოს შემსრულებელი კოლეგების ხელფასების შესახებ. მიზანი გენდერული ანაზღაურების სხვაობის შემცირებაა. დასაქმებულებს უფლება ექნებათ მოითხოვონ და გადახედონ თავიანთი კოლეგების ხელფასს, თუ მათ ეჭვი აქვთ დისკრიმინაციაში. უფრო მეტიც, დამსაქმებლებს მოუწევთ ახსნან, რა კრიტერიუმებით მოქმედებს ხელფასის ზომაზე. დამსაქმებლებს მოეთხოვებათ, მიუთითონ ხელფასის დიაპაზონი სამუშაო რეკლამებში (მსოფლიოში სამუშაო შეთავაზებების მხოლოდ […]

საფრანგეთში ბიბლიოთეკებში საძილე კაფსულები განთავსდება

ლილის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დამონტაჟდა კაფსულის საწოლები, რომლებშიც დაღლილ სტუდენტებს შეუძლიათ დაიძინონ. ბევრი მათგანი დიდხანს ანდომებს სწავლას და ხშირად ვერ პოულობს ძილის დროს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზოანოა, იწვევს სტრესს, ფსიქოლოგიურ გადაღლას. ფუტურისტული დიზაინის კაფსულები აღჭურვილია საკეტით, რათა ვერავინ შეაწუხოს მძინარე სტუდენტი. ამ დასვენებისთვის დრო შეზღუდული არ არის, თუმცა სტუდენტებს ურჩევენ, არ გაატარონ ძალიან დიდი დრო […]

მომსახურების სფერო იაფი უცხოელი მუშახელით ივსება

მომსახურების სფეროში უცხოელი იაფი მუშახელი მომრავლდა. განსაკუთრებით საკურიერო ბიზნესში, სადაც მიმტანებად არაერთი ჩინელი, ინდოელი და ირანელია დასაქმებული. როგორც ჩანს, საქართველოში არსებული კადრების დეფიციტის შევსებას ბიზნესი უფრო დაბალანაზღაურებადი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის მოზიდვით ცდილობს. პრობლემას ამ შემთხვევაში ენის ბარიერი ქმნის, რაც მომსახურების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და მომხმარებლებშიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მიუხედავად ამისა, ეს უცხოელების დასაქმებას ხელს არ […]

ბრიუსელში ევროპულ კვარტალში გართობა-დასვენების სივრცეები მომრავლდება

ევროპული კვარტალი ბრიუსელში, სადაც განთავსებულია ევროკავშირის ადგილობრივი ოფისების დიდი ნაწილი, გადაიქცევა დინამიურ, ენერგიულ, კომინიკაციოებისთვის ჰარმოზებულ ზონად. პანდემიის გამო დისტანციური მუშაობის პოპულარობის მატებასთან ერთად, ევროკომისიის საკუთრებაში არსებული მრავალი შენობა დაცარიელდა. ახლა ყოფილი ოფისების დაახლოებით 300 000 კვადრატული მეტრი არ არის გამოყენებული – სივრცის დაახლოებით მესამედი აღმოჩნდა დატვიორთვის მიღმა. ევროპის კვარტალის ფონდის პროგნოზით, ეს ყველაფერი არ არის: […]

ისრაელის არმიამ რამალაში ტელეკომპანია „ალ ჯაზირის“ ოფისი დახურა

კვირას ღამით ისრაელის სამხედროები შევიდნენ კატარის ტელეკომპანია „ალ ჯაზირას” ოფისში, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ რამალაში მდებარეობს. სამხედროებმა ტელევიზიის თანამშრომლებს გადასცეს ორდერი ბიუროს დახურვისა და მაუწყებლობის 45 დღით შეწყვეტის მოთხოვნით. ტელეარხმა სამხედროებთან მოლაპარაკებები პირდაპირ ეთერში აჩვენა, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა. სამხედროებმა ტელევიზიის კუთვნილი აღჭურვილობა კონფისკაცია მოახდინეს. „ალ ჯაზირის“ პალესტინის ბიუროს დირექტორმა ვალიდ ალ-ომარიმ განაცხადა, […]

ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე დაკრძალეს

თბილისში, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული 37 წლის ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. მის სამოქალაქო პანაშვიდს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მისი პარტნიორი 26 წლის ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს – გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას […]