ჯაბა სამუშიამ ცნობილ მეცნიერს, პროფესორ ანდრეა ჯენაცანის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს, პროფესორ ანდრეა ჯენაცანის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროფესორ ანდრეა ჯენაცანის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ინტერნაციონალიზაციაში, ახალგაზრდა კადრების გადამზადებასა და ქართული რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის განვითარებაში შეტანილი […]

საქართველოდან ნავთობის ექსპორტმა $61 მილიონს მიაღწია

2024 წლის რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში 62 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით არის გაზრდილი. ექსპორტის მოცულობამ 94 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით სამჯერ მეტია. სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან წელს ყველაზე მეტი – 21 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი ნიდერლანდებში განხორციელდა, შემდეგ ადგილებს 12 […]

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი დააჯარიმა

სებ-მა სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ 26 000 ლარით დააჯარიმა. „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით, მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ განხორციელებულა ხელმძღვანელობისგან, პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მოპოვება, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების […]

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ხვალ ელექტრომომარაგება?

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის, გმირ კურსანტთა, […]

სანქციები და სავიზო შეზღუდვები – ექსპერტების შეფასებები ვაშინგტონიდან

ანალიტიკოსები ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას, “ქართული ოცნების” ლიდერები ბოლოდროინდელ განცხადებებს და ვაშინგტონის გადაწყვეტილებებს აფასებენ; ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებენ; მეტოქე ქვეყნები ამერიკის არჩევნებამდე მოსახლეობაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. Facebook Forum

გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ მოაწერა გახარიას პარტიამ ხელი “ქართულ ქარტიას”

პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის „ქართული ქარტის“ ხელმოწერით პარტია კომპრომისზე წავიდა, მას შემდეგ, რაც „ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, „ფორმულაზე“ ისაუბრა. გოგიჩაიშვილის თქმით, მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არც „ქართული ოცნება“ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და არც „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო და ამ ამოცანის შესრულებას პრეზიდენტის ქარტიაც პასუხობს, […]

რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ზაპორიჟიაში მინიმუმ 16 ადამიანია დაშავებული

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, ორშაბათს, 23 სექტემბერს განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე გვიან ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა. შედეგად, დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი და დაიჭრა, მინიმუმ, 16 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 15 წლის ბიჭი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მაშველებს რამდენიმე დაზიანებული შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასჭირდათ. ზაპორიჟიაზე განხორციელებულ თავდასხმას, წინ უსწრებდა უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ […]

41 წლის ბრავო ტერ შტეგენის შესაცვლელად მზადაა

“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, “ვილიარეალთან” მატჩისას მარჯვენა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, 7-9 თვე მკურნალობა დასჭირდება და ამ სეზონში ვერ ითამაშებს. 41 წლის კლაუდიო ბრავომ განაცხადა, რომ თუ “ბარსელონა” მიიპატიჟებს, კარიერას განაახლებს და ტერ შტეგენს შეცვლის. ბრავომ გასულ სეზონში “ბეტისში” ყველა ტურნირზე 14 შეხვედრაში, აგრეთვე ჩილეს ნაკრებში ამერიკის თასზე მიიღო მონაწილეობა და აგვისტოში თამაშს თავი […]

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები პატიმრობაში დატოვეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია გუდაძემ გამოაცხადა. ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს სასამართლო 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავება.

ყურუა: 500-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს, არ ჩამბარებია – ახლა ანგარიშები დააყადაღეს

კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი ბორის ჩელე ყურუა აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 500-ლარიან ჯარიმაზე არ ჩაბარებია, ანგარიშები კი დაუყადაღეს. “500ლარიანი ჯარიმა რომ დამიწერეს, არ ჩაუბარებიათ გადაწყვეტილება. დიდი ხანი გავიდა მაგის მერე და ახლა ანგარიშები დამიყადაღეს, თან 50 ლარი ჯარიმა დამიმატეს რატომ არ გადაიხადეო. თქვე ოჯახაშენებულებო, გეთქვათ და ვიხდიდი იქნებ თავის დროზე” – წერს ყურუა. ყურუა სასამართლომ მაისში […]