გიორგი გახარიამ “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა

პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგია გახარიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ “ქართულ ქარტიას”. პარტიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ქარტიაზე ხელმოწერა მოხდა დღეს, 23 სექტემბერს, დილით. “გახარია საქართველოსთვის” იყო ერთადერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელსაც “ქართულ ქარტიაზე” ხელი არ ჰქონდა მოწერილი. ქარტიაზე ხელი არ აქვთ მოწერილი ასევე პარტიებს, “გირჩს” და “ლეიბორისტულ პარტიას”. ხელმოწერამდე პარტიაში აცხადებდნენ, რომ […]
გიორგი კახიანი – ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფორმალურად სანქციები ისედაც მოქმედებს – თუ ფორმალური სანქციები იურიდიულ სახესაც მიიღებს, ეს საზოგადოებაში ივანიშვილისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს!

ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფორმალურად სანქციები ისედაც მოქმედებს და მას 2 მილიარდიან აქტივებზე წვდომა რუსეთ – უკრაინის ომის დაწყებიდან ძალიან მალე შეეზღუდა – თუ ფორმალური სანქციები იურიდიულ სახესაც მიიღებს, ეს საზოგადოებაში ივანიშვილისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს! – ასეთია პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის პოზიცია აშშ-ს მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით. კახიანის მტკიცებით, სანქციის […]
პარტიაში ადასტურებენ, რომ გიორგი გახარია დღეს ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

პარტიაში „გახარია – საქართველოსთვის“ ადასტურებენ, რომ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს პრეზიდენტს შეხვდა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, გახარია პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ შეუერთდა. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ორბელიანის სასახლეში რამდენიმე საათის წინ იმყოფებოდა.
GITA-სა და საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის აქსელის ორგანიზებით, Startup Investment Forum BATUMI vol.2 გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკისა და აქსელის – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის თანაორგანიზებით, 2024 წლის 27-29 სექტემბერს ,,Startup Investment Forum – Batumi Vol.2 -ს’’ გაიმართება. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გააერთიანებს თბილისისა და ბათუმის სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს, მათ შორის ანგელოზ ინვესტორებს, ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებს, პოტენციურ ანგელოზ […]
კახა კალაძე – როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, სანქციებით ვერავინ დამაშანტაჟებს

საქართველოს ინტერესები არ ითმობა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს სანქცირებულ პოლიტიკოსებს შორის. მისი განმარტებით, სხვადასხვა ძალის ინტერესების სასარგებლოდ საქართველოს ვერავინ გამოიყენებს. „ვერავინ დამაშანტაჟებს სანქციებით, როდესაც ქვეყნის და ხალხის ინტერესს ეხება საქმე. საქართველოს ინტერესები არ ითმობა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაცის ინტერესის გასატარებლად […]
თბილისის მერმა N2 ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში მდებარე N2 საბავშვო ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბავშვო ბაღი ახალ სააღმზრდელო წელს განახლებულ შენობაში შეხვდა. „ძირითადი შენობა, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, განახლდა, ასევე აშენდა ახალი ფლიგელი, 290 […]
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ტუნაძეების, ქურდულისა და ახალი უბნის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის ინფორმაციიტ, ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე. შეაჯამეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.
ერთგულად მიჰყევი ჩანაფიქრს – „მეტროპოლის“ სივრცე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე

Devoted – Devoted to ideas, to craft, to creativity – ეს არის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2024-ის, მთავარი მესიჯი. ზღვისპირა ქალაქში, შემოდგომის კრეატივის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე სწორედ ამ გზავნილის ადრესატები შეიკრიბნენ, ადამიანები, რომლებიც იდეასა და შემოქმედებითობას ერთგულად მიჰყვებიან. ამ კონცეფციას მოარგო საკუთარი სივრცე დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ და ფესტივალზე ფერადი და მრავალფეროვანი კუთხე შექმნა. […]
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი კლდეკარის, კიშინიოვისა და ცქიტიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე კლდეკარის, კიშინიოვისა და ცქიტიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. დელეგატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა. ვხედავთ, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, კიდევ ბევრი გამოწვევაა, თუმცა მშვიდობის შენარჩუნების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ გააგრძელებს განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი […]
ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo &Partners” განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo &Partners” ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის ჟურნალისტების პრესტური ჩატარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ. ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებთან, მედიასაშუალებებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ღვინის მოყვარულ ადამიანებთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით, ქართულ ღვინოს […]