“მცდელობა იყო საჭირო” – პრეზიდენტი გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ძლიერი საქართველოს მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს და ამბობს, რომ არ აპირებს დაასახელოს “ვისი ბრალია”, თუმცა განმარტავს იმ ძირითად მიზეზებს, რის გამოც გახარია-ხაზარაძე ვერ გაერთიანდნენ. პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი, რამაც მოლაპარაკებები ჩაშალა უნდობლობა და პოლიტიკური კულტურის არარსებობაა. დღევანდელ ბრიფინგზე სალომე ზურიშვილმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს პარტიები არჩევნებში ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას . […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. „ისრაელს ომი თქვენთან არ აქვს. ეს ომი „ჰეზბოლასთან“ არის. დიდი ხანია, რაც „ჰეზბოლა“ ფარად გიყენებთ. მან რაკეტები თქვენს საცხოვრებელ ოთახებში განათავსა. ეს რაკეტები კი პირდაპირ ჩვენი ქალაქებისკენ და ჩვენი მოქალაქეებისკენ არის მიმართული. „ჰეზბოლას“ დარტყმებისგან ჩვენი ხალხის დასაცავად, ეს იარაღი უნდა გავანადგუროთ , – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ […]

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების […]

დიდი ალბათობით, როდრი ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

22 სექტემბერს, პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი, მანჩესტერ სიტისა და ლონდონის არსენალს შორის გაიმართა. Მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ,,მეთოფეებს” გამათანარებელი გოლი, დამატებულ წუთებზე, მანჩესტერ სიტის ინგლისელმა მცველმა, ჯონ სტოუნსმა გაუტანა. შეხვედრის 21-ე წუთზე “ქალაქელების” ესპანელმა საყრდენმა როდრიმ ტრავმა მიიღო და ესპანელი მატეო კოვაჩიჩმა შეცვალა. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანელი ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, […]

რას ამბობენ წყაროები ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებზე

მთავრობის წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ. მათი ცნობით, სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ. ანი ჩხიკვაძე ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში საუბრობს, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესი, აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით.

რუსეთში ქალებს ბრალი წაუყენეს აქციისთვის, რომლითაც ქმრების და შვილების უკრაინიდან დაბრუნებას ითხოვდნენ

რუსეთში უკანონო საჯარო ღონისძიების გამართვის ბრალდება წაუყენეს სულ მცირე ორ ქალს დაახლოებით 20-მდე ქალიდან, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას თავდაცვის სამინისტროს წინ ითხოვდნენ თავიანთი ქმრების და შვილების უკრაინიდან დაბრუნებას. ქალები პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და დაკითხეს, მას შემდეგ, რაც მათ თავიანთი მოთხოვნების შემცველი პლაკატები გაშალეს. ორ მათგანს, ანა ბოგაჩენკოს და ანასტასია სლავიკს ბრალი წაუყენეს – იუწყება OVD-Info, რომელიც […]

მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად – პრემიერის სიტყვა მშვიდობის სამიტზე

მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მომავლის პაქტი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, რაც გაეროს წესდების პრინციპებზეა დაფუძნებული, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. მთავრობის მეთაურის […]

ზელენსკიმ პენსილვანიაში იარაღის ქარხნის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ის კვირას, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით, პენსილვანიაში იარაღისა და ამუნიციის საწარმოს ესტუმრა და იქ დასაქმებულებს მადლობა გადაუხადა ამუნიციის წარმოებისთვის, რომელიც მის ქვეყანას რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ყველაზე მეტად სჭირდება. დემოკრატი კონგრესმენი მეთ ქართრაიტი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც სკრანტონის ამუნიციის საწარმოში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. სკრანტონის ქარხანა იმ რამდენიმე საწარმოს […]

ისრაელი აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბა – დაიღუპა 300-მდე ადამიანი

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე მასშტაბური დაბომბვა განახორციელა. „სი-ბი-ესი“ წერს, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 270 ადამიანი, ათასზე მეტი კი დაშავდა. ისრაელი აცხადებს, რომ დაბომბვის მიზანი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში „ჰეზბოლას“ მებრძოლებისა და მათი იარაღის განადგურება იყო. ამ დაბომბვას წინ უძღოდა „ჰეზბოლას“ მიერ ჩრდილოეთ ისრაელის დაბომბვა. დაბომბვამდე, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა სხვადასხვა საშუალებით არაერთხელ მოუწოდეს სამოქალაქო პირებს, დატოვონ შენობები […]

იანკოვიჩი: ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ „ქართული ოცნება” ამ კურსს შეცვლის

“რასაც ახლა „ქართული ოცნებისგან“ ვხედავთ, ეს არ მომხდარა ერთ ღამეში ან წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ისაა, რაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში გრძელდება. ეს არის ევროპისგან და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორება და რუსეთთან დაახლოება”, – ამბობს დეზინფორმაციის მკვლევარი, ნინა იანკოვიჩი. Facebook Forum